სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
დავით კახიშვილი 1965-92წწ დაკარგ. გაგრა აფხაზეთი დაბ. თბილისი დავით კახიშვილი 1965-92წწ დაკარგ. გაგრა აფხაზეთი დაბ. თბილისი დავით კახიშვილი 1965-92წწ დაკარგ. გაგრა აფხაზეთი დაბ. თბილისი დავით კახიშვილი 1965-92წწ დაკარგ. გაგრა აფხაზეთი დაბ. თბილისი დავით კახიშვილი 1965-92წწ დაკარგ. გაგრა აფხაზეთი დაბ. თბილისი

1965-1992 წწ. გარდ. 27 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი კახიშვილი სია

ხაშური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

279       ბეჭდვა

დავით კახიშვილი 1965-92წწ დაკარგ. გაგრა აფხაზეთი დაბ. თბილისი

დავით კახიშვილი ზურაბის ძე დაიბადა ქ. თბილისში 1965 წლის 19 აპრილს. წარმომავლობით ხაშური


წყარო http://www.molodini.org/ge/dakargulebi/personsPage/13




მარცხნივ დათო კახიშვილი, შუაში ზურაბ კვანტრიშვილი 1961-92წწ დაკარგ. გაგრა აფხაზეთი დაბ. სოფ. თვრინი ზესტაფონი, ფოტო მოგვაწოდა დათოს დამ, მზია ზურაბის ასული კახიშვილი.

1971-1982 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის 106-ე საშუალო სკოლაში.

1982 წლიდან მუშაობდა ქ. თბილისის  გ. დიმიტროვის სახელობის საავიაციო ქარხანაში.


1986-1988 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში ქ. ჩელიაბინსკში. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობა გააგრძელა ქ. თბილისის გ. დიმიტროვის სახელობის საავიაციო ქარხანაში.

1989 წლიდან სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

 აფხაზეშთი შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1992 წლის 2 ოქტომბერს დაიკარგა უგზო-უკვლოდ ქალაქ გაგრაში.


დავით ზურაბის ძე კახიშვილი 1992 წლის 14 აგვისტოდან 1992 წლის 2 ოქტომბრამდე ზ/რიგითად ირიცხებოდა ეროვნული გვარდიის მე-4 სპეცდანიშნულების ბატალიონის შემადგენლობაში და მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში აფხაზეთის რეგიონში. კერძოდ: ტამიშის, აჩადარის, ეშერისა და გაგრისათვის წარმოებულ ბრძოლებში.


რუბრიკა „ერთი გმირის ისტორია“
ყოველ ორშაბათს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მოგიყვებათ ერთი გმირის ისტორიას
დავით კახიშვილი
დავით კახიშვილი ზურაბის ძე დაიბადა ქ. თბილისში 1965 წლის 19 აპრილს.1971-1982 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის 106-ე საშუალო სკოლაში.1982 წლიდან მუშაობდა ქ. თბილისის  გ. დიმიტროვის სახელობის საავიაციო ქარხანაში.1986-1988 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში ქ. ჩელიაბინსკში. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობა გააგრძელა ქ. თბილისის გ. დიმიტროვის სახელობის საავიაციო ქარხანაში.1989 წლიდან სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
1992 წლის 14 აგვისტოდან 1992 წლის 2 ოქტომბრამდე ზ/რიგითად ირიცხებოდა ეროვნული გვარდიის მე-4 სპეცდანიშნულების ბატალიონის შემადგენლობაში და მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში აფხაზეთის რეგიონში. კერძოდ: ტამიშის, აჩადარის, ეშერისა და გაგრისათვის წარმოებულ ბრძოლებში.1992 წლის 2 ოქტომბერს დაიღუპა გაგრაში. დაკარგულია უგზო-უკვლოდ.  
მზია კახიშვილი, დავით კახიშვილის და: " ომი როგორც კი დაიწყო, უბანში ბიჭები შეიკრიბნენ და წასვლა გადაწყვიტეს. 12 ბიჭი წავიდა ჩვენი უბნიდან. მერე დათოც წავიდა მეზობლის ბიჭთან ერთად. სახლიდან ისე წავიდა, არ უთქვამს ჩვენთვის რომ ომში მიდიოდა. თქვა, კახეთში მეგობართან მივდივარო. ჩვენ გვიან გავიგეთ.. ერთადერთი ის ვიცით, რომ  სოხუმიდან გაგრაში გადაიყვანეს 26 სექტემბერს. 2 ოქტომბერს შეტაკების დროს დილით ნახეს პანსიონატ "ენერგეტიკში", მერე უკვე კვალი იკარგება, სად წავიდნენ არავინ არ იცის. თავიდან ვფიქრობდით, რომ ცოცხალი იყო და გამოჩნდებოდა..
27 წლის იყო, ცოლშვილი არ ჰყავდა...რა ეძახდა ომისკენ მე ვერ გეტყვით, მაგრამ პირველ რიგში, ალბათ, სამშობლოს სიყვარული. ჩუმად წავიდა, ნებართა არავისთვის უთხოვია,  და "თეთრი არწივის" 102 ბატალიონში ჩაეწერა. 
ნეშტი რომ მაპოვნინა, გავაპატიოსნებ, ქრისტიანული წესით დავმარხავ და ვიფიქრებ,რომ ჩემი ძმის წინაშე ვალი მოვიხადე. ერთი ადამიანის დაკარგვით მთელი ოჯახი ნადგურდება, ამ ამბავს გადაჰყვა დედაც და მამაც. გაგრაში დაკარგულების ახლობლები ყოველი ოქტომბრის პირველ შაბათს ლურჯ მონასტერში ვიკრიბებით. თავიდან პარაკლისს ვიხდიდით. მამაომ გვითხრა, მოდი პანაშვიდი გადავიხადოთ, უფალმა თვითონ იცის, თუ ცოცხალია, ცოცხალს მიუვა და თუ გარდაცვლილია - გარდაცვლილსო. მაგრამ მე მაინც არ მემეტება და დილის ლოცვებში ჩემს ძმას ცოცხლებშიც ვიხსენიებ და გარდაცვლილებშიც.
ამ ცხოვრებაში ყველას თავისი წილი ბედნიერება ხვდება წილად. ჩემი ოჯახისთვის კი მისი ნეშტის პოვნა იქნება ბედნიერება, საფლავი რომ გვქონდეს..."
დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 18.03.2021
ბოლო რედაქტირება 06.08.2023
სულ რედაქტირებულია 8





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0