სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ვასიკო ჭიჭიაშვილი 1972-93 წწ დაკარგ. ბაბუშერა აფხაზეთი ვასიკო ჭიჭიაშვილი 1972-93 წწ დაკარგ. ბაბუშერა აფხაზეთი

1972-1993 წწ. გარდ. 21 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ჭიჭიაშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

311       ბეჭდვა

ვასიკო ჭიჭიაშვილი 1972-93 წწ დაკარგ. ბაბუშერა აფხაზეთი

ფონდი მოლოდინი 1990-იანი წლებიდან, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიება

ვასიკო ჭიჭიაშვილი გარდაიცვალა 1972- 22 სექტემბერი 1993 წელს ბაბუშერას აეროპორტზე



მოკელდ, იმას გეუბნებოდით, თუ რატომ ვერ მოვხვდი განახლებულ ომში... უარის მიუხედავად, ბიჭებს ვუთხარი, აფხაზეთში მაინც ჩამოვალ-მეთქი და წასვლას ვცდილობდი. ზურგჩანთა გავამზადე და ხელსაყრელ მომენტს ველოდებოდი. გავიგე, რომ 22 სექტემბერს ვასიკო ჭიჭიაშვილი მიდიოდა. დავუკავშირდი, დავთქვით დრო, როდის უნდა შევხვედროდით, მაგრამ მაშინ მობილური ტელეფონები არ იყო და ერთმანეთთან დაკავშირება ვეღარ შევძელით. ვასიკო, თურმე, გაფრენილა და  იმ თვითმფრინავში ჩაიწვა, ბაბუშერას აეროპორტში რომ ააფეთქეს . ზაირა მიქატაძე 



ვასიკო ჭიჭიაშვილი 1993 წლის მარტში გავიცანი, ბაბუშერაში, როდესაც "თეთრი არწივის" სადესანტო-მოიერიშე ბატალიონში მოვხვდი. ისე, როგორც სხვა ბიჭებს, მასაც მალევე დავუმეგობრდი. მერე ერთად ვიყოფდით ჭირს და მეომრების სიკვდილის უმძიმეს ტკივილს. ერთად დავდიოდით დაკრძალვებზე. ეს ფოტო აფხაზეთში გადავუღე ბიჭებს. მარჯვნიდან პირველი რომ ზის, ის ნუგზარ გვრიტიშვილია ("მალიშა"), უხაროდა გაზეთში საკუთარი თავი, მთელ ფასანაურს ვანახებო. მარცხნიდან მეორე რომ დგას, ის კი ვასიკო ჭიჭიაშვილია. ჯერ "მალიშა" დაიღუპა აფხაზეთში. ისიც ერთად დავიტირეთ მე და ვასიკომ სხვა ბიჭებთან ერთად. გულდამდუღრებული დავბრუნდით ფასანაურიდან...

"ჩვენი დაა", - ასე აცნობდა ჩემს თავს სხვა ბატალიონის მებრძოლებს. ერთ დღესაც რამდენიმე მეომრის დაღუპვის ამბავი გავიგე. ერთ-ერთი  ვასიკოაო, მითხრეს. გვარი არ უთქვამთ.  გამოვიტირე, რამდენიმე დღეში კი ვხედავ, აგერ მოდის ვასიკო. ბიჭო, ცოცხალი ხარ-მეთქი? - დავუძახე შორიდან მომავალს. მე კი ვარ ცოცხალი, მაგრამ ვასიკო ამირიძე დაიღუპაო. მისი სიკვდილიც ძალიან მეტკინა, რა თქმა უნდა.

მერე იყო ის საზარელი 22 სექტემბერი. ბიჭები სასოწარკვეთილები იყვნენ, ვასიკო ჭიჭიაშვილი იჯდაო იმ აფეთქებულ თვითმფრინავში. 23 წლიწადი ველოდით მის გადმოსვენებას. და, აი, 9 აპრილს დანარჩენ 11 მეომართან ერთად მიებარა ენგურსგამოღმა საქართველოს მიწას... 

დიდება და უკვდავება ვასიკო ჭიჭიაშვილს. ჩვენ კი ღირსეულად გვეტარებინოს გმირი მეომრის სახელი!!!


ვასიკო ჭიჭიაშვილი სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

დაიბადა 1972 წლის 20 აპრილს, თბილისში. 1992ლის 26 ნოემბრიდან 1993 წლის 23 სექტემბრამდე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პირველი მობილური ძალების _სადესანტო-მოიერიშე ბატალიონის შემადგენლობაში; რიგითი ვასიკო ჭიჭიაშვილი  მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში, აფხაზეთში, კერძოდ: ტამიშში, ლაბრაში, სომხურ ათარაში, კინდღსა და შრომაში;

ვასიკო ჭიჭიაშვილი დაიღუპა 1993 წლის 22 სექტემბერს. იგი იმ თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა, რომელიც სოხუმის ბაბუშერას აეროპორტში ჩამოვარდა და აფეთქდა მოწინააღმდეგე მხარის მიერ ნასროლი ჭურვის შედეგად... დაკრძალული იყო ბაბუშერას ტრაგედიის მსხვერპლთა საძმო სამარხში, ბაბუშერაში; 2010 წელს, წითელი ჯვრის ეგიდით შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც 1992-1993 წლებში, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს შეისწავლის. მოლაპარაკების შედეგად, გადაწყდა, ბაბუშერას ძმათა სასაფლაოს გახსნა და ცხედრების ექსჰუმაცია. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და საქართველოს ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, 2016 წელს, მოხერხდა ვასიკო ჭიჭიაშვილის ნეშტის იდენტიფიცირება და გადმოსვენება. იგი დაკრძალულია დიღმის ძმათა სასაფლაოზე.  

ზაირა მიქატაძე სამხედრო ჟურნალისტი

ზაირა მიქატაძე, აფხაზეთის ომის ვეტერანი,ვასიკო ჭიჭიაშვილის მეგობარი_ ‘’ვასიკო გავიცანი 1993 წლის მარტის ბოლოს, ბაბუშერაში, როცა პირველად ჩავედი აფხაზეთის ომში. გია ქარუმიძის ასეულში იყო; აფხაზეთში გიას გავყევი. მისი ასეული ცალკე იდგა, ასე რომ, ვასიკო ჩასვლისთანავე გავიცანი.  ფოტო გადავუღე ბიჭებს, თუმცა, როცა ფოტოს ვიღებდი, მიუხედავად იმისა, რომ ომი იყო, მაინც ვერ ვიფიქრებდი, მათ თუ რამე დაემართებოდათ. სამწუხაროდ, მათგან ექვსი ცოცხალი აღარ არის, მათ შორის, ვასიკოც.

მახსოვს, ერთ-ერთი მეომარი სიას ადგენდა_ ვის რა ტიპის იარაღი ჰქონდა. მერე, ეს სია გადაათეთრა და შავი ფურცელი გადააგდო. მე ავიღე ეს ფურცელი და სამახსოვროდ წამოვიღე. ახლაც კი შენახული მაქვს ვასიკოს ავტომატის ნომერი. ვასიკო საოცარი ადამიანი იყო, ერთგული,საიმედო მეგობარი, გამორჩეულად თბილი და უაღრესად წესიერი ბიჭი. როგორც მეომარი კი_ გაბედული, უშიშარი! ბრძოლის ველზე, პირველად, ტამიშში ვნახე. ჩვენმა ქვედანაყოფმა მოსახლეობა გამოიყვანა ცეცხლმოკიდებული ტამიშიდან. ჩვენს მეომრებს ხელში ეჭირათ ფეხშიშველი პატარები, თან, უკან ადევნებულ მტერს იგერიებდნენ. მათ შორის იყო ვასიკოც. სოფელში ომს გადარჩენილი ბავშვი, შვიდი კილომეტრი, ხელში აყვანილი ატარა და სამშვიდობოს გამოიყვანა.

... ჩემი წამოსვლიდან ძალიან მალე დაიღუპა ჩვენი ქვედანაყოფის რამდენიმე მეომარი. ერთ-ერთი ვასიკოაო_თანამებრძოლებმა მითხრეს. გული გამებზარა, ცხარე ცრემლით გამოვიტირე ბრძოლის ველზე გმირულად დაცემული ჩემი მეგობრები... შემდეგ, ამ ამბიდან რამდენიმე დღეში, გაზეთისთვის ფოტო დამჭირდა და სამხედრო ნაწილში ავედი. მაშინ სადესანტო-მოიერიშე ბატალიონი თბილისის ზღვაზე იყო დაბანაკებული. ვხედავ, აგერ არ მოდის ვასიკო?! ‘’ბიჭო, შენ ცოცხალი ხარ-მეთქი?!’’- სიხარულით შევძახე. მე კი არა, ვასიკო ამირიძე დაიღუპაო, დარცხვენილმა მიპასუხა. ახლაც თვალწინ მიდგას, როგორი თავჩაქინდრული იდგა ჩემს წინ.

... დილით, ტელევიზიით რომ გადმოსცეს, აფხაზეთში ომი განახლდაო, ჩვენი თანამებრძოლის, ნიკუშა თურმანაულის დაკრძალვაზე მივდიოდით. უკან მობრუნებულებმა, გზად, ანანურის ციხე დავინახეთ და გადავწყვიტეთ, მოსალოცად, ეკლესიაში შევსულიყავით, მაგრამ გალავნის კარი დაკეტილი დაგვხვდა; წავიდა ვასიკო, მოძებნა ციხის დარაჯი და კარი გააღებინა_ ომში მივდივართ  და უნდა ვილოცოთო!..

... განახლებულ ომში, ბიჭებმა, აღარ წამიყვანეს; მოგეხსენებათ, რომ 27 ივლისის შეთანხმების საფუძველზე, აფხაზეთიდან, ქართულმა მხარემ, მძიმე ტექნიკა გამოიყვანა და ცხადი იყო, რომ ქართველი მეომრები უთანასწორო ბრძოლაში ჩასაბმელად მიდიოდნენ. ამიტომაც თქვეს ჩემს წაყვანაზე უარი. ყოველ დღე ვრეკავდი ნაწილის კომენდატურაში_ ომში, ვინმე, ხომ არ მიდის-მეთქი; ერთხელაც მიპასუხეს_ხვალ ვასიკო ჭიჭიაშვილი მიდისო. შევეხმიანე, დრო და ადგილი დავთქვით, მაგრამ ისე მოხდა, რომ ალბათ, დროში თუ ავცდით და ერთმანეთს ვეღარ შევხვდით. მეგონა, წასვლა გადადო-მეთქი და უკან დავბრუნდი, რომ ხელახლა შევხმიანებოდი. ის კი იმავე დღესვე გაფრენილა იმ საბედისწერო რეისით, რომელიც ენით აღუწერელი ტრაგედიით დასრულდა...

...ასე ჩაიფერფლა ჩვენი ღიმილის ბიჭის, ჩვენი ვასიკოს სიცოცხლე. რამდენიმე წლის წინ გადმოასვენეს. თითქოს, ცოცხალი დაბრუნდაო, ისეთი შეგრძნება მქონდა... 

იმ დღის შემდეგ, როცა დიღმის ძმათა სასაფლაოზე ავდივარ, პირველად მის საფლავს მივეახლები- ხოლმე და მოფერებით ხელს გადავუსვამ; ჩვენ კი ვბერდებით, მაგრამ ის ხომ იმ ასაკში დარჩა, როცა იბრძოდა...’’

ვასიკო ჭიჭიაშვილს,(სიკვდილის შემდეგ) მიენიჭა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი. 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 16.04.2022
ბოლო რედაქტირება 04.12.2023
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0