დაიბადა 1969 წლის 07 ივნისს ქ, ქუთაისში
საქართველოს A კატეგორის მწვრთნელი ჭადრაკში,IM საერთაშორისო ოსტატი, 17 წელი მოღვაწეობდა საბერძნეთში და გაზრდილი ჰყავს სხვადასხვა ასაკში საბერძნეთის ჩემპიონები.
6 წლიდან დავიწყე სიარული ჭადრაკზე ბალახვანში, სადაც ჩემი პირველი მასწავლებელი იყო საქართველოს დამსახურებული მწვრთვნელი გიორგი ქანთარია. ვიყავი საქართველოს ჩემპიონი და პრიზიორი სხვადასხვა ასაკებში 1979 წლიდან 1986 წლის ჩათვლით. 1985 წელს საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 3 ადგილი საქართველოს ნაკრებთან ერთად. 1986 წელს 2 ადგილი საქართველოს ნაკრებთან ერთად საბჭოთა კავშირის სასკოლო სპარტაკიადზე. საბჭოთა კავშირის სპორტსაზოგადოება დინამოს ჩემპიონი გუნდურში. 1998 წელს გავემგზავრე საბერძნეთში და იქ დავიწყე ტურნირებში მონაწილეობის მიღება. მაქვს მოგებული და ვიყავი პრიზიორი საბერძნეთში ჩატარებულ სხვადასხვა ოპენ ტურნირებში. 1999 წელს გავხდი საერთაშორისო ოსტატი.
2002 წლიდან დავიწყე ბავშვების მომზადება საბერძნეთის სხვადასხვა ასაკობრივ ჩემპიონატებისთვის. მყავს გაზრდილი საბერძნეთის ჩემპიონები და პრიზიორები დაწყებული 10 წლიდან 18 წლის ჩათვლით სხვადასხვა წლებში.
2014 წელს დავბრუნდი საქართველოში. 2015 წლიდან დავიწყე სამწვრთვნელო მუშაობა საქართველოში. ამ 5 წლის განმავლობაში მყავს გაზრდილი მრავალი საქართველოს ჩემპიონი და პრიზიორი სხვადასხვა ასაკში. ანასტასია კირთაძემ გაიყო 1-2 ადგილი 2019 წელს მსოფლიო სასკოლო პირველობაზე 10 წლამდე გოგონებში, ამავე ასაკში დავით ნემსაძე გავიდე 3 ადგილზე. 2019 წლის ევროპის პირველობაზე 10 წლამდე გოგონებში ანასტასია კირთაძე გავიდა 3 ადგილზე. 2019 წელს გავხდი საქართველოს ჩემპიონი სენიორებს შორის.
2015 წლიდან ვარ ქ. ქუთაისის მაია ჩიბურდანიძს სახელობის საჭადრაკო სკოლის დირექტორი.