სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ვალერი სადილიანი 1957-1993წწ. გარდ. სოფ. კინდღი ოჩამჩირე დაბ. სოფ. კინდღი ოჩამჩირე, აფხაზეთი. ვალერი სადილიანი 1957-1993წწ. გარდ. სოფ. კინდღი ოჩამჩირე დაბ. სოფ. კინდღი ოჩამჩირე, აფხაზეთი.

1957-1993 წწ. გარდ. 36 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი სადილიანი სია

ოჩამჩირე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

287       ბეჭდვა

ვალერი სადილიანი 1957-1993წწ. გარდ. სოფ. კინდღი ოჩამჩირე დაბ. სოფ. კინდღი ოჩამჩირე, აფხაზეთი.

მე-2 საარმიო კორპუსი 24-ე ბრიგადა 240-ე ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"



ვალერი  ჭიჭიკოს  ძე   სადილიანი  დაიბადა  1957  წლის  27  მაისს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ახალ   კინდღში.


  აფხაზეთის  საომარი  მოქმედებების  დაწყებისთანავე, 1992  წლის  სექტემბრიდან  ვალერი  სადილიანი  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის   ეროვნული  გვარდიის  მე-3   ბრიგადის  მე-4  ბატალიონში, რომელიც  შემდგომ  გადაკეთდა   საქართველოს   რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  240-ე  ბატალიონად.  ის  იყო  ტანკსაწინააღმდეგო  ოცეულის  ოპერატორი.  ვალერი  სადილიანი  იყო  საზრიანი  და  დისციპლინირებული  მეომარი.  მონაწილეობდა  არაერთ  რთულ  და   სახიფათო  ოპერაციაში. პროფესიონალურად  ფლობდა   ჯავშანტექნიკას , თანამებრძოლებს  შორის  დამსახურებული  ავტორიტეტით  სარგებლობდა. აქედან  გამომდინარე, ვალერი  სადილიანი  ტანკსაწინააღმდეგო  ოცეულის  მეთაურის  მოადგილედ  დაინიშნა. იყო  ეკიპაჟ  „მეხის“   მეთაური. მონაწილეობდა  ყველა  იმ  საბრძოლო   ოპერაციაში,რომელიც   უწარმოებია  ტანკსაწინააღმდეგო  ოცეულს. მამაცი, უშიშარი  მებრძოლი  პირნათლად  ასრულებდა  საბრძოლო  დავალებებს. იყო  საუკეთესო  ტანკისტი.


  1993  წლის  15  სექტემბერს  ვალერი  სადილიანმა  ისარგებლა „სამშვიდობო  ხელშეკრულებით“  და  მოკლევადიანი  შვებულება  აიღო.  16  სექტემბერს  მოწინააღმდეგემ   ზავი  დაარღვია. ვალერი, თავის  ოცეულს  მოწყვეტილი, ჩარჩა  სოფელ  კინდღში. ადგილობრივი  ბატალიონის  მებრძოლებთან  ერთად,  ვალერი  მომხდურების  წინააღმდეგ  ბრძოლას  განაგრძობდა.

    ვალერი  სადილიანი  დაიღუპა  1993  წლის  20  სექტემბერს, მტერთან  უშაღავათო  ბრძოლისა.

ვალერი  სადილიანს  დარჩა  მეუღლე  და  ორი  შვილი.

   საქართველოს  პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი გმირობის,  ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისთვის  ვალერი  სადილიანი,სიკვდილის  შემდეგ ,  დაჯილდოვდა  მედლით  „მხედრული  მამაცობისთვის“.


ავტორი ნუგზარ ქებურია 

ხუტა (არველოდ)  კვარაცხელია

  დილის შვიდი საათი იქნებოდა, როცა სამხედრო სან-ინსტრუქტორი, ხუტა (არველოდ)  კვარაცხელია, აფეთქების ხმამ გამოაღვიძა... კინდღი იმ დღეებში ყოველი მხრიდან ჩაკეტილი იყო... სანაპიროდან მოშორებით  რუსეთის სადესანტო გემი იდგა და სოფ. კინდღის ტერიტორიებს დროგამოშვებით ბომბავდა. 
       არველოდ კვარაცხელიას სახლთან ახლოს სარკინიგზო გზა გადიოდა,  სადაც იყვნენ გამაგრებული კინდღელი მებრძოლიები, მთელ სანაპირო ზოლზე.  ჯონი ახვლედიანის თქმით, ზუსტად იქიდან მოისმოდა ძლიერი აფეთქების ხმა და სამხედრო სან-ინსტრუქტორი  არველოდ კვარაცხელიაც, თავისი პატარა სამედიცინო ჩანთით და ავტომატით იქითკენ გაიქცა, სადაც კინდღელი მეომარი ბიჭები ეგულებოდა...                                                     
      სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდენარეობდა სოფ. კინდღის მთელ სანაპირო ზოლზე. რუს მედესანტეთა კბილებამდე შეიარაღებული მკვლელები ველური ყვირილით წინ მოიწევდნენ... მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ადგილების ხელში ჩაგდება, მაგრამ კინდღელები არ თმობდნენ პოზიციებს...                                                                                               
       ჭურვის ნამსხვრევებისგან დაცხრილული ბიჭები  ძლიერ მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, როდესაც არველოდი მივიდა... გამოცდილი სან-ინსტრუქტორი  ხოხვით გავარდა წინ, რადგან აფხაზური მხარის დაქირავებული მკვლელები გააფთრებით უტევდნენ ყოველი მხრიდან და თავის წამოწევის წამიერ საშუალებასაც არ იძლეოდნენ... იგი არაფრით ჩამოუვარდებოდა კინდღელ მებრძოლებს, პატარა სამედიცინო ჩანთა მხარიღლივ ჰქონდა გადაკიდებული და ავტომატით ხელში დარბოდა წინ და უკან მთელ სანაპირო ზოლზე. ზოგს ელვისებურად აღმოუჩენდა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, ზოგს კი ავტომატის ცეცხლით გადაეფარებოდა...                                                                                       
          ერთი კინდღელი მებრძოლი, ავთო ვაწაძე მალევე გარდაიცვალა... კიდევ ცოტა ხანში მეორეც  გარდაიცვალა, ვალერი სადილიანი... დანარჩენები ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ, ამოტომ სამხედრო არველოდმა გადაწყვიტა სასწრაფოდ მოეხდინა ამ ბიჭების გულრიფშის ცენტრალურ საავადმყოფიში გადაყვანა, მაგრამ გზები ჩაკეტილი  ჰქონდადათ რუსეთის საოკუპაციო ჯარის ნაწილებს და აფხაზური მხარის დაქირავებულ ბოევიკებს, ამიტომ არველოდმა  გადაწყვიტა ეს დაჭრილი ბიჭები ზღვით, პატარა ნავით გადაეყვანა... საუბედუროდ ზღვაც საშინლად ღელავდა და თან რუსების გემიც სანაპიროდან არც თუ ისე შორს იდგა, მაგრამ სხვა რა გზა იყო?...                                                  
       ჯონის თქმით, არველოდ კვარაცხელიამ და კედევ ერთმა კინდღელმა ბიჭმა, (სამწუხაროდ ჯონის მისი სახელი არ ახსოვს.) ეს დაჭრილ-დაფლეთილი მეომრები ნავში ჩააწვინეს და გულრიშის საავადმყოფოს მიმართულებით გაცურეს...                                                                                                      
       ზღვა ისე ღელავდა რომ შხეფებს ნავში ასხამდა,  თან მოსალოდნელი იყო რუსეთის სადესანტო გემს ნავი ჩაეძირა...                                                                                  
        სან-ინსტრუქტორი კვარაცხელია მთელი გზა შეუჩერებლივ ლოცულობდა, მუხლებზე ჩაკეცილი ღმერთს ევედრებოდა გადაერჩინა სასიკვდილოდ დაჭრილი ქართველი მეომრები... მამაცმა ექიმმა ღვთის წყალობითა და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაჭრილი ბიჭები მაინც გადაიყვანა გულრიფშის ცენტრალურ საავადმყოფოში და ყველა გადაარჩინა... ( ერთი მებრძოლი, გივი ჭედია რამდენიმე დღის შემდეგ გულრიფშის საავადმყოფოში გარდაიცვალა)...
         სამხედრო-სანიტარი, მამაცი მებრძოლი და უნიჭიერესი მხატვარი ხუტა-არვე კვარაცხელია ამჟამად ცხოვრობს ფოთში თავის ოჯახთან ერთად.
                                   კომენტარები:
                         Badri Charuxchovi
ნათელი აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს. თქვენ კი ღვთის მადლითა და წყალობით იხარეთ და იდღეგრძელეთ, გფარავდეთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი.
                    Akhvlediani Joni
უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო არველოდ კვარაცხელიას, რომელმაც მართლაც დიდი რისკის ქვეშ ნავით გადაგვიყვანა დაჭრილები... ჯანმრთელობას და დიდი ხნის სიცოცლეს ვუსურვებ მას და მის ოჯახს.
                            Xuta-arve Kvaracxelia
ბატონო ნუგზარ დიდი მადლობა Ჩემი პატარა ეპიზოდის გახსენებისთვის. Ჩემთან რომ Შეგეთანხმებინა უფრო მეტს გაიგებდით. მე ვიყავი მე-5 ბატალიონის სან -  ინქსტრუქტორი, რუსის ჯარში Მივიღე განათლება. ისე ვფიქრობდი Რაში გამომადგება-თქო, მაგრამ გამომადგა... მე პროფესიონალი მხატვარი ვარ, ᲨერვაᲨიᲫის პრემიის ლაურეატი, Საქართველოს Მხატვართა წევრი. რა თქმა უნდა Აფხაზეთში Ჩვენ Შევხდებით და ბევრ საინტერესო ამბებს მოგიყვები.. მადლობა.
                                       Rusudan Arabidze
უღრმესი მადლობა ბ-ნო ნუგზარ საინტერესო ისტორიის გადმოცემისთვის! დიდება და არდავიწყება გმირ ბიჭებს! ამ დიდებულ პიროვნებას მართლაც გმირს ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს! დაგელოცოთ მარჯვენა, დაგელოცოთ მუზა! რაც სურათზე ჩანს. საოცარი ნამუშევარია! გილოცავთ!

ხუტა (არველოდ)  კვარაცხელია

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 14.06.2021
ბოლო რედაქტირება 10.07.2023
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 21.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0