მე-2 საარმიო კორპუსი 24-ე ბრიგადა 243-ე ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"
გივი არქიფოს ძე მანაგაძე დაიბადა 1938 წლის 30 იანვარს.დაამთავრა სოფელ არადუს საშუალო სკოლა. მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. მუშაობდა ქალაქ ოჩამჩირეში,ბენზინგასამართი სადგურის მძღოლად.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს,1992 წლის 11 დეკემბრიდან 1993 წლის 29 სექტემბრამდე,გივი მანაგაძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბილიკის მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 243-ე ბატალიონის რიგებში. მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში,რომელსაც აწარმოებდა 243-ე ბატალიონი მერკულა-მოქვის მიმართულებით.
გივი მანაგაძე დაიღუპა 1993 წლის 29 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუში, ერთ-ერთი შეტაკების დროს.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევით გივი მანაგაძის ნეშტი, 26 წლის შემდეგ, 2019 წლის 16 მარტს არადუს სამარხიდან გადმოასვენეს და ხობის რაიონის სოფელ ხეთის სასაფლაოზე დაკრძალეს.