ბადრი ალავიძე დაიბადა 1971 წლის 7 აპრილს ქ. თბილისში.
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მ. ჯავახიშვილის სახელობის იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო. იყო საოცრად კეთილი და უშუალო ბედნიერი, გალაღებული ბავშვობა და სტუდენტობა ჰქონდა. მან მხოლოდ ორი კურსის დამთავრება მოასწრო და წავიდა იქ, სადაც მის თანამემამულეთ ყველაზე მეტად უჭირდა, სამშობლოს სჭირდებოდა. ისე წავიდა, სახლში არ გააგებინა.
1993 წლის 3 ინვრიდან “შავნაბადას“ ბატალიონში ჩაირიცხა და მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის რეგიონში.
თავდაუზოგავად ებრძოდა მტერს, იბრძოდა მამულის ერთიანობისათვის, იბრძოდა საქართველოსათვის,
იბრძოდა ჭაბუკური სიკასკასით და ენერგიით.
1993 წლის 23 სექტემბერს საბრძოლო ოპერაციის შესრულებისას ბადრი ალავიძე უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
ჩემი, პატიოსანი ვაჟკაცი მყავდა, თვალცრემლიანი გვესაუბრება ქ-ნი ლეილა, ბადრის დედა, მის დაოჯახებაზე ვვოცნებობდი, ატყდა აფხაზეთის ომი და ჩემმა შვილმა უმალვე იარაღით ხელში უყოყმანოდ მიაშურა ფრონტის ხაზს. “მხოლოდ იმისთვის ვცხოვრობ ამ ქვეყანაზე, რომ ჩემი შვილის სახელი დავიწყებას არ მიეცეს!“
დიახ, მძიმეა უსაფლაოდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანთა ოჯახის წევრების ცრემლი და ტკივილი.
ფონდი მოლოდინი 1990-იანი წლებიდან, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიება
მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი