ალექსანდრე გალუაშვილი მიხეილის ძე დაიბადა 1967 წლის 10 იანვარს თბილისში.
საქართვრლოს შსს შინაგანი ჯარების სამხედერო ნაწილ 2054-ში ჩაირიცხა 1993 წლის 3 მარტს, ბრძანება N 21.
1993 წლის 2 ივნისს საქართელოს შსს შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს სარდლის ბრძანებისა და ს/ნ მეთაურის ბრძანების N 8-ს საფუძველზე იგი მივლინებულ იქნა აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.
1993 წლის 2 ივლისს ოჩამჩირის რაიონის სოფ. კინდღში მოწინააღმდეგემ ტექნიკისა და ცოცხალი ძალის წყალობით ალყაში მოაქცია სოფ. კინდღი. ალექსანდრე გალუაშვილი ვაჟკაცურად იგერიებდა მტრის შემოტევას ცხრა საათის განმავლობაში. მოწინაარმდეგის ბრძანებაზე, რომ დაეყარათ იარაღი, მან და მისმა ჯარისკაცებმა სროლით უპასუხეს. მან ტყვეობას ვაჟკაცური სიკვდილი ამჯობინა. ალყის გარღვევის დროს ალექსანდრე გალუაშვილი გმირულად დაიღუპა სოფ. კინდღში 2 ივლისს საქართელოს ერთიანობის შესანარჩუნებლად.
ალექსანდრე გალუაშვილი საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 22 დეკემბრის N 1657 განკარგულებით დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის 1 ხარისხის ორდენით.
მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი