ფონდი მოლოდინი 1990-იანი წლებიდან, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიება
კობა თაყნიაშვილი დაიბადა 12 თებერვალი 1969 წელი ბოლნისი შინმოუსვლელი 26.09.1993 სოხუმი
1992-1993 თეთრი არწივის საარტილერიო დივიზიონი წიგნი http://mematiane.ge/product-details.php?id=6165
გზაში საკმაოდ ცუდი ინფორმაცია მივიღეთ ჩვენს ბოლნისელებზე.
სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე მძიმედ
დაიჭრა ლევან ამირიანი. მისი
ევაკუაცია და თბილისში ჩამოყვანა მოხერხდა, მაგრამ
ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა და, სამწუხაროდ, იგი
ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
ასევე გვაცნობეს, რომ
ჩვენი არტილერიის ერთლევან ამირიანი
- 255 -
ერთი პირველი წევრი გია (ერმინე)
ჭითანავა ჟიული შარტავას გვერდით სოხუმის დასაცავად დარჩა.
ბოლო მონაცემებით, მის გვერით
იყვნენ დივიზიონის ბოლნისელი
წარმომადგენლებიც: კობა
თაყნიაშვილი, მერაბ ლომთაძე და
ტრისტან მოდებაძეც. (ამ ბიჭებთან
ერთად სხვა ბოლნისელებიც
იყვნენ, მაგრამ მე მხოლოდ თეთრ არწივში მებრძოლთა
სახელები ვიცი. )
სამწუხაროდ, ამ ვაჟკაცების ბედი 1993 წლის 27 სექტემბრიდან უცნობია. ისინი დღესაც უგზო-უკვლოდ დაკარგულებად
ითვლებიან.
ძმა მალხაზ თაყნიაშვილი სერგოს ძე დაბადებულია ბოლნისი 1966 წელი 16. მაისი, ვეტერანი (ავღანელი)
გია (ერმინე) ჭითანავა
კობა თაყნიაშვილი მერაბ ლომთაძე
- 256 -
ერთი შეხედვით წყნარი და
თავმდაბალი ბოლნისელი ბიჭები
ფრონტზე მსუბუქი არტილერიის
დანადგარით „ა გე ეს“-ით
იბრძოდნენ. მათ მთელი ომი
პრაქტიკულად წინა ხაზზე გაატარეს. ჩვენი დივიზიონის მთავარ
ბაზას მოწყვეტილნი წვიმაში,
თოვლში, ტალახში და მრავალი
დღე ხანდახან მშიერნიც ქართულ
პოზიციებს იცავდნენ. გადაიტანეს
უდიდესი გაჭირვება, რამდენჯერმე აფეთქდნენ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე, გამოაკლდათ თანამებძოლი, ჰყავდათ
კონტუზირებული და მძიმედ დაჭრილი ხალხიც, მაგრამ მათი
საბრძოლო სული ვერ გატეხა ომმა, პირიქით, დღითი დღე უფრო
ძლიერდებოდა. ამის ნათელი მაგალითია ისიც, რომ ბოლნისელებმა ბოლომდე იბრძოლეს, არ მიატოვეს და კბილებით
დაიცვეს სოხუმი.
ბედნიერია საქართველო!
ბედნიერია ჩვენი ბედკრული საქართველო, რადგან ჰყავს
ოჯახები, სადაც ისეთი ვაჟკაცები იზრდებიან, როგორიც
ბოლნისელები იყვნენ.
14 დაკარგული ბოლნისელი მებრძოლის სია 1992-93 წლების აფხაზეთის ომში
ინფორმაცია მოგვაწოდა თამარ რეხვიაშვილმა დაბ. 1983წ. სოფ. რაჭისუბანი ბოლნისი
წიგნი "გელოდებიი" ავტორი ეთერ ჩუმაშვილი
გამოყენებულია მასალა "ერთიანი საქართველოსთვის" ავტორი დავით მჭედლიძე
მადლობა არჩილ თაყნიაშვილი, ოჯახთან ერთად, მეუღლე მერი ფეიქრიშვილი, შვილები: გურამი, ზაქარია და ლუკა თაყნიაშვილები. 2012 წლის ფოტო.