სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
მარინა ნაჭყებია 1956-2023წწ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

1956-2023 წწ. გარდ. 67 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ნაჭყებია სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

613       ბეჭდვა

მარინა ნაჭყებია 1956-2023წწ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

მარინა ნაჭყებია დაიბადა სოხუმში 1956 წლის 24 დეკემბერს, გარდაიცვალა 14 აგვისტო 2023 წელი თბილისში, სოხუმში დაბრუნების აუხდენელი ოცნებით.



იკვლევს და გამოსცემს საქართველოს გმირებს, აქვს ამავე სახელწოდების ფეისბუქ გვერდი,  უამრავი მებრძოლის ბიოგრაფია გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. მისი უშუალო თანამონაწილეობით გაიხსნა 46 აფხაზეთში ტერიტორიული მთლიანობისათვის გარდაცვლილი მებრძოლის სახელობის ქუჩა.

მარინა ნაჭყებია
ბიოგრაფია
ეროვნება ქართველი, სარწმუნოება ქრისტიანული მართლმადიდებელი, სქესი მდედრობითი, განაღთლება უმაღლესი, პროფესია კვების პროდუქტების ტექნოლოგი.

დაბადების თარიღი 1956 წლის 24 დეკემბერი ქ. სოხუმი. დაამთავრა სოხუმის შოთა რუსთაელის პირველი საშუალო სკოლა. 1985წელს დაამთავრა აფხაზეთის კვების მრეწველობის საწარმოო–ტექნოლოგიური უნივერსიტეტი.
მუშაობდა ქ. სოხუმის აფხაზპურის გაერთიანებაში. 1994–1999 წ.წ. მუშაოდა მე–7 პურის ქარხანაში ეკონომისტად; 2000–2004 წ.წ. მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოში.
2004–წლიდან მუშაობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენთში მთავარ სპეციალისტად. ყავს ორი შვილი დავითი და დიანა ჩარგეიშვილები. მეუღლე თენგიზ ჩარგეიშვილი (აწ გარდაცვლილი). დედა ჩაფშა ხოჭავა; მამა ალექსანდრე (ალიოშა) ნაჭყებია; დები: მედეა და მაყვალა ნაჭყებიები; ძმა აქვსენტი (ტასო) ალექსანდრესძე ნაჭყებია აფხაზეთის ომის მხვერპლი;
აქვსენტი ნაჭყებია არის ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერი (გარდაცვალების შემდეგ).
მიზანი: გმირთა სახელების არ დავიწყება და მათზე მზრუნველობა.
ოსი და აფხაზი მეგობრებისა და ნათესავების დაბრუნება.
ჰობი: შევყურებ ჩემი სამშობლოს აფხაზეთის კუთხისაკენ მიმავალ გზას და ახალი სიცოცხლის მომავალს.


დახასიათება
ქალბატონი მარინა ნაჭყებია არის ჭეშმარიტი ქართველი, მაღალი კლასის ღირსეული საზოცადოების წარმომადგენელი.
მოვიშველიებ წმინდა ილია მართლის სიტყვებს: ,,ყველაზე ძნელია იყო ქართველი“. ქალბატონი მარინა იმ ტრადიციებითა და სიძნელეებით ცხოვრობს, როგორსაც გულისხმობდა დიდი ილია და რასაც ჰქვია ქართველი.
მარინას აქვს მტკიცე ხასიათი და დიდი ნებისყოფა, აქვს ექსტრემალურ მდგომარეობიდან გონივრული მეთოდებით გამოსვლის უნარი, არის კეთილი, ქველმოქმედი, სამშობლოს პატრიოტი, მომთმენი, მიმტევებელი, დიდების მაძიებელი, კულტურული, განათლებული, შრომის მოყვარე(დაუღლელი), პატიოსნების განსახიერება, ღმრთისადმი პატივის მცემელი და მორწმუნე მართლმადიდებლობის, მეგობრული, კონტაქტური, მოსიყვარულე, პასუხისმგებლობით მოქმედი, ფიზიკურად მშვენიერების, სათნოების, შავ გრემანნი, ქართველი ქალის ღირსეული წარმომადგენელი. მისი კეთილშობილური შრომის შეფასება შეუძლებელია, მისი ოცნება არის ომში დაღუპულ მებრძოლების მოძიება, მათი სახელების უკვდავების ისტორიაში შეიტანა, თანაუგრძნოს დაღუპულთა ოჯახისწევრებს, დედებს, შვილებს. ცდილობს, მათი მწუხარება გაიზიაროს და ანუგეშოს დამწუხრებული დედები.

უკვე მოძებნილი და სურათებთან ერთად მოკლე ნეკროლოგის სახით მინაწერით შეგროვილი აქვს ინფორმაცია ყველა გმირის შესახებ, რომლებიც დაიღუპნენ აფხაზეთში და სამაჩაბლოში. ასეთი შრომის გაწევა ჩვეულებრივად არ ხდება, ამას წლების განმავლობაში დაუღალავი შრომით შეძლებს ადამიანი, რომელსაც იშვიათად თუ გააკეთებს ვინმე. ქალბატონ მარინსთან საუბრის დროს, მის თვალებში ამოიკითხავთ, სხვის მიმართ შეცოდებას, ნაღვლიან მზერას, თვალებში ცრემლის მარგალიტებიც აციმციმდება და მარგალიტების მარცვლები ნაზად დაეშვება გულისაკენ, სადაც ძლიერი მკერდი შეაჩერებს და გულისაკენ გაუხსნის გზას. გულიდან ამოხეთქილი მძიმე ამოსუნთქვა გადმოგვცემს მარინას მიერ გოლგოთას გზა გავლილის მთლიანობას.
ქალბატონი მარინა არის სუსტი სქესის წარმომადგენელი, მაგრამ მასში ვაჟკაცის ძალა და ქალის სინაზე ისეა შეხამებული, რომ ჩვენს წინ დგას უძლიერესი პიროვნება, დიდი ქართველის გენების მქონე კეთილშობილი ადამიანი. ისეთი პიროვნება, როგორსაც ჰქვია ჭეშმარიტი ქრთველი.
მარინას ჟამთა სიავის დროსაც მომავლის რწმენა არ დაუკარგავს. მას სწამდა, რომ ახალი სიცოცხლის მოლოდინი დიდხანს არ გაგრძელდება, მიუხედავად მტრის მიერ მიყენებული ზიანისა, გავლილი ტანჯვისა, ის მაინც ფიქრობს, რომ მტერს მიუტევოს, შემრიგებლობას ამჯობინებს და აფხაზი და ოსი მეგობრების ახლობლების დაბრუნებაზე ოცნებობს. ეს მის კეთილშობილებაზე მეტყველებს.
ქალბატონ მარინას ცხოვრება მძიმე ტვირთია ქალისთვის, კიდევ გასავლელი აქვს გრძელი გზა. ოჯახს წინ უძღვის მესაჭედ, დედა, სიცოცხლის მპყრობელი. დედა სიცოცხლეა, სიცოცხლე კი სამყარო.
დედა მარინას ეკუთვნის: სიცოცხლე ხანგრძლივი, მხნეობა, გონიერება, ცხოვრება საამო, თბილი სიყვარული, შვილთა ნამრავლი, დამხმარედ ძალის მპყრობელი, ჯანი, შემოსავლები მრავალი, სიხარული, კმაყოფილება ყველასაგან, მომვლელი, პატივის მცემელი, ღირსების მიმნიჭებლი და შრომის შემფასებელი.
დღეს ჩვენს წინ ძევს მეოცე საუკუნის მატიანე, რომელიც მარინამ შექმნა. მეოცე საუკუნის ჟამთამრიცხელი ქალბატონ მარინას სახელს შეინახავს იტორია, დღევანდელი ისტორია საინტერესო იქნება მრაალი საუკუნეების შემდეგ მომავალი თაობისათვის. ახალი თაობა ღირსეულად დააფასებენ აფხაზეთის ტრაგედიის ჟამთამრიცხველს, ჩვენი დროის მემატიანეს ძვირფას მარინა ნაჭყებიას.
უახლოესი მეგობარი და ძმადნაფიცი: ვახტანგ ასანიკაშვილი
წყალტუბო 2017 წლის 16 მარტი

მამა ალექსანდრე ნაჭყებია

მოგონებები
ომის მინიშნებები –. 1977 წელია, სოხუმში მაშინდელ ლენინის მოედანთან ჩემს შვილს, დათოს ეტლით ვასეირნებ. მთავრობის სახლთან ავტობუსები გაჩერდნენ და იქიდან ფაფახიანი კაცები ჩამოვიდნენ. ცოტა ხანში რამდენიმე ათეულმა კაცმა მოიყარა თავი: ამ სურათმა რატომღაც ძალიან შემძრა და სკამზე ჩამოვჯექი. გვერდით მოხუცი კაცი. მომიჯდა, „ბაბა, ქართველი ხარ?“ –- მკითხა როცა დარწმუნდა, რომ ქართველი ვარ, განაგრძო, –- ამათ ხომ უყურებ? ეს ომის სუნია, იცოდე! ეგენი ჩვენს ენას ძაღლის ენას უწოდებენ, ეგენი ჩვენი მტრები არიან, დაიმახსოვრე“. რა უნდა მეთქვა, აფხაზებმა ქართულიც მშვენივრად იცოდწენ და მეგრულიც, მაგრამ არასდროს გველაპარაკებოდნენ ჩვენს ენაზე.. ისინი ჩვენს ენას „საბაჩი იაზიკს“ უწოდებდნენ. შინ მისულს, ბაბუაჩემის ნათქვამი. "სიტყვები ამომიტივტივდა. მაშინ ბავშვი ვიყავი და ბებია-ბაბუასთან ოჩამჩირეში ვისვენებდი, აბრაგებ მურსია, ბაბა“. („აბრაგები მოვლენ, ბაბუ“).
ომის დაწყებამდე სოხუმის პურის ქახანაში, „კოლოსში“, ვმუშაობდი ეკონომისტად. ქართველების გარდა, ' აფხაზები, სომხები, რუსები, ბერძნები მუშაობდნენ. მე და ანია არშბას საერთო სამუშაო ოთახი გვქონდა, ერთხელაც ანია მეკითხება "მარინა ესლი ნაჩნიოტსია ვაინა ტი სკემ ბუდეშ, ს აფხასცამი ილი გრუზინამი" ? დაბნეულობისგან ჯერ გამეცინა, მერე კი ანია რას ამბობ, ვერ. წარმომიდგენია ომი ჩვენ შორის-მეთქი, ვუპასუხე. ის ხომ ჩემი მეგობარი იყო –- ერთმანეთთან სტუმრად დავდიოდით... არავინ იცის, რა მოხდებაო, მიპასუხა ცივად. შინ მისულმა მეუღლეს, ხნის თენგოს ვუამბე ჩვენი დიალოგის შესახებ, - ეგ იყო და ეგ. მივივიწყეთ ეს ინციდენტი, და მაშინ ვერ მივხვდი, რომ ბედისწერამ მინიშნება მომცა, მე კი თვალი დავხუჭე. ომის პირველი დღე 1992 წლის 14 აგვისტოს სამსახურამდე ბანკში შევიარე, ბანკის უფროსისგან, სვეტლანა არმბასგან ხელმოწერა მჭირდებოდა, - მისი კაბინეტის კარი ჩაკეტილი დამხვდა, თუმცა ოთახიდან საუბრის ხმა მესმოდა. ამ დროს ქუჩიდან ყვირილი გავიგონეთ, 'ვაინა ნაჩალას“ წამში მშვიდი, სრულიად ჩვეულებრივი ქუჩა ქაოსმა მოიცვა. ინსტინქტურად ტაქსის დავუწყე ძებნა, რომ შინ რაც შეიძლება სწრაფად დავბრუნებულიყავი. კუდა, დავაი, სადის“. ჩემი კარის მეზობლი იყო, ვალერა დელბამ მანქანის კარი გამიღო. გზაში ხმა არ ამოგვიღია, მერე უცებ: „მარინა, ვსიო ეტო ტვაი გრუზინი 'დელაიუტ'', მითხრა. არ გრცხვენია, ჩემად და შენად როდის აქეთ გავიყავით-მეთქი. ეს იყო მე და ჩემი კარის კარგ მეზობელს შორის ბოლო საუბარი. ომის ხმა ჩემმა ძმამ ტასომ მე და ჩვენს დას გვითხრა, რომ დედაჩვენი და შვილები წაგვეყვანა და გავხიზნულიყავით. სოხუმიდან გახიზვნაზე ლაპარაკიც არ მსურდა. ჩემს აზრს იზიარებდა, ამიტომ დავრჩით. მაშინ. არ ვიცოდით, რას ნიშნავს ომი. ჩემს მეზობლად. ელერდაშვილების ოჯახი ცხოვრობდა. მსახიობების ოჯახი სოხუმში განაწილებით ჩმოვიდა და დაფუძნდა. მათი ვაჟი ვახტანგი ოჩამჩირეში იბრძოდა. ერთ დღესაც შევიტყვეთ რომ მისი ტანკი ააფეთქეს და ვახტანგი ტანკში ჩაიწვა.



მეუღლე თენგიზ ჩარგეიშვილი დაბ. 1954 წელი 7 დეკემბერი ქ. სოხუმი

მამამ ბატონმა ომარმა იმ დღეს უთხრა ჩემს მეუღლეს, ბიჭს ჩამოვასვენებ და ჩემი სიცოცხლე დასრულდებაო. მიუხედავად იმისა ჩემს მეუღლეს ერთი წამი არ დაუტოვებია მისი გადარჩენა ვერ მოახერხა, ვახტანგის ნეშტიოს გადმოსვენებამდე, ომარი მეცხრე სართულიდან გადახტა.




იმ დღეს გავიგონეთ ომის ხმაც და მისი საშინელებაც გავიაზრეთ. იმ უშავეს დღეს ვნახე. პირველად ჩვენი სამხედროებიც, რომლებიც სამძიმარზე მოდიოდნენ, მაშინ ვნახე პირველად გენო ადამიაც. როცა მამა-შვილი ელერდაშვილები თბილისში გადმოასვენეს და ისევ წავედი სამსახურში, ანია არშბა იქ აღარ დამხვდა.
დამნაშავის ძიებაში
ანიასთან სახლში მივედი, რომ მეთქვა, ისევ ჩემს მეგობრად გთვლი-მეთქი. მისი და დამხვდა და სანამ რამეს ვეტყოდი, მომახალა ქართველები ბავსვობიდან მძულს, ქართულის მასწავლებელი სახაზავს მირტყამდა ხელებზე, რათა კარგად გამომეთქვა. ქართული სიტყვებიო. მივხვდი, ამაოდ გავისარჯე, იმის ახსნას, რომ ერთი. უბირი დედაკაცის ნამოქმედარი საყოველთაო ზიზღის. მიზეზი. - არ უნდა გამხდარიყო, აზრი არ ჰქონდა. ბოდიში მოვიხადე და წამოვედი.
- „მხედრიონი“
არ ვიცი, რომელმა ქართულმა შენაერთმა დაიწყო პირველად ყაჩაღობა აფხაზეთში, მაგრამ. სამეგრელოს. გამოცდილებით, ჩვენ ყველაფერს „მხედრიონს“ მივაწერდით, სოხუმში ეს აფხაზების გავლასთან ერთად დაიწყო. მეზობლად რუსი ოჯახი ცხოვრობდა. ერთ დღეს“ უფროსი მომადგა, ხელში გასაღეღები ეჭირა ჩვენ მივდივართ და გასაღებს შენ გიტოვებთო.ვუთხარი, ყველაფერს გავაკეთებ რომ შენს სახლს მოვუარო, მაგრამ მეყოფა ძალა, რომ დავიცვა-მეთქი? გავშტერდი, ისეთი პასუხი გამცა, მარინა, აქ თუ რამე დაიკარგა შენი წაღებული იქნებაო...
ცოტა ხნის შემდეგ საშინელმა ბრახუნმა გამაღვიძა. დავტაცე ხელი, ფარანს, კიბე ჩავირბინე და ჩემი მეზობლების კარს ავეკარი. ისეთი რჩეული ბიჭები იდგნენ ჩემ წინ.. ორმეტრიანები, სახენათელები, მაგრამ. ფაქტია, კარის გატეხას ლამობდნენ. გასაღები მაღლა ავწიე და. ვთქვი: „ბიჭებო, ქართველი ვარ, აქ ბერძნების. ოჯახი ცხოვრობს, გაიხიზნენ, აი, ეს გასაღები კი ამ კარისაა და მე ჩამაბარეს საპატრონოდ. თქვენ რომ შეხვიდეთ, მე დამბრალდება ეს ამბავი, ჰოდა, იფიქრეთ ჩემზე:მეთქი“. "ბოდიში მომიხადეს და გაბრუნდნენ, წასვლისას მითხრეს, სად. მომეძებნა, თუ რამე გამიჭირდებოდა. ჩემს ტყვედ აყვანამდე ის სახლი. ხელუხლებელი ელოდებოდა პატრონს. ნახვამდის, კაბა
1992 წლის 1-ლ ნოემბერს სოხუმს გუდაუთიდან შეუტიეს. პურის ქარხანას, როგორც უმნიშვნელოვანეს ობიექტს, ხშირად ბომბავდნენ, მაგრამ ჩვენ დღედაღამ ვაცხობდით პურს და ცხელ წერტილებში მიგვქონდა. მეუღლე ერთი წუთით არ მტოვებდა. იმ დღეს ჩვენი ხელით ჩაგაწყვეთ პურები მანქანაში და ის იყო, დავიძარით, რომ ჩვენს მანქანას მოხვდა ჭურვი, მე გზიდან ბუჩქებში გადამაგდო და გონება დავკარგე, ჩემმა მეუღლემ კი მარჯვენა. მაგრამ ჩემი პატრონობა მაინც მოახერხა და გადავრჩი. თუმცა ხეიბრობა რომ დამეფარა, მას შემდეგ კაბა აღარ ჩამოცვავს.

ომის მონატრება ოპერაციიის შემდეგ. მალევე დავბრუნდით ქარხანაში. იმ ცნობილ სამშვიდობო ხელშეკრულებამდე ასე. ვიცხოვრე შიშით და ღვთის იმედად.. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ მენატრება ის დრო, ომი, სადაც. უამრავ სითბოს, სიყვარულს გამცე მდით, ერთმანეთის გატანას ვახერხებდით ღმერთო, მაპატიე, მაგრამ მენატრება ომი, იმიტომ, რომ დღევანდელი. ვაიმშვიდობა იმ ომზე უარესია, დღეს. ერთმანეთს. ვჭამთ... ქარხანას ისევ ვამუშავებდით. ფეხით, შემოვლითი გზით, დაბომბვებს შორის გადავრბოდი სახლიდან სახლამდე, ვეფარებოდი სახურავებს, ხეებს. ჩვენი ქარხნის ნედლეულით მომარაგებას ბატონი გენო ადამია პირადად აკონტროლებდა, ბოლო წუთებამდე. არაფერი მოგვკლებია, არც თანამშრომლებს მივუტოვებივარ. როცა ერთი ცვლა მეორეს უნდა ჩაენაცვლებინა, ჩავულაგებდი სა- თითაოდ. ყველას პურს და ფქვილს, პირჯვარს გადავწერდი და ვუშვებდი. არავინ იცოდა, მეორე დღეს თუ დაბრუნდებოდა, ბევრი შინისკენ მიმავალ გზაზე დაიღუპა. 1993 წლის 20-26 სექტემბერი

20 სექტემბრის დილას ტელეფონმა დარეკა ჩვენი წარმოების უფროსი მირეკავდა, ქარხანაში აფხაზები შემოვიდნენო. წინ გადამიდგა ჩემი ქმარი, არ გაგიშვებო, მაშინ შტაბში ჩემს ძმასთან წასვლა გადავწყვიტეთ. როცა ტასო დავინახე, გული გამი– წერდა –- თვალები ჩაწითლებული ჰქონდა, ერთიანად სისხლში იყო ამოსვრილი.. არაფერი შემეკითხო, ბიჭები დამეღუპა, აქედან არ გავალ, მათთან ერთად უნდა დავიმარხოო, ესღა მითხრა., ტასომ მანქანა მიშოვა და ქმარ-შვილთან ერთად ჩემს დასთან წავედით. ახლა მე უნდა მიმეხედა დედისთვის, დისთვის, დისშვილებისთვის, ჩემი ცალთვალა მეუღლისთვის... 21 სექტემბერს დაგვირეკეს, რომ ტასო დაიღუპა. მაშინ ვჭამე პირველად ის მიწა, რომელმაც ასე გაგვამწარა. სახლში მოასვენეს ჩემი გმირი ძმა. პროზექტურაში ჩვენმა ბიძაშვილმა ვერ იცნო, ყუმბარას სახე მოეგლიჯა. დედას ვერც ვსვამდით და ვერც ფეხზე ვაყენებდით, იატაკზე იწვა და ტიროდა. მიუხედავად უმძიმესი მდგომარეობისა სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად მოსულ ადამიანებს შორის ერთი ქალიც მოვიდა –- აფხაზი ლუდა, რომელიც ძალიან უყვარდა ჩემს ძმას. შემოვიდა, ტასოს ცხედართან დაიჩოქა, ბოდიში მოუხადა და დაიტირა. ტასოს უფროსიც მოვიდა სამძიმარზე –– დავალებაზე სხვას ვუშვებდი, მაგრამ არ. დამანება, სამი შვილის მამა როგორ გავუშვა სიკვდილზეო-. 25 სექტემბერს მივხვდით, რომ. სასაფლაოზე, იქ, სადაც მამაა დაკრძალული ტასოს ვერ ავიყვანდით, სასაფლაო უკვე მტრის ხელში იყო. ეზოში გავჭერით საფლავი და ჩვენი ხელით მივაბარეთ. მიწას 26 სექტემბერი ასე დავაღამეთ.

ტყვეობა 27 სექტემბერს ტასოს მაჯის საათს დავხედე, რომელიც მის საფლავზე მედო. დილის 6 საათი იყო. რიჟრაჟი და დიდი სატვირთო მანქანა ერთდროულად რუსები, კაზაკები, სომხები, ველური ბანდა , ჭუჭყიანები, გაბურძგნულები და სისხლის სურვილით ტვინდაბინდულები. მივხვდი, რომ ჩვენი სიცოცხლის ბოლო წუთები დადგა თენგოს გვარი ჰკითხეს, მან უპასუხა მერე ეს აგრესიული მასა აგინებდა და ურტყამ და ჩემს ქმარს, მიწაზე დააგდეს და წიხლებით შედგნენ. ის ჩუმად იყო, არც კი ნავდა, როცა კარგად გათენდა და მისი წამებით გული იჯერეს, ორმა ველურმა კონდახის ცემით წაათრია მანქანისკენ. მთლიანად სისხლით, შარდით, ფეკალიებით იყო მოსვრილი ჩემი ერთგული, ვაჟკაცი ქმარი... ჩვენი ჯერიც დადგა. ერთი ამაზრზენი კაცი დედას მიუახლოვდა და შავი რატომ გაცვიაო, აგდებულად ჰკითხა. ავადმყოფი შვილი მომიკვდაო, უპასუხა დედამ, ყურებში ახლაც ჩამესმის მისი სიტყვები, მამოჩკა, ჩტო ტი ბარმოჩეშ, უ ვას ბლიადინაია სემია, უ ვას გრიაზნაია სემია, ვი ვსე სრაჟალის პროტივ ნას!“ მეგონა, დედას გაარტყამდა, გადავეფარე და ყელში. მწვდა ვიფიქრე, რადგან სიკვდილი მოვიდა, მეც ისე ღირსეულად უნდა დავიღუპო, როგორც ტასო-მეთქი და თამამად ვუთხარი, „მე. ნაჭყებიას და ვარ, ქართველი“. ი, „ტი გრუზინკა, ბლიად?“ -– იყვირა, სახეში მთხლიშა და სათვალე ჩამიმტვრია. წავიქეცი, წიხლებით შემდგნენ, ტკივილისას. გან ხან გონებას ვკარგავდი, ხან ვბრუნდეზოდი. როცა პირიდან სისხლი წამსკდა, მე და დედა მანქანაში შეგვყარეს. ჩემი მეზობლის, ბორია კაჭარავას სახლში მიმიყვანეს, იქ რაღაც შტაბივით ჰქონდათ. გამაშშიშვლეს, სამზარეულოს კედელთან დამაყენეს და ჩემ ირგვლივ კედლები ავტომატის ჯერით დაცხრილეს. გული წამივიდა. მერე მოხდა ის რისიც ყველა ქალს ეშინოდა და რაზეც ლაპარაკი ამდენ ხანს სასტიკად მრცხვენოდა, მაგრამ ახლა ვიცი, რომ უნდა ვთქვა, რომ მათი ჭეშმარიტი სახე დავანახო ყველას -- ამდენი წამების შემდეგ     ამდენი წამების შემდეგ თავი. გადამპარსეს და.. ხარხარებდნენ, მაგინებდნენ, მირტყამდნენ... შემდეგ, როცა იფიქრეს, რომ გამტეხეს და დამიმორჩი-ლეს, ჩემი ახლებურად დამუშავება: დაიწყეს. ჩემს ხორცს მოერივნენ, ახლა სული უნდოდათ! იქ გავიგონე მესამედ იგივე სიტყვები, რაც თავის დროზე ანიამ და ვალერამ მი- თხრეს, ამ ჯერზე რუსი ბლუყუნებდა იქედნეს ღიმილით, იცოდე, ეს ყველაფერი თქვენმა ქართველებმა გაგიკეთესო და მომთხოვა, მეც იგივე მეთქვა. ჩემს უარზე. სახეში, მუცელში, გვერდებში მირტყამდნენ, მიყვიროდნენ, „თქვი, რომ ეს აფხაზური მიწაა!“ თავს უარის ნიშნად ვაქნევდი და ისევ მირტყამდნენ. არ ვიცი, როგორ მოვახერხე, მაგრამ თავი ავწიე და ამაყად ვუთხარ მე სოხუმის პირველი სკოლა დავამთავრე, იქ კი გვასწავლეს, რომ აფხაზეთი, საქართველოა-მეთქი. ჰოდა, მაშინ ჭამე შენი. მიწაო და პირი მიწით გამომივსეს, მერე საღორეში შეგვყარეს მე და დედა. მოგვიანებით მივხვდი, ასე იმიტომ კი არ მოვიქეცი, რომ გმირი ვარ, მე სიკვდილის გარდაუვალობის დანახვამ შემმატა ძალა, უფალთან პირნათლად მისვლის სურვილმა. ჩემი სამშობლოს სიყვარული მეტი იყო, ვიდრე ამ კაცუნების ჩვენდამი ზიზღი. 
ორი დღე საღორეში ვიყავით. მერე ბრეზმეტით დახურულ სატვირთოში ჩაგვყარეს და ჩვენსავით ნაცემ, შეურაწყოფილ, ცხოვრებადანგრეულ ქართველებთნ და ბავშვებთან ერთდ, რომელთგანაც ბევრი დედების თვალწინ დახვრიტეს, სადღც წაგვიყვანეს დღემდე არ ვიცი სად გავატარე შემდეგი ერთი ჯოჯოხეთური თვე.

ვაკუუმი

როცა მანქანას ბრეზენტი გადახადეს და გადმოსვლა გვიბრძანეს, გარემო არ მეცნო. ბნელ სარდაფში ჩაგვყარეს. იქ სხვებიც დაგვხვდნენ. გვითხრეს, რომ ისინი ქალებს აუპატიურებდნენ, შემდეგ კი ხვრეტდნენ. რაკი სიკვდილის გარდუვალობას შევეგუე, ჩემთვის სულერთი უნდა ყოფილიყო,
სად ვიყავი, მაგრამ ქვედა საცვლის გარეშე დარჩენილს, შიშველ ტანზე ბუშლატშემოხვეულს, თავგადაპარსულს და ჭრილობებით, ჩაქცევებით სავსეს, მაინც, მაწუხებდა აუტანელი სუნი –– ჩვენივე განავლის, შარდის, ჩვენივე ოფლისა და სისხლის მყრალი სუნი, რომელიც კენაპეტ სიბნელეს, სარდაფის ნესტს და შიშს შერეოდა. სინათლე, რომელიც ფარნიან კაცებს შემოჰქონდათ სარდადში, ვინმეს. სიკვდილს ნიშნავდა ველოდებოდით. ეს იმდენად რთული მოლოდინი იყო, როცა რომელიმე მათგანი შემო–
დიოდა, მერჩივნა, ავმდგარიყავი და ნებით გავყოლოდი, მაგრამ დედა. მეცოდებოდა.

ერთ დღეს სარდაფში ვოვა აკრბა შემოვიდა. ეს კაცი მშვიდობის დროს. სოხუმის პოლიციის უფროსი იყო. მე და მისი ცოლი ვმეგობრობდით. ისინი სკოლასთან ახლოს ცხოვრობდნენ, მათ ოჯახში ავადმყოფი ბავშვი იზრდებოდა. საოცრად მეცოდებოდა, ამიტომ ყოველდლე, როცა დედა რამე ნუგბარს სკოლაში, მათთან შევირბენდი, რომ.იმ ბავშვისთვის მიმეცა. ეს ამ ოჯახს არაფერში სჭირდებოდა, მაგრამ ჩემს ბავშვურ თანაგრძნობას დიდსულოვნად იღებდნენ. მოკლედ, ვოვა აკრბამ ჩამოუარა ტყვებს. არ გამოვეცნაურე.-. მაგრამ ჩემთან შედგა, თავი კონდახით ამიწია, ფარანი სახეში მომანათა და გაშრა: „მარინა, ეტო ტი?“ „და ნო ია უჟე დრუგაია მარინა, ნე ტა კავო ტი ზნალ“. ეს რომ ვუთხარი, გავიდა. მას მერე აღარ მინახავს, ჩვენი ტყვეობა კი უსაშველოდ გაიწელა. თუმცა რაღაც მაინც შეიცვალა, ვიღაც აფხაზმა შედედებული რძე მოგვიტანა მე და დედას. მერე წყალი ...  დანარჩენი ძველებურად გრძელდებოდა, შემოდიოდნენ სომხურ რუსული, სომხურ-აფხაზური, ან კაზაკური წყვილი, აარჩევდა ქალებს და ბავშვებს და გაყავდა. უკან აღარავინნ ბრუნდებოდა, მე და დედას კი არავინ გვეკარებოდა.
ისევ არ ვიცი დილას თუ შუაღამისას, ჩემთან ვინმე დაურ ოჩამჩირსკი მოვიდა და ჩუმათ მითხრა, "ნიკამუ ნე გავარი, ია ვოტ ვოვი აკრბა" მაშინღა მივხდი რომ ამ ხნის განმავლობაში ვოვა გვიცავდა, მერე მთხოვა ჩემი ოჯახის წევრების სავარაუდო კოორდინატები მეთქვა. ვუთხარი რაც ვიცოდი თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ აღარვინ მყავდა.

ერთ დღეს მე და დედას ზურგზე ნომრები ჩამოგეკიდეს და სარდაფიდან ეზოში. ამოგვიყვანეს. სად მივდივართ? დასახვრეტად?  იქნებ კარგიც არის, ვიცი, რომ ჩემს შვილებთან, ქმართან და ძმასთან ტასოსთან მივალ. თუმცა მშვიდობის გამზირზე მერიის წინ სათითაოდ გამოგვიყვანეს, ერთმანეთთან ზურგებით დაგვაყენეს და გვიბრძანეს არ გაინძრეთო. და როცა ჩვენსკენ მომავალი დაჩაჩანაკებული ქმარი დავინახე, მგონი პირველად დავკარგე ფიქრის უნარი. ღმერთო რა ბედნიერება იყო მისი დანახვა, ცოტა ხანში კი თითქოს ცა გაიხსნა ჩემი ქალ ვაჟიც გამოჩნდა . . .ცოტა ხანში ავტობუსები მოგვადგნენ და დანომრილი ტყვეები შიგ შეგვყარეს.
მალე ჩვენი ავტობუსების კოლონა გაქლს მიადგა. აფხაზები გვაცილებდნენ. განსაკუთრებული აქტიურობით აფხაზი ქალები ქალები გამოირჩეოდნენ, ხტოდნენ და შეურაწმყოფელ სიტყვებს მოგვკიოდნენ,  მერე ქალების ქალების ერთმა მოზრდილმა ჯგუფმა კაბები წამოიხადა, უკანალებბი მოიშიშვლეს და ჩვენსკენ მოაშვირეს, ასე გვაცილებდნენ. ენგურამდე ბლოკ პოსტები უნდა გაგვევლო აფხაზების და რუსების, რომ ქართველებამდე მივსულიყავით. აფხაზებმა გვცემეს, რუსებმა გვაგინეს. ქართველებთან კი ჩვიმუხლეთ და პირდაპირ მიწაზე გავწექით. . . .
მოვდიოდი და თნ გმირი აქვსენტი ნაჭყებიას დედა მომყავდა. ტასოს გარეშე შევძელი და ოჯახი ისევ შევკარი.

თენგიზ ჩარგეიშვილი

როგორც სამშვიდობოს დავიგულეთ თავი, ვუთხარი რომ მისთვის აუცილებლად უნდა მეთქვა რაღაც . . .  აღიარება მინდოდა პატიების თხოვნა ჩემი შერცხვენისათვის. თენგომ პირზე ხელი ამაფარა და მითხრა, ყველაფერი ვიცი, ამაზე ლაპარაკს საჭიროდ არ ვთვლი, ჩვენს შორის არაფერი შეცვლილაო. ეს შეიძლება იმ დროს ცარიელ სიტყვებად ჩამეთვალა, მაგრამ შემდგომ, როცა ბევრი დენილის ოჯახი ამ მიზეზით დაინგრა, ჩვენს ცხოვრებას უფრო ფხიზლად დავაკვირდი და მივხდი ჩემმა ქმარმა იმითც აჯობა მტერს რომ, ჩვენი ცხოვრების ამ საზარელ ეპიზოდზე მაღლა დადგა, ბოლომდე, გარდაცვალებამდე დევნილობაში.

თბილისი
თბილისში მშივრები , ბინძურები ჩამოვედით. მიუხედავად იმისა რომ აქ ნათესავები მყავდა, ვერაფრით ვაიძულე თავი, მათ კარს მივდგომოდი. არ მინდოდა ასეთები ვენახეთ. ამიტომ იმის იმედად რომ სოციალური სამსახური რაიმე კუთხეს გამოგვიძებნიდა , სადგურში დავიდეთ ბინა. ბავშვებს ფანჯრის რაფებზე ეძინათ, მე და დედა სკამებზე ვთვლემდით , მაგრამ სკამიც და ფანჯრის რაფაც ფუფუნება იყო, ამიტომ თენგო თავის ტურტლიან ფარაჯას გაიხდიდა, ნაფურთხებ, საძაგელ იატაკზე დააფენდა და ორი-სამი საათით მიწვებოდა, ჩვენი პატრონი კი არ ჩანდა. შებინდებულზე დეზერტირების დაცლილი ბაზრისკენ მივდიოდი და გადაყრილ ვაშლებს, ბოსტნეულს ვაგროვებდი. ამით გავიტანეთ თავი. მთელ კვირას... მერე თავს ვაიძულე და ჩვენი ოჯახის დიდი ხნის მეგობართან წავედი. სიხარულით ჩამიკრა გულში. მახსოვს, ვიხვეწებოდი, არ მომეკარო, ბინძური ვარმეთქი... ტკივილით, მაგრამ სიამაყით მახსენდება ჩემს დანახვაზე მისი მწუხარებით არეული  სახე. ჯერ ფული მომცა, მერე ჭერი, როგორც გონზე მოვედით ჩვენი მეგობარი მე და თენგოს სამსახურის მოძებნაშიც მოგვეხმარა. ჩვენი მშრომელი ოჯახი მალე დადგა ფეხზე, ბავშვებმა განათლება მიიღეს, დაოჯახდნენ.

 აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტი

აქ მუშაობა ჩემთვის ოცნებასავით იყო რადგან შემეძლო ის საქმე მეკეთებია რაც ჩემი ვალია. აფხაზეთისა და სამაჩბლოს გმირი მებრძოლების სიების დაზუსტება, მათი შთმომავლობისათვის შენახვა, გმირების დედებთნ შეხვედრა , ამ ისტორიების ჩვენი ჯარისკაცების გაცნობა გაზიარება წიგნიც გამოვეცი ჩვენი გმირების შესახებ. 

კვივირის პალიტრა 15-21 ოქტომბერი 2018 წელი თეა ცუცქირიძე

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.03.2021
ბოლო რედაქტირება 14.08.2023
სულ რედაქტირებულია 7

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 21.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0