სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გოგიტა კიკნაძე 1975-92წწ დაკარგ. გაგრა, აფხაზეთი დაბ. თბილისი წარმ. სოფ. დეისი, ხარაგაული გოგიტა კიკნაძე 1975-92წწ დაკარგ. გაგრა, აფხაზეთი დაბ. თბილისი წარმ. სოფ. დეისი, ხარაგაული გოგიტა კიკნაძე 1975-92წწ დაკარგ. გაგრა, აფხაზეთი დაბ. თბილისი წარმ. სოფ. დეისი, ხარაგაული გოგიტა კიკნაძე 1975-92წწ დაკარგ. გაგრა, აფხაზეთი დაბ. თბილისი წარმ. სოფ. დეისი, ხარაგაული

1975-1992 წწ. გარდ. 17 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი კიკნაძე სია

ხარაგაული გამოჩენილი ადამიანები სრული სია

712       ბეჭდვა

გოგიტა კიკნაძე 1975-92წწ დაკარგ. გაგრა, აფხაზეთი დაბ. თბილისი წარმ. სოფ. დეისი, ხარაგაული

გოგიტა კიკნაძე გიორგის ძე დაიბადა  8 აპრილი 1975 წელს თბილისში. წარმომავლობით სოფელი დეისი ხარაგაული. დედა ელენე კიკნაძე აფციაური


1992 წლის 2 ოქტომბერი ყველაზე ტრაგიკული დღე ჩემი ოჯახისთვის როდესაც დაეცა ქალაქი გაგრა და საბრძოლო მოქმედებების დროს ყველაზე დიდი მსხვერპლი და ტრაგედია დატრიალდა . სადაც საბრძოლო მოქმედებების დროს სხვა მებრძოლებთან ერთად უგზოუკლოდ დაიკარგა ჩემი ერთადერთი ძმა 17 წლის გოგიტა კიკნაძე  რომლის საფლავიც დღემდე უცნობია და დღემდე წითელი ჯვრის მიერ მიმდინარეობს მოძიების პროცესი.


აფხაზეთის ომმა უამრავი ლამაზი სიცოცხლე გაიყოლა თან და დაგვიტოვა ოჯახებს ღრმა მოუშუშებელი ტკივილები . რაც დრო გადის მით უფრო მძიმე და ტკივილიანი ხდება ჩვენი პირტიტველა ბიჭების  გმირული თავგანწირვა მათ ყველაზე ძვირფასი რამ სიცოცხლე ანაცვალებს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას. მინდა ყველა გმირი დედის წინაშე ქედი მოვიხარო რომლებმაც საქართველოს ნამდვილი ვაჟკაცები გაუზარდეს არცერთი გმირის საქართველოსთვის ზვარაკად შეწირული ბიჭების ისტორია დავიწყებას არ უნდა მიეცეს მათ შექმნეს საქართველოს ახალი ისტორია , სწორედ მათ გმირობის მაგალითზე უნდა გაიზარდოს ჩვენი მომავალი თაობები და მათ უნდა თავიდანვე იცოდნენ ქვეყნის სიყვარული რამხელას ნიშნავს. უნდა ისწავლონ ერთმანეთის პატივისცემა და გვერდით დგომა რაც სამწუხაროდ დღეს დეფიციტად ითვლება. არცერთი თანამდებობა სკამი არ ღირს იმაზე მეტი რასაც ქვეყნის საქართველოს სიყვარული ქვია. ჩვენი ვალია ღირსეულად ვატაროთ ჩვენი ღვთისგან ბოძებული ქართველობა ის ქართველობა სადაც მშვიდობა სიყვარული ერთმანეთის პატივისცემა და ღირსება იარსებებს.  . გოგიტა კიკნაძე


ცეცხლის ალში ჩაფერფლილი სიცოცხლე

ომი. სასტიკი და დაუნდობელი, ცრემლიანი, ტკივილიანი. შაოსანი დედები, დაობლებული შვილები, ცალუღელად დარჩენილი ცოლები. რამდენი პირტიტველა ბიჭი წაგვართვა აფხაზეთმა, რამდენი ოცნება დარჩა ხორცშეუსხმელი.


ნანატრად დაიბადა გოგიტა გიორგი კიკნაძის ოჯახში. ეამაყებოდა მამას, მშობლებს გვერდს რომ უმშვენებდა. იგი პატარაობიდანვე გამორჩეული, მიმზიდველი და განსაკუთრეკბული იყო. უცბად ჩაიარა ბავშვობის წლებმა, მერე იყო სკოლა, დავაჟკაცებისა და ჩამოყალიბების სასწაული წლები. ჯერ კიდევ IV კლასში ყოფილა გოგიტა, როცა თამამად განუცხადებია მშობლებისთვის, მე სამხედრო კაცი უნდა გამოვიდეო. სკოლა დაამთავრა და დიდხანს არ დასჭირვებია ფიქრი, საით უნდა წასულიყო. 1992 წელს პოლიციის უმაღლესი სკოლის პირველი კურსის კურსანტი გახდა.


პრინციპული, უშიშარი, სპეტაკი, თავის ქვეყანაზე უანგაროდ შეყვარებული, ასეთად გაიცნეს თანაკურსელებმა 17 წლის გოგიტა კიკნაძე. რწმენა, იმედები ახლდა მის პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებს. ლამაზად დაწყებული ცხოვრების ლამაზი დასასრული სწამდა ვაჟკაცს.


აფხაზეთი ომის ქარცეცხლში იყო გახვეული.  გულაღტყინებული ბიჭები ბროლის ველზე მიიწევდნენ.

1992 წლის 25 აგვისტო. შინ მოსულ გოგიტას დედა განსაკუთრებულად მოეფერა, მოესიყვარულა. ცოტათი სახე შეუწითლდა, ახლადაღერებულ ულვაშზე ხელი გადაისვა, შერცხვა, დედა პატარა ბავშვივით რომ მოესიყვარულა, მაგრამ ესიამოვნა და გაირინდა. მერე სთხოვა, სამხედრო ტანისამოსი გამიმზადე, დილით ადრე უნდა წავიდეო. აფუსფუსდა დედა. იმ ღამითაც გვინობამდე ეჯდა შვილს სასთუმალთან და ეფერებოდა მძინარეს. დილით ადრიანად წამოდგა ბიჭი, დაემშვიდობა მშობლებს, დებს და შინიდან გავიდა. არაფერს უგრძნობდა ცუდს დედას გული. 27 აგვისტოს პოლიციის უმაღლესი სკოლის კურსანტები, მათ შორის პირველკურსელები, გაგრაში ჩავიდნენ. ბრძოლის წინა ხაზზე მოხვდნენ პირტიტველა ბიჭები. ბევრს იარაღი პირველად ეპყრა ხელთ. სასწაულებს ახდენდნენ ბიჭები. თავგანწირვით, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავდნენ საქართველოს ძირძველ მიწაწყალს. მხოლოდ მესამე დღეს გაიგო დედამ შვილის ფრონტზე ყოფნის ამბავი. როცა სკოლაში მოიკითხა შვილი, მისი ხელით ნაწერი პატაკი უჩვენეს: „ვარ 20 წლის, კარგად ვფლობ იარაღს, გთხოვთ ჩამწეროთ აფხაზეთში წამსვლელთა სიაში“. თვალები აუწყლიანდა დედას. გულის-გულში კი სიამაყე იგრძნო. 17 წლის ვაჟკაცს, სამშობლოს სიყვარულმოწყურებულს, ტყუილიც დასჭირდა ბრძოლის ველზე წასასვლელად.

გაგრაში ყოველი დღე იძაბებოდა. გოგიტა არაერთხელ ესაუბრა მშობლებს ტელეფონით. ამაოდ სთხოვდა დედა, ჩამოდი, ძალიან მენატრებიო. დედი, ეგ ხომ ღალატის ტოლფასი იქნება. ვერც საქმეს მივატოვებ და მეგობრესაც ვერ შეველევიო. მერე შვილმონატრებული დედა საავადმყოფოში დადიოდა და შვილის დაჭრილ მეგობრებს უნაწილებდა დაგროვილ სითბოსა და სიყვარულს.

იმედიანად თენდებოთა ყოველი დილა. დედას თვალები გზისკენ გაურბოდა. საცაა, შვილი შემოაღებდა სახლის კარს და ნაომარი, გამარჯვებული გადმოაბიჯებდა ზღურბლს.

29 სექტემბერი. ბოლო ზარი გაგრიდან. ბოლო საუბარი, თუმცა მაშინ არც დედამ და არც შვილმა უწყოდა, ეს ბოლო რომ იყო. ამას მხოლოდ განგება და ბედისწერა სჯიდა. ცრემლი შეერია დედის ხმას. დამშვიდებას სთხოვდა ბიჭი, დედი, ჩემზე ნუ იჯავრებ, უკვე პოლიციის ლეიტენანტი გავხდიო. ტელეფონი დადუმდა და...

1992 წლის 2 ოქტომბერს გაგრაზე მასირებული შეტევა დაიწყო. გოგიტა კიკნაძე სხვა თანამებრძოლებთან ერთად საბრძოლო მანქანით წინ მიიწევდა, ქალაქისკენ. გაირეს ნახევარი ქალაქი, მერე ატყდა ინტენსიური სროლა და მოწინააღმდეგის საბრძოლო მანქანიდან გამოსროლილმა ჭურვმა ქართველი ბიჭების საბრძოლო მანქანა ცეცხლის ალში გაახვია, გასროლა კვლავ განმეორდა. როცა სროლის ხმა მიწყდა, ბიჭები მხოლოდ მაშინ დაფაცურდნენ. ალეკო დათებაშვილი, სერგო დავიდოვი და გოგიტა კიკნაძე ცოცხალმკვდრები ამოიყვანეს ჯავშანტრანსპორტიორიდან. გოგიტას სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა. საჭირო იყო სწრაფი მოქმედება, დაჭრილთა გაყვანა ბრძოლის ველიდან, ისინი სამედიცინო მანქანაში მოათავსეს, დაიძრნენ და... ისევ ატყდა სროლა და მანქანა, რომელიც სხვებთან ერთად გოგიტა კიკნაძე იმყოფებოდა, ცეცხლის ალში გაეხვია, ჩაიფერფლა, ცეცხლის ალს გაჰყვა 17 წლის რაინდის სიცოცხლე. მაგრამ ტკივილთან ერთად დარჩა მისი გმირულად განვლილი გზა, სახელი, მარადიული და უკვდავყოფილი.

გოგიტა კიკნაძე სიკვიდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

და თამარ კიკნაძე, პირველი სამხედრო პოლიციელი ქალი საქართველოდან ავღანეთის სამშვიდობო და აფრიკის საერთაშორისო მისიებში

დედა ელენე კიკნაძე აფციაური შალვას ასული, დაბადებულია თბილისში

მაია ღიბრაძე

გაზეთი „კრიმინალური ქრონიკა“, 1994 წლის 21 ივლისი რა უნდოდა შენთან სიკვდილს ვუძღვნი აფხაზეთის ბრძოლების გმირს. ვ. გორგასლის I ხარისხის ორდენოსანს, გოგიტა კიკნაძეს

ჩვიდმეტ ზაფხულს მოესწარი,

მამულისთვის დათმე კერა,

გაიხურე სახლის კარი,

დედის თვალის გაგყვა მზერა.

გული ცეცხლში მიგიწევდა,

ფრთა შეესხა სისხლის ყივილს,

დაგვიტოვე დიდი სევდა,

მოგონება იწვევს ტკივილს.

ვერ მოესწარ გაზაფხულის

ნაირფერად აყვავებას,

მშობლის გული, დაზაფრული,

გმირი შვილით ჰპოვებს შვებას.

აფხაზეთის ქართულ მიწას

ჩაეხუტე, დედისერთავ,

გაგრა სრულად ცეცხლში იწვა,

შენც დაიწვი მასთან ერთად.

მამულისთვის სიყვარული

ერს გმირობით დაუმტკიცე,

ბიჭი იყავ მხიარული

და სალ-კლდეზე უფრო მტკიცე.

ვერ იტანტი მხდალს და ლაჩარს,

მოევლინე მამულს მხსნელად,

გმირი ბრძოლის ველზე დარჩი,

მომხვდურს კი მზე დაუბნელე.

შენ გორგასალის ორდენით

მკერდი ვეღარ დაიმშვენე,

უკვდავების ტაძრის გვერდით

შენ საყდარი აიშენე.

რა უნდოდა შენთან სიკვდილს,

დამერწმუნე, ეს არ გვჯერა,

სახლში ჩქარა დაბრუნდები,

აინთება ისევ კერა.

დათო იაკობიძე 8 აპრილი, 1996 წელი (გოგიტას დაბადების დღე)


გოგიტა კიკნაძე

ცეცხლის ალში ჩაფერფლილი სიცოცხლე ომი. სასტიკი და დაუნდობელი, ცრემლიანი, ტკივილიანი. შაოსანი დედები, დაობლებული შვილები, ცალუღელად დარჩენილი ცოლები. რამდენი პირტიტველა ბიჭი წაგვართვა აფხაზეთმა, რამდენი ოცნება დარჩა ხორცშეუსხმელი. ნანატრად დაიბადა გოგიტა გიორგი კიკნაძის ოჯახში. ეამაყებოდა მამას, მშობლებს გვერდს რომ უმშვენებდა. იგი პატარაობიდანვე გამორჩეული, მიმზიდველი და განსაკუთრეკბული იყო. უცბად ჩაიარა ბავშვობის წლებმა, მერე იყო სკოლა, დავაჟკაცებისა და ჩამოყალიბების სასწაული წლები. ჯერ კიდევ IV კლასში ყოფილა გოგიტა, როცა თამამად განუცხადებია მშობლებისთვის, მე სამხედრო კაცი უნდა გამოვიდეო. სკოლა დაამთავრა და დიდხანს არ დასჭირვებია ფიქრი, საით უნდა წასულიყო. 1992 წელს პოლიციის უმაღლესი სკოლის პირველი კურსის კურსანტი გახდა.

პრინციპული, უშიშარი, სპეტაკი, თავის ქვეყანაზე უანგაროდ შეყვარებული, ასეთად გაიცნეს თანაკურსელებმა 17 წლის გოგიტა კიკნაძე. რწმენა, იმედები ახლდა მის პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებს. ლამაზად დაწყებული ცხოვრების ლამაზი დასასრული სწამდა ვაჟკაცს.

აფხაზეთი ომის ქარცეცხლში იყო გახვეული. გულაღტყინებული ბიჭები ბროლის ველზე მიიწევდნენ.

1992 წლის 25 აგვისტო. შინ მოსულ გოგიტას დედა განსაკუთრებულად მოეფერა, მოესიყვარულა. ცოტათი სახე შეუწითლდა, ახლადაღერებულ ულვაშზე ხელი გადაისვა, შერცხვა, დედა პატარა ბავშვივით რომ მოესიყვარულა, მაგრამ ესიამოვნა და გაირინდა. მერე სთხოვა, სამხედრო ტანისამოსი გამიმზადე, დილით ადრე უნდა წავიდეო. აფუსფუსდა დედა. იმ ღამითაც გვინობამდე ეჯდა შვილს სასთუმალთან და ეფერებოდა მძინარეს. დილით ადრიანად წამოდგა ბიჭი, დაემშვიდობა მშობლებს, დებს და შინიდან გავიდა. არაფერს უგრძნობდა ცუდს დედას გული. 27 აგვისტოს პოლიციის უმაღლესი სკოლის კურსანტები, მათ შორის პირველკურსელები, გაგრაში ჩავიდნენ. ბრძოლის წინა ხაზზე მოხვდნენ პირტიტველა ბიჭები. ბევრს იარაღი პირველად ეპყრა ხელთ. სასწაულებს ახდენდნენ ბიჭები. თავგანწირვით, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავდნენ საქართველოს ძირძველ მიწაწყალს. მხოლოდ მესამე დღეს გაიგო დედამ შვილის ფრონტზე ყოფნის ამბავი. როცა სკოლაში მოიკითხა შვილი, მისი ხელით ნაწერი პატაკი უჩვენეს: „ვარ 20 წლის, კარგად ვფლობ იარაღს, გთხოვთ ჩამწეროთ აფხაზეთში წამსვლელთა სიაში“. თვალები აუწყლიანდა დედას.

გულის-გულში კი სიამაყე იგრძნო. 17 წლის ვაჟკაცს, სამშობლოს სიყვარულმოწყურებულს, ტყუილიც დასჭირდა ბრძოლის ველზე წასასვლელად. გაგრაში ყოველი დღე იძაბებოდა. გოგიტა არაერთხელ ესაუბრა მშობლებს ტელეფონით. ამაოდ სთხოვდა დედა, ჩამოდი, ძალიან მენატრებიო. დედი, ეგ ხომ ღალატის ტოლფასი იქნება. ვერც საქმეს მივატოვებ და მეგობრესაც ვერ შეველევიო.

მერე შვილმონატრებული დედა საავადმყოფოში დადიოდა და შვილის დაჭრილმეგობრებს უნაწილებდა დაგროვილ სითბოსა და სიყვარულს. იმედიანად თენდებოთა ყოველი დილა. დედას თვალები გზისკენ გაურბოდა. საცაა,

შვილი შემოაღებდა სახლის კარს და ნაომარი, გამარჯვებული გადმოაბიჯებდა ზღურბლს.

29 სექტემბერი. ბოლო ზარი გაგრიდან. ბოლო საუბარი, თუმცა მაშინ არც დედამ და არც შვილმა უწყოდა, ეს ბოლო რომ იყო. ამას მხოლოდ განგება და ბედისწერა სჯიდა. ცრემლი შეერია დედის ხმას. დამშვიდებას სთხოვდა ბიჭი, დედი, ჩემზე ნუ იჯავრებ,

უკვე პოლიციის ლეიტენანტი გავხდიო. ტელეფონი დადუმდა და… 1992 წლის 2 ოქტომბერს გაგრაზე მასირებული შეტევა დაიწყო. გოგიტა კიკნაძე სხვა თანამებრძოლებთან ერთად საბრძოლო მანქანით წინ მიიწევდა, ქალაქისკენ. გაირეს ნახევარი ქალაქი, მერე ატყდა ინტენსიური სროლა და მოწინააღმდეგის საბრძოლო მანქანიდან გამოსროლილმა ჭურვმა ქართველი ბიჭების საბრძოლო მანქანა ცეცხლის ალში გაახვია, გასროლა კვლავ განმეორდა. როცა სროლის ხმა მიწყდა, ბიჭები მხოლოდ მაშინ დაფაცურდნენ. ალეკო დათებაშვილი, სერგო დავიდოვი და გოგიტა

კიკნაძე ცოცხალმკვდრები ამოიყვანეს ჯავშანტრანსპორტიორიდან. გოგიტას სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა. საჭირო იყო სწრაფი მოქმედება, დაჭრილთა გაყვანა ბრძოლის ველიდან, ისინი სამედიცინო მანქანაში მოათავსეს, დაიძრნენ და…

ისევ ატყდა სროლა და მანქანა, რომელიც სხვებთან ერთად გოგიტა კიკნაძე იმყოფებოდა, ცეცხლის ალში გაეხვია, ჩაიფერფლა, ცეცხლის ალს გაჰყვა 17 წლის რაინდის სიცოცხლე. მაგრამ ტკივილთან ერთად დარჩა მისი გმირულად განვლილი გზა, სახელი, მარადიული და უკვდავყოფილი.

გოგიტა კიკნაძე სიკვიდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.



დაიბადა 1975 წლის 8 აპრილს, თბილისში. როცა აფხაზეთში, საომარ მოქმედებებში ჩაება, სწავლობდა პოლიციის აკადემიაში, პირველ კურსზე, დაიღუპა 1992 წლის 2 ოქტომბერს, გაგრის დაცემის დღეს. დღემდე მიიჩნევა უგზო-უკვლოდ დაკარგულად...
თამარ კიკნაძე_ გოგიტა კიკნაძის და; საქართველოს თავდაცვის ძალების ვიცე-პოლკოვნიკი_ ‘’3 წლით უფროსი ვარ გოგიტაზე. ჩვენმა მშობლებმა, სამივე დედმამიშვილი სამშობლოს სიყვარულით და მისთვის მსახურებისთვის გაგვზარდეს. ჩვენ და გვყავს, რომელიც, ასევე, მსახურობს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურებში, მე კი, 2013 წლიდან დავუკავშირე ჩემი ცხოვრება შეიარაღებულ ძალებს. ეს სტრუქტურა ჩემს სულთან უფრო ახლოს იყო, რადგან მინდოდა, ავღანეთში, ცენტრალურ აფრიკაში ჩვენს ვაჟკაც ჯარისკაცებს დავდგომოდი გვერდით. 2016 წლიდან,  საერთაშორისო სამშვიდობო მისიების მონაწილე ვარ_პირველი სამხედრო პოლიციელი ქალი. ჩემამდე არც ერთი ქალი, ამ სტრუქტურიდან, იქ არ წასულა. 5-ჯერ ვიყავი მისიებში. ჩემი ძმის ხსოვნის პატივსაცემად ჩავიცვი სამხედრო ფორმა, იმ ძმის, იმ 17 წლის ვაჟკაცის, რომელსაც სული და გული სავსე ჰქონდა სამშობლოს სიყვარულით და ამ სამშობლოსთვის გასწირა სიცოცხლე. გოგიტა იყო სიცოცხლით სავსე, ლაღი,პირმცინარი, მართლა ღიმილის ბიჭი. ის ჩემი გულის ნაწილია და ყველაზე მეტად ის მტკენს გულს, რომ ჩემს ოჯახს, ჩემი გოგიტას საფლავიც კი სანატრელი აქვს და სამწუხაროდ, მხოლოდ ჩვენი ოჯახი არაა ასეთ მდგომარეობაში_ რამდენი ვაჟკაცის დედა, და, შვილი ნატრობს,ომში უგზო უკვალოდ დაკარგული ოჯახის წევრის საფლავს. რაც არ უნდა ტკივილი და პრობლემა ჰქონოდა, როგორი სირთულის წინაშეც არ უნდა აღმოჩენილიყო, ყოველთვის ცდილობდა, რომ ყველა ადამიანის მიმართ სითბოთი და სიყვარულით ყოფილიყო განმსჭვალული. გეფიცებით მის სიცოცხლეს, მასში არ არსებობდა არც ერთი წვეთი სიბოროტე, შურისძიების გრძნობა, მასში მხოლოდ სიცოცხლის წყურვილი და ის შემართება იყო, რასაც სამშობლოს სიყვარულით ქვეყნის სადარაჯოზე დგომა ჰქვია. ფორმის დანახვაზე აკანკალებდა ბავშვობიდან; ისე უყვარდა, როცა ფორმიან ადამიანს უყურებდა, მის სულში და გულში, თითქოს,ალივით ინთებოდა პატრიოტული სულისკვეთება. სულ იმას ამბობდა, რომ ფორმას ჩაიცვამდა და სამშობლოს გამოადგებოდა, თუმცა,ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუ ასე პატარა ასაკში მოუწევდა თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი სიტყვის თქმა! რა სურვილიც ჰქონდა მას, ბოლომდე შეასრულა, მაგრამ ეს გააკეთა ჩვენი ოჯახისთვის ყველაზე მტკივნეულად. გოგიტა კიკნაძე და მისნაირი ვაჟკაცები მხოლოდ ჩემმა ოჯახმა კი არ დაკარგა, ისინი საქართველოს დააკლდნენ. მართლა საჯიშე ბიჭები გადაშენდნენ იმ ავადმოსაგონარ 90-იანებში და იცით ყველაზე მტკივნეული ჩემთვის და უბედურება ამ ქვეყნისთვის რა არის? წინა ხელისუფლება არაფრად აგდებდა აფხაზეთის ომში დაღუპულების ხსოვნას და მათი ოჯახის წევრებსაც აბუჩად იგდებდა_ ეს საზარელი დამოკიდებულება ჩემმა შვილმკვდარმა დედამ საკუთარ თავზე გამოსცადა_ ერთ-ერთი შეხვედრიდან მოსული დედა, სიმწრისაგან ერთიანად ცახცახებდა_ რისთვის წახვედი, შვილო ომში, რისთვის გაგვიმწარე სიცოცხლეო_ გოგიტას ფოტოების წინ, მუხლზე დაჩოქილი, მოთქმით ტიროდა! ხელმეორედ მოუკლეს მაშინ დედაჩემს შვილი! (ძალიან გთხოვთ, სიტყვა სიტყვით დაწერეთ, რასაც გეუბნებით! ეს არაა პოლიტიკური განცხადება! ესაა ერის ტრაგედია, როცა ხელისუფალი, სამშობლოსთვის შეწირული ვაჟკაცების ღვაწლს არაფრად აგდებს და მეტიც_ მათ ფოტოსურათებს ნაგავში ყრის! ) მადლობა დედას, რომელმაც ისეთი გაზარდა გოგიტა. მას უკან არ დაუხევია, როცა გაგრას სისხლი სდიოდა და განწირული იყო! 1992 წლის 2 ოქტომბერს, თავისნაირ ვაჟკაცებთან ერთად, ‘’ბეემპეში’’ ჩაჯდა და შეტევაზე გადავიდა. ნათელი მათ სულებს! ქედს ვიხრი იმ ვაჟკაცების გამზრდელი დედების წინაშე, რომელთაც, დედაჩემის მსგავსად, საფლავებიც არ აქვთ, შვილები რომ დაიტირონ...
ჩვენ არც კი ვიცოდით, რომ გოგიტა გაგრაში იმყოფებოდა. პოლიციის აკადემიაში დღესაც არსებობს ჩემი ძმის დაწერილი პატაკი, სადაც 17 წლის გოგიტა წერს, რომ ვარ 20 წლის, კარგად ვფლობ საბრძოლო იარაღს და გთხოვთ, წამიყვანოთ აფხაზეთშიო. ასაკი კი მოიტყუა, მაგრამ იქ ხომ ამის გადამოწმება არ იყო ძნელი? თუმცა,არავინ გადაამოწმა და გოგიტა წავიდა... არაფერი ვიცოდით, 1 ოქტომბერს სახლში დარეკა, (ეს იყო მისი ბოლო ზარი ოჯახში და მისი უკანასკნელი საუბარი ჩვენთან) მე ვუპასუხე და მოვატყუე, რომ მამას ინსულტი დაემართა და საავადმყოფოში, ძალიან მძიმედაა, ჩამოდი-მეთქი, მაგრამ შემდეგ დედამ გამომტაცა ყურმილი, გოგიტამ მას ჰკითხა, მამა რომელ საავადმყოფოშია, როგორააო; დედამ უპასუხა_არა უშავსო. ის მიხვდა, რომ მისი ჩამოტყუება გვინდოდა სახლში... გოგიტამ კი დედას უთხრა:’’დე, ეს ურჯულოები, აქ ჩვენს გარდაცვლილ ბიჭებსაც კი არ ინდობენ და მათი თავებით ფეხბურთს თამაშობენ, როგორ მივატოვო ჩემი ძმები და წამოვიდე, მე ამის მერე, კაცი ვიქნებიო?’’ ეს იყო მისი ბოლო სიტყვები და საუბარი ჩვენთან... სამწუხაროდ, მის უბედურებას, ჩემი მამის სიცოცხლეც შეეწირა_ გოგიტას ამბავი რომ გაიგო, ერთ წამში გათეთრდა, მოტყდა კაცი, რომელსაც მანამდე ფრჩხილიც არ წამოსტკენია.. გულში იხვევდა შვილის სიკვდილით გამოწვეულ ენით აუწერელ ტკივილს, ღმერთს, ყველა დღე, მხოლოდ ერთს ევედრებოდა_ ჩემს შვილთან წამიყვანეო..1996 წელს, 62 წლისა გარდაიცვალა მამა.
იმდენმა არაკეთილსინდისიერმა ადამიანმა სცადა ჩვენი ოჯახის ტრაგედიით ხელის მოთბობა?! რამდენჯერ მომისმენია რაღაც ისტორიები უცნობი პირებისგან_ გოგიტაზე ყვებოდნენ, არც კი იცოდნენ, რომ მისი და ვიყავი!.. ბევრი ტყუილს იძახდა, ბევრი_ სიმართლეს, თუმცა, ამის გარკვევა, ჩვენთვის ძალიან ძნელია... ახლაც, თქვენი საშუალებით, მივმართავ ყველას, თუკი ვინმე არსებობს, ვინც გოგიტას შესახებ რამე იცის, მომაწოდოს ინფორმაცია. ნებისმიერი ცნობა მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, მით უფრო მაშინ, როცა წითელი ჯვარი, უკვე გაგრაშიც ხსნის ჩვენი ბიჭების სამარხებს. გოგიტას საფლავის შესახებ სხვადასხვა ვერსიები მოვისმინე და დაბნეული ვარ, რომელია აქედან სარწმუნო, არ ვიცი. არა და უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის და წითელი ჯვრისთვის ზუსტი ინფორმაციის გაგება, საფლავი რომ ვიპოვოთ. ისიც კი მოვისმინე, რომ არსებობს გაგრაში საერთო სასაფლაო, სადაც ჩვენი ბიჭების ცხედრებია დაკრძალული, დღეს კი, ეს ადგილი, ნაგავსაყრელადაა ქცეული. თუ ის ტერიტორია სათანადოდ არ გაიწმინდა, ძალიან რთული იქნება ცხედრების იდენტიფიცირება...
 გაგრიდან, ერთ დღეს, ჩვენთან ხაზზე გამოვიდნენ აფხაზები;სადღაც 1995 წელი იქნებოდა.. ჩვენ სახლში არ ვიყავით, მეზობლებისთვის დაუტოვებიათ ამბავი_ ერთ აფხაზს, ვინმე რაფიკ კვეკვესკირს, გოგიტას პასპორტი აქვს და მასზე ინფორმაცია იცისო. ეს ინფორმაცია დაადასტურა ფონდ ’’მოლოდინის’’ დამფუძნებელმა, ვლადიმერ დობორჯგინიძემაც, რომელმაც იმ რაფიკას ხელში ნამდვილად ნახა გოგიტას პასპორტი.პასპორტში მითითებული მისამართის მიხედვით მოძებნეს ჩვენი საცხოვრებელი სახლი; წერილი გადმოგვცეს, რომელშიც ეწერა, რომ ხურჩის ხიდზე, აუცილებლად უნდა შეხვედროდა დედა და მამა იმ რაფიკას, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგული გოგიტას შესახებ ფლობდა ინფორმაციას. ჩემი მშობლები მართლაც წავიდნენ და მათ თან ახლდათ ჟურნალისტი დარეჯან კვარაცხელია. როცა ხიდზე მივიდნენ, ის რაფიკა არ მოვიდა, თავისი შუამავალი გამოაგზავნა, რომელსაც არანაირი პასპორტი არ ჰქონდა! დედა და მამა, ლამის მუხლმოდრეკილები ევედრებოდნენ, თუ რამე იცით ჩემი შვილის, ან მისი საფლავის შესახებ, გვითხარითო, მაგრამ ის მხოლოდ აგრესიულად პასუხობდა, რომ არაფერი იცოდა!..ასე ცრემლგამშრალნი წამოვიდნენ ჩემი მშობლები. მას მერე, დედა, გოგიტას გარეშე, თავისი მწარე სიცოცხლის დასასრულს ელოდება, რომ იქნებ, იმ ქვეყნად ნახოს თავისი გულის გაგლეჯვამდე მონატრებული ღიმილის ბიჭი!
... ენით აუწერელია ჩვენი ოჯახის ტრაგედია, რომელიც 29, უმძიმესმა, ცრემლებით სავსე წელიწადმა ვერ გაანელა!.. სამშობლოსათვის დღეს, მეც თვალის დაუხამხამებლად მოვკვდები, წამით არ დავფიქრდები, ისე შევწირავ ჩემს სიცოცხლეს ქვეყანას, თუ მას დასჭირდა.. სამშობლოსთვის სიკვდილი არაა ტრაგედია.. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ტრაგედია და უბედურება 17 წლის, უკანასკნელ გზაზე, დედის ცრემლის გარეშე დარჩენილი ‘’ღიმილის ბიჭია’’, რომლის სამშობლოსთვის ნასროლი ტყვიებით განგმირული სხეული, ვინ იცის, სად განისვენებს...’’
დარეჯან კვარაცხელია_ ჟურნალისტი: ‘’ხურჩა ენგურს გაღმა არსებული ერთად ერთი სოფელია, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შედის. ის ხიდით უკავშირდება ზუგდიდს. როცა აფხაზეთში ომი დასრულდა,  ქართველებსა და აფხაზებს შორის გაცვლა ტყვეებისა თუ მიცვალებულებისა, სწორედ აქ მიმდინარეობდა. ეს რაფიკ კვეკვესკირი, რომელიც გოგიტა კიკნაძის ოჯახს დაუკავშირდა, ხურჩის ხიდზე ე.წ. მესაზღვრე იყო. მე მაშინ პირველი არხის სპეციალური კორესპონდენტი ვიყავი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში და ძალიან ბევრ პირს ვიცნობდი, როგორც ქართული, ისე აფხაზური მხრიდან. ხშირად ვაშუქებდი ოთხმხრივ შეხვედრებსაც. როცა მოდიოდა ჩვენამდე ინფორმაცია, რომ ვინმე ყავდათ გატაცებული და წაყვანილი აფხაზეთში, მათ ვუკავშირდებოდით. სიმართლე უნდა ვთქვა, ჩემდა სამწუხაროდ, რომ ძალიან ხშირი იყო ადამიანურ ტრაგედიებზე ხელის მომთბობთა არაკეთილსინდისიერი საქციელი. მერკანტელური მიზნებით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებს შეუთვლიდნენ, რომ მათი ახლობელი ადამიანის პასპორტი, თუ ტანსაცმელი იპოვეს და გარკვეული გასამრჯელოს ფასად, მიაწვდიდნენ ინფორმაციას, ბევრი კიდეც ახერხებდა ხელის მოთბობას, თუმცა, ძალიან ხშირად, ეს მხოლოდ ბოროტი ტყუილი აღმოჩნდებოდა და ისედაც გამწარებული ოჯახები, უარეს სასოწარკვეთილებაში ვარდებოდნენ. ძალიან ბევრი ასეთის მომსწრენი არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების ფონდ’’ მოლოდინის’’ დამფუძნებელი ვლადიმერ დობორჯგინიძე და ამ ფონდის სხვა მესვეურები. ამ ფონდის წევრებს სრული სია ჰქონდათ, ვის სად ეძებდნენ და როცა აფხაზური მხარე გაიგებდა იმ პირის გვარს და სახელს, ვისაც ეძებდნენ, ზოგიერთი უსინდისო ამით სარგებლობდა_ გამოსძალავდნენ თანხას და მერე იკარგებოდნენ. გოგიტა კიკნაძის შემთხვევაში კი ის მოხდა, რომ იმ კვეკვესკირმა შუამავალი გამოაგზავნა გოგიტას მშობლებთან და უთხრა, რომ არაფერი იცოდა. იქ, ხიდის ბოლოს, მარცხენა მხარეს ჭადრის ხე იდგა, რომლის ძირშიც ვიდექით ჩვენ და ჩემი ოპერატორი. შეიძლება, ის აფხაზი ჟურნალისტებს არ ელოდა, მიკიბულ-მოკიბულად ილაპარაკა, მაგრამ კონკრეტული და ხელჩასაჭიდი ინფორმაცია არ მოუწოდებია. გოგიტას მშობლები ევედრებოდნენ, ყველაფერზე თანახმა ვართ, ოღონდ, გვაჩვენეთ სადაა ჩემი შვილი_ცოცხალი თუ მკვდარიო, მაგრამ მათგან ვერანაირი გარანტია ვერ მიიღეს. ცოტა მოგვიანებით, უკვე ენგურის ხიდზე იდგა ის კვეკვესკირი, ვნახე ერთხელ, ვკითხე გოგიტას ამბავი და მითხრა_ მე რა ვიცი, ალბათ ჩემი სახელით ვიღაცამ ბოროტად ისარგებლაო. იმ შუამავლის გვარი არ მახსოვს, ხან რუსულად საუბრობდა, ხან მეგრულად...
თუმცა, იყო კომისია, რომელშიც ქართული და აფხაზური მხრიდან იყვნენ ჩართულები და ერთმანეთს, სამარხების შესახებ, ინფორმაციას უზიარებდნენ_ეს ადამიანური მომენტებიც იყო, რომელიც, საბედნიეროდ, ყველა ომს, კიდევ კარგი, რომ მაინც ახლავს...
ამბროსი (ზვიად) ბოკერია, თადარიგის პოლკოვნიკი, გოგიტა კიკნაძის თანამებრძოლი_ მაშინ უშიშროების უმაღლესი სკოლა ერქვა, ახლა პოლიციის აკადემიაა, იქ ვსწავლობდით მეც და გოგიტაც. ის პირველ კურსზე იყო, როცა ომი დაიწყო, მე _მეორეზე, თუმცა, გოგიტას მანამდეც ვიცნობდი, როგორც ძალიან წესიერ, გულიან,კარგ, თბილისელ ბიჭს, რომელსაც სიცოცხლე უყვარდა, უხაროდა და სახეზე სულ ღიმილი დასთამაშებდა. 92-ში, ჩვენგან ერთი ასეული მივლინებული იყო საომარი მოქმედებების ზონაში. მათ ძირითად ნაწილს, გამოცდილი ხალხი წარმოადგენდა_სავალდებული სამხედრო სამსახურიც მოვლილი ჰქონდათ და ჩემსავით, ბევრს, სამაჩაბლოში საომარ მოქმედებებშიც ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, მაგრამ გოგიტასნაირ 17 წლის პირველკურსელებს, სამხედრო გამოცდილება არ ჰქონდათ. ამიტომ, მათ, ძალიან რთულ დავალებებზე არ უშვებდნენ. რთულ ოპერაციებში ჩვენ, უფროსები მივდიოდით, რომლებიც იმათ ვებრძოდით, ვისთან ერთადაც, წლების წინ, საბჭოთა ჯარში ვმსახურობდით და კარგად ვიცოდით, რა ძალასთან გვქონდა საქმე. მაგრამ გოგიტა, ყოველთვის უფროსებთან იყო, მათი შეხიდება უნდოდა. რადგანაც ჩვენები გაგრაში იდგნენ, მეც გაგრაში ჩავაკითხე, გოგიტა იქ ვნახე. ჩვენს ბიჭებს, აგვისტოს ბოლოს, კოლხიდასთან უკვე დიდი ბრძოლები გამოვლილი ჰქონდათ. დანაწილებულები ვიყავით სხვადასხვა ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად. 30 სექტემბერს, იმ სამხედრო შენაერთების როტაცია დაიწყო,  რომლებიც ერთი თვის განმავლობაში გაგრაში იმყოფებოდნენ, რათა ამოსუნთქვის საშუალება მისცემოდათ, თუმცა, გარკვეული ნაწილი, მაინც დავრჩით. გოგიტა,წესით, სახლში უნდა წასულიყო, მაგრამ არაფრით არ დაგვტოვა_გაგრაში დარჩა!.. 30 სექტემბრიდან ყოველწამიერად იცვლებოდა გაგრაში სიტუაცია უარესობისკენ. ჩვენ, კურსანტები, სხვადასხვა ადგილებზე ვიყავით განლაგებულნი და პოზიციებს ვიცავდით. სიტუაცია იძაბებოდა... ამას ისიც ერთვოდა, რომ ამ როტაციასთან დაკავშირებით, სამხედრო ძალის სიმცირე შეინიშნებოდა და შედარებით მცირე ძალები იცავდნენ გაგრას. ალბათ, ამით ისარგებლეს აფხაზებმა... 1 ოქტომბერს ძალიან დაიძაბა სიტუაცია და ჩვენ აგვიყვანეს ზემოთ, ე.წ. ბერიას აგარაკზე. მთებიდან ჩამოსასვლელი გზა უნდა ჩაგვეკეტა. ამ დროს გოგიტა ჩემთან არ იყო, რადგან რამდენადაც ვიცი, სახლში უნდა გაეშვათ, მაგრამ მან ოჯახს შეატყობინა, რომ ამ ურთულეს ვითარებაში, მეგობრებს და გაგრას ვერ მიატოვებდა.  1 ოქტომბერს, გვიან ღამიდან მასირებული შეტევა დაიწყო იმ უღელტეხილიდან, სადაც ჩვენ ვიდექით. გაგრას ზემოდან დავყურებდით და ვხედავდით, რომ უმძიმესი მდგომარეობა იყო და თითქმის ყველა კუთხეში სროლები მიმდინარეობდა. 2 ოქტომბრის გამთენიამდე მიმდინარეობდა ამ უღელტეხილზე უწყვეტი ბრძოლები. პოლიციის უფროსის მოადგილე  იყო დინამოს ძველი კალათბურთელი, იური ძიძიგური და ჩვენ, როგორც ძალოვნები,მას მიგვამაგრეს. მისმა მძღოლმა, როგორც იქნა, ჩვენამდე ამოაღწია და გვითხრა_ სასწრაფოდ ჩამოდით ქალაქში, მძიმე მდგომარეობაა და იქ გვჭირდება თქვენი დახმარებაო. რადგანაც ზემოთ უკვე მოგერიებული გვქონდა შემოტევა, წამოვედით. გვირაბია იქ, სამანქანო გზა გადის, რომელიც სასტუმრო ‘’საქართველოსთან’’ გამოდიოდა. იქ იყო თავმოყრილი თითქმის ყველა ქართული საბრძოლო შენაერთი, რომლებიც გაგრაში იმყოფებოდნენ, ასევე, მოქალაქეები_ყველა, ვისაც იარაღის ხელში აღება შეეძლო. სწორედ მაშინ შევხვდი გოგიტას. მტერი ნელ-ნელა უკვე ქალაქში შემოდიოდა. ყველამ ვიცით, რომ სამშვიდობო მოლაპარაკების შემდეგ, 3 სექტემბერს სწავლა დაიწყო და ქალაქი სავსე იყო მშვიდობიანი მოსახლეობით. ბრძანებასავით იყო, (თუმცა, ბრძანებაც რომ არ ყოფილიყო, მაინც ასე მოვიქცეოდით) რომ ქალაქში ხალხი იყო ჩარჩენილი და ასევე, ჩვენი კურსანტების ერთი ჯგუფი, რომელსაც უნდა დავხმარებოდით და გამოგვეყვანა. მე კვანტალიანთან (პოლიციის აკადემიის რექტორი იყო)  ვსაუბრობდი, გადაადგილების გეგმას ვაწყობდით, როცა დავინახე, რომ გოგიტა ჩვენს ‘’ბეემპეში’’ ჩაჯდა. წესით, ის იქ არ უნდა მჯდარიყო, მაგრამ არც თხოვნამ, არც მკაცრად ნათქვამმა მასთან არ გაჭრა_ გადაჭრით თქვა, რომ არავითარ შემთხვევაში არ გადმოვიდოდა მანქანიდან და ბიჭებს გაჰყვებოდა ქალაქის შუაგულში. ცეცხლი უნდა მიგვეღო ჩვენს თავზე, რომ რაც შეიძლება მეტ მშვიდობიანი მოქალაქეს მისცემოდა ქალაქიდან გაღწევის საშუალება. არა და, იმ საბრძოლო მანქანით, გამოცდილი ჯარისკაცები უნდა წასულიყვნენ_ავღანეთში ჯარგამოვლილები.. ბოლოს, გაბრაზებულმა ვუთხარი, კარგი, ჯანდაბას შენი მტრების თავი, იყავი მანდ, იქნებ, უფრო დაცული იყო-მეთქი.. თურმე, როგორ ვცდებოდი... თითოეულმა ჩვენგანმა ვიცოდით, რაზეც მივდიოდით! რა თქმა უნდა, იცოდა გოგიტამაც! ერთი მოიხედა, ღიმილით... ეს ღიმილის ბიჭი, ერთ წამში გადაიქცა გმირად, რადგან შეგნებულად მიდიოდა სიკვდილზე!  წვიმდა, ძალიან ცუდი ამინდი იყო, რაღაც გარკვეულ მანძილზე რომ შევედით, ცეცხლი გაგვიხსნეს გამგეობის, ფოსტის და მილიციის განყოფილების ტერიტორიაზე. ფაქტობრივად, ხელჩართული ბრძოლა იყო... დაახლოებით 60-70- კაცი ვიქნებოდით. ჩვენ აქ ვიბრძვით და ამ დროს, თურმე, გაგრა უკვე აღებულია_ მთლიანად აღებული იყო ის ადგილი, რომელიც ჩვენ მანამდე გამოვიარეთ... ალყაში ვიყავით, მაგრამ ჩვენ ეს არ ვიცოდით. ყველა მხრიდან მტერი გააფთრებით გვიტევდა. ამ დროს, ზურგის მხრიდან, ჩვენსკენ მომავალი ‘’ბეემპე’’ დავინახეთ, ჩვენ კი ვიფიქრეთ, რომ ჩვენები მოდიოდნენ დასახმარებლად... როგორც კი მოგვიახლოვდა, უმალ დაუშვა ცეცხლი პირდაპირ ჩვენს ‘’ბეემპეს’’, სადაც გოგიტა იჯდა და რომელსაც გასროლა განხორციელებული ჰქონდა და შენობის უკან ბრუნდებოდა. წამებში ხდებოდა ჩემს თვალწინ ეს საშინელება...,არა მხოლოდ ცეცხლი დაუშვა, არამედ, იმდენად ახლოს მივიდა, რომ ზედ ’’შეაჯდა’’ ჩვენს საბრძოლო მანქანას. ჩემი აზრით, მტერი ვერც კი დაუშვებდა, რომ ქართული შენაერთების ეს რაოდენობა ვიქნებოდით დარჩენილი კიდევ გაგრაში, იმდენად, რამდენადაც, გაგრა უკვე აღებული ჰქონდათ, თორემ, ასე პირდაპირ, ბრძოლაში, ერთი ‘’ბეემპეთი,’’ ნამდვილად არ შემოვიდოდნენ. ჩვენს ‘’ბეემპეში’’ იყო გოგიტა, რომელიც ჭურვების მიწოდებაში ეხმარებოდა ბიჭებს, სერგო დავიდოვი, ალეკო დათებაშვილი და ვაჟა ტაკაშვილი_მძღოლი. საფარი გაგვიკეთეს და ტყვიებისა და ცეცხლის ქვეშ მოგვიწია ‘’ბეემპედან’’ ჩვენი ბიჭების_ გოგიტას, სერგოს და ალეკოს ამოყვანა, რომელთაც სიცოცხლის არანაირი ნიშან-წყალი აღარ ეტყობოდათ. ვაჟა ფეხში იყო დაჭრილი. უნდა გვეპატრონა ამ ტყვიების წვიმაში ჩვენი ცოცხალისთვისაც და მიცვალებულთათვისაც. დაჭრილი ტაკაშვილის გამოშვება მოვახერხეთ, გარდაცვლილი დათებაშვილისაც, გოგიტა და სერგო კი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ‘’რაფის’’ მიკროავტობუსში ჩავასვენეთ; ამავე მანქანში იყვნენ დაჭრილი მეომრები სხვადასხვა დანაყოფებიდან, მეც მათთან ერთად. უკან დახევა დავიწყეთ_ყველაზე ბოლოს, ჩვენ გამოვედით იქიდან.გამოსვლისას, გზად, ის მანქანა, რომლითაც დათებაშვილის ცხედარი გაჰქონდათ, დამწვარი ვნახეთ.. მოვდიოდით, მოგვყავდა გოგიტა, სერგო და ვფიქრობდით_ ცოცხალი ვერ გადავარჩინეთ და მიცვალებულს მაინც ვუპატრონებთ-მეთქი, მაგრამ, თურმე, მთავარი უბედურება, წინ გველოდა! გარკვეული მანძილის შემდეგ, წავაწყდით ხალხის ძალიან დიდ მასას_აფხაზებს,ჩეჩნებს, კაზაკებს, ჩრდილო-კავკასიელ კონფედერატებს, ბაგრამიანის ბატალიონის წევრებს, რომლებიც სადღესასწაულო სახეებით, გამარჯვებას ზეიმობდნენ და აფხაზეთის დროშებით დარბოდნენ. ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ქართული შენაერთები, შესაძლოა, კიდევ ყოფილიყვნენ დაცემულ გაგრაში, თავისიანები ვეგონეთ და გაგვატარეს. ჩვენი დაჭრილი, ტკივილებისგან გაწამებული ბიჭები, ‘’ვაი დედასაც’’ კი ვერ ამბობდნენ ქართულად, რომ შემთხვევით, მტერს არ გაეგო.. ამ სურათის სიტყვით გადმოცემა წარმოუდგენელია!.. ეტყობა, შემდეგ გააცნობიერეს, რომ ‘’მათი’’ ხალხი არ ვიყავით და უცებ, მანქანში განათდა ყველაფერი_ მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევიდან დაგვიშინეს, ტანკსაწინააღმდეგო ჭურვიც გვესროლეს და მანქანას ცეცხლი წაეკიდა.მე და ერთი ჩემი მეგობარი, მამუკა ხიჯაკაძე, გადმოვხტით, თუ ტალღამ გადმოგვაგდო, აღარ მახსოვს. შემდეგ ჩვენ დაგვედევნენ; ხან ბუჩქებს ვეფარებოდით, ხან ხეებს.მტერი ‘’წმენდაზე’’ მოდიოდა, ჩვენ თან ვისროდით; კონტუზია მქონდა მიღებული; ტანჯვით, მაგრამ ზემოთ ავედით, ტყისკენ.. წყლის მილს ავყევით, რომელიც, ალბათ, გაგრას წყლით ამარაგებდა, 3 ღამე გავათენეთ ტყეში, შემდეგ, ჩვენსავით, ასე ტყეს შეფარებულ ქართველ მებრძოლებს წავაწყდით და იმათ გამოგვიყვანეს. ჯერ ლესელიძის საავადმყოფოში, შემდეგ კი, უკვე ‘’კომეტით’’ ფოთში.. რომ გამოვჯანმრთელდი, ისევ ფრონტზე წავედი, სოხუმის დაცემის ბოლო დღეებშიც იქ ვიყავი. მაშინაც მძიმე კონტუზია მივიღე... 29 წელი გავიდა,მაგრამ ჩემი მთელი გულით, გონებით, ისევ იქ ვარ, გაგრაში და ვუყურებ ცეცხლწაკიდებულ მანქანას, რომელშიც ჩვენი ბიჭები, ჩვენი გოგიტა დარჩა...
 იმ ‘’რაფის’’ შესახებ, აღარაფერი მსმენია და არც გოგიტას საბოლოო განსასვენებელი ვიცი. რაღაცნაირად, დანაშაულის, თუ დამცირების გრძნობაც მაქვს, თითქოს, რომ დღემდე ვერ ვიპოვე გოგიტა. იცით რა მაგარი ბიჭი იყო? ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი, ერთგული,უკან დახევა არ იცოდა, არც განზე გადგომა! ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი სულის უნდა ყოფილიყო და სამშობლო როგორ უნდა ჰყვარებოდა 17 წლის მართლა ღიმილის ბიჭს, რომ შეგნებულად, გაცნობიერებულად წავიდა იქ, საიდანაც, იცოდა, რომ შესაძლოა, ვეღარ დაბრუნებულიყო...ვერც დაბრუნდა!...თუმცა, ჩემთვის, ბევრ ცოცხალზე მეტად ცოცხალია გოგიტა_ის გმირია! ბედნიერი ვარ, რომ საკუთარი თვალით დავინახე, როგორ დაიბადა საქართველოს გმირი!
მადლობა თქვენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, რომ მომეცით საშუალება, ჩემი და არა მხოლოდ ჩემი ცხოვრების უდიდეს ტკივილზე მელაპარაკა. თხოვნა მაქვს მომავალ თაობასთან_იმ თაობასთან, რომელიც თავისუფალ საქართველოში დაიბადა_  ჩემო ძვირფასებო, არასოდეს დაივიწყოთ ის თაობა, რომელმაც თავისუფლება მოგიტანათ! არასოდეს დაივიწყოთ გოგიტასნაირი გმირები და იმაზე ბევრად უკეთეს საქართველოში იცხოვრებთ, ვიდრე 17 წლის გოგიტა კიკნაძე ცხოვრობდა! ჩვენ და გოგიტასნაირები ყველასთვის ვიბრძოდით_ყველა თქვენთაგანისთვის,იმის მიუხედავად, დღეს ვინ სად დგეხართ... ჩვენი თაობა კი_ ან გაქრა, ან გოგიტასავით გმირებად დაიბადა!
გოგიტა კიკნაძე დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. თბილისის 182-ე საშუალო სკოლა, რომელიც გოგიტა კიკნაძემ დაამთავრა, 2015 წლიდან, მის სახელს ატარებს




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.03.2021
ბოლო რედაქტირება 02.10.2023
სულ რედაქტირებულია 5

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 21.06.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0