სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ივანე (თამაზ) გიგუაშვილი 1963-93წწ დაკარგ. სოხუმი აფზაზეთი დაბ. სოფ. ალი ხაშური ივანე (თამაზ) გიგუაშვილი 1963-93წწ დაკარგ. სოხუმი აფზაზეთი დაბ. სოფ. ალი ხაშური ივანე (თამაზ) გიგუაშვილი 1963-93წწ დაკარგ. სოხუმი აფზაზეთი დაბ. სოფ. ალი ხაშური

1963-1993 წწ. გარდ. 30 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი გიგუაშვილი სია

ხაშური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

2       ბეჭდვა

ივანე (თამაზ) გიგუაშვილი 1963-93წწ დაკარგ. სოხუმი აფზაზეთი დაბ. სოფ. ალი ხაშური

ფონდი მოლოდინი 1990-იანი წლებიდან, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიება

ივანე (თამაზ) გიგუაშვილი


    ღმერთო, ისმინე ჩემი ვედრება და დამიბრუნე ჩემი მამიკო“ ეს სიტყვები ივანე გიგუაშვილის პატარა ქალიშვილის გულიდანა ამოხეთქილი, მან ხომ სიც არ იცის, ცოცხალია მისი მამა, თუ არა. თუმცა იმედი არ ტოვებს მას და ისიც, დაუ- ღლელად, ყოველდღე ელის თითქმის უცნობი მამის დაბრუნებას.


    ივანე გიგუაშვილი დაიბადა 1963 წლის 4 აპრილს, ხაშურის რაიონის სოფ. ალში. დაამთავრა ალის საშ. სკოლა, შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისში, სავაჭრო ტექნიკუმში.

ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში, მსახურობდა გერმანიაში, უფროსი ლეიტენანტის წოდებით.

არმიიდან დაბრუნებულმა ივანემ 1992 წ. დასაწყისში, მუშაობა დაიწყო თბილისის 21-ე სატანკო ნაწილში. ამავე წლის აგვისტოში, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების პირველი დღიდანვე, ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში.



    კონფლიქტის მიმდინარეობის მანძილზე აქტიურად მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში. 1993 წლის 27 სექტემბერს, ომის ბოლო დლეს, როდესაც ქართულ საჯარისო შენაერთებს თითქმის დატოვებული ჰქონდა აფხაზეთის ტერიტორია, აფხაზმა სეპარატისტებმა ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, გენერალ-მაიორი ჟიული შარტავა, მასთან ერთად მისი დაცვის რამდენიმე წევრიც.

    როდესაც ყველა გადარჩენაზე ფიქრობდა, ივანე გიგუაშვილი და მისი თანამებრძოლნი, შებრუნდნენ რათა ტყვედ ჩავარდნილებს დახმარებოდნენ. ისინი შეეცადნენ ორი ტანკით გაერლვიათ მოწინააღმდეგის რკალი და დაეხსნათ დატყვევებულნი. ბრძოლისას ერთი ტანკი აფეთქდა და შიგ მყოფი მებრძოლები დაიღუპნენ, მეორე ტანკი კი, რომელშიც ივანე იმყოფებოდა, ბრძოლას განაგრძობდა, მტერმა ალყაში მოაქცია ჩვენი მებრძოლები, ამის შემდეგ მათ შესახებ არაფერია ცნობილი და ისინი უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან. ბრძოლა მიმდინარეობდა სოფ. ახალდაბასთან მას შემდეგ ოჯახი იმედს არ კარგავს, რომ ივანე ჯანმრთელი და სიცოცხლით სავსე დაუბრუნდება თავის კერას.



ითანამშრომლა და ინფორმაცია მოგვაწოდა მიხეილ ნუგზაქრის ძე ბარბაქაძე დაბ. 1967წ. ვეტერანი წარმ. ხაშური


სრული 60 მებრძოლის სია მასალა აღებულია წიგნიდან ისინი იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის  გამოცემა 2003 წელი წიგნზე იმუშავეს გოგა ხაჩიძე, შერაზადიშვილი  გადადი ლინკზე


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.07.2021
ბოლო რედაქტირება 19.07.2023
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0