სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
მალხაზ მანაგაძე 1969-92წწ. გარდ. 23 წლის, სოფ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ქ. ქუთაისი იმერეთი  112 მალხაზ მანაგაძე 1969-92წწ. გარდ. 23 წლის, სოფ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ქ. ქუთაისი იმერეთი  112 მალხაზ მანაგაძე 1969-92წწ. გარდ. 23 წლის, სოფ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ქ. ქუთაისი იმერეთი  112

1969-1992 წწ. გარდ. 23 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი მანაგაძე სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

38       ბეჭდვა

მალხაზ მანაგაძე 1969-92წწ. გარდ. 23 წლის, სოფ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ქ. ქუთაისი იმერეთი 112

მალხაზ მანაგაძე 1969 წლის 7 მაისს დაიბადა.

ვარდობის თვეში მოევლინა ქვეყანას. მას სწავლა ქუთაისის მე-18 საშუალო სკოლაში დაუწყია, მე-8 კლასიდან მე-19 საშუალო სკოლაში გადასულა. ველოსპორტში გამოიჩინა ყმაწვილმა თავი, თბილისიდან ჩამოსულმა მწვრთნელებმა ძლიერ მოიწონეს და დედაქალაქში გადასვლა შესთავაზეს: არც დააყოვნეს, მალხაზი თბილისის 112-ე საშუალო სკოლაში განაგრძობს სწავლას, არც თავისი საყვარელი საქმე მიუტოვებია, წარმატება წარმატებას მისდევდა, იზრდებოდა მისი სპორტული ასპარეზი, ბევრჯერ დაჯილდოვდა საპატიო სიგელებით. ნორჩი ველოსიპედისტები ქობულეთში დაჰყავდათ საწვრთნელად. აქაც ბედმა უმტყუნა, ფეხის ტრავმა მიიღო და სამუდამოდ ჩამოსცილდა საყვარელ საქმეს.

საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე წამოვიდა თბილისიდან და ქუთაისის საკონსტრუქტორო ბიუროში დაიწყო მუშაობა ხარატის მოწაფედ, შემდეგ ““ ხარატად.


1986 წელს სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, კუიბიშევში, თანამებრძოლებისა და უფროსების დიდი ნდობა და სიყვარული დაიმსახურა. ყველას უყვარდა „ბასკვინჩია“. მოულოდნელად მწვავე აპენდიციტის ოპერაცია დასჭირდა. ფეხზე დადგა დიდი და პატარა, ბეწვზე ეკიდა მისი სიცოცხლე. გადაარჩინეს, მშობლებიც ჩამოიყვანეს. როგორ გაიხარეს ჟორჟიკამ და მარგარიტამ, როცა თავიანთი ვაჟი საღსალამათი იხილეს და მისი პირადი უფროსებისგან ბევრი სამადლობელი სიტყვაც მოისმინეს. მეტი რაღა უნდოდათ, მშობლის ბედნიერება ხომ კარგი შვილის ქებაა.

1988 წელს დაუბრუნდა მალხა% მანაგაძე მშობლიურ ქალაქს. ქუთაისში, ისე როგორც მთელ საქართველოში, ფართო ეროვნული მოძრაობა იყო გაშლილი.იგი ქუთაისში მ. კოსტავას საზოგადოების წევრი, შემდეგ კი ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახდა.

მალხაზი 1988 წლიდან ვაჟა ადამიასთან ერთად იმყოფებოდა ოსეთში. ინიციატივა გამოიჩინა ბოგდანოვკაში ქართველების ჩასახლების დროს. მუშაობდამშენებლობაზე რაჭაში, მიწისძვრებით დაზარალებულთა დასახმარებლად, აფხაზეთში, ქართველთა და აფხაზთა შორის მომხდარი ინციდენტის დროსაც, 1989 წლის 16 ივნისს, სოხუმს მიაშურა მოძმეთა დასახმარებლად.

1989 წლიდან მალხა% მანაგაძე საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ოფიცერია, მუშაობდა თბილისის სპეცდაზვერვის სამმართველოში სიკვდილის დღემდე.

მალხაზმა სამეგრელოს ლამაზი ასული ლელა წოწორია შეირთო. რა ბედნიერნი იყვნენ, როგორ შეხაროდნენ ერთმანეთს, პატარა გიორგიც მოევლინა ქვეყანას. „ბასკვინჩიას“ სიხარული ცას სწვდებოდა. მალხაზს მამამ უთხრა, ბიჭს ჩვენ გაგიზრდითო, უზომოდ გაიხარა, ვინ იცის რატომ, ნუთუ გრძნობდა სიცოცხლის ნაადრევ დასასრულს.

გოჩა მარუაშვილი 1964-93წწ. გარდ. სამაჩაბლო დაბ. ქუთაისი იმერეთი


უიღბლო გამოდგა მალხაზისთვის 1992 წლის 16 აგვისტო. იმ დღეს ხომ მისი მეგობარი გოჩა მარუაშვილი მიაბარეს ქუთაისის მიწას. გასვენებაში ჩამოვიდა,მეგობრები ინახულა, მათ სოხუმში წაყჟოლა შესთავაზეს. სურსათ-სანოვაგე გადაჰქონდათ მებრძოლთათვის. უყოყმანოდ გაჰყვა კოლონას დაცვაში, უნდოდა თავისი თავი კვლავ გამოეცადა, რათა რისხვად დასცემოდა მტერს, საუბედუროდ, აღარ დასცალდა, 17 აგვისტო საბედისწერო გამოდგა მისთვის. ხმა გავრცელებულა, „დიდი ბასკვინჩია“ მოაცილებსო კოლონას, თურმე მისი სახელის ხსენებაც შიშის ზარს მტერს. ალბათ, ესეც იყო მიზეზი, ტამიშთან რომ დაესხნენ თავს. მტერი უამრავი იყო, მაგრამ ზურგი არ აჩვენეს. „თავი არ შევირცხვინოთო!“ – გააფთრებით გაჰყვიროდა თურმე მალხაზი. უთანასწორო ბრძოლაში ვერაფერს გახდა, სასიკვდილოდ დაჭრეს. შემდეგ ხელთ ჩაიგდეს და არაადამიანურად აწამეს.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.07.2021
ბოლო რედაქტირება 26.06.2022
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 21.09.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0