გლდანის მემორიალის სრული სია გადადი ლინკზე
გოჩა ნარიმანიძე ნიკოლოზის ძე დაიბადა 1964 წლის 19 ოქტომბერს ქ. თბილისში.
დაამთავრა 164-ე საშუალო სკოლა 1981 წელს. იყო ჭკვიანი. სკოლის მერხიდან დაიწყო ცეკვა რაშიც მიაღწია წარმატებებს. ცეკვავდა ფრიდონ სულაბერაძის ანსამბლში, მან დაიმსახურა სიგელები, დაჯილდოვდა ოქროს მედლით.
1982 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში ქ. ოდესაში. მან გამოიჩინა თავდადება და ისახელა თავი. მშობლებმა მიიღეს მადლობები შვილის აღზრდისათვის.
სამხედროდან დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო კიროვის სახელობის ქარხანაში.
1990 წლიდან დაიწყო მუშაობა უშუშროების სამსახურში დაცვის თანამშრომლად.
გოჩა ნარიმანიძე „ავღანელთა“ ბატალიონის შემადგენლობაში ჩაირიცხა 1992 წლის სექტემბერში და მონაწილეობა მიიღო ყველა საბრძოლო მოქმედებებში, იბრძოდა სოფ. ლაბრაში, სოფ. ცაგერაში, სოფ. კინდღში, გორლოვლაში, ტამიშშსა და სოხუმის დაცვისას.
გოჩა ნარიმანიძე 1993 წლის 27 სექტემბერს ქ. სოხუმის მინისტრთა საბჭოს დაცვისას წარმოებულ ბრძოლისათვის უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
გოჩა ნარიმანიძე სიკვდილის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 25 ნოემბრის # 877 განკარგულებით დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის პირველი ორდენით - 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმში საბრძოლო ოპერაციების დროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შენობის დაცვისას გამოჩენილი მამაცობის, მხედრული ვალის მოხდისა და თავდადებისათვის.
მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი