ზურაბ კვანტრიშვილი შალვას ძე დაიბადა 1961 წლის 15 მარტს ზესტაფონის რაიონის სოფელ თვრინში, მრავალშვილიან ოჯახში.
http://www.molodini.org/ge/dakargulebi/personsPage/21
1978 წელს დაამთავრა ზესტაფონის საშუალო სკოლა. 1980 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1992 წლის 2 ოქტომბერს გაგრის ტერიტორიაზე დაიკარგა უგზო-უკვლოდ.
დარჩა მეუღლე და სამი შვილი.
დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
ზურაბ კვანტრიშვილი
ზურაბ შალვას ძე კვანტრიშვილი 1992 წლის 14 აგვისტოდან 1992 წლის 2
ოქტომბრამდე ზ/რიგითად ირიცხებოდა ეროვნული გვარდიის მე-4
სპეცდანიშნულების ბატალიონის შემადგენლობაში და მონაწილეობას იღებდა
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში აფხაზეთის
რეგიონში. კერძოდ: ტამიშის, აჩადარის, ეშერისა და გაგრისათვის წარმოებულ ბრძოლებში.
1992 წლის 2 ოქტომბერს გმირულად დაიღუპა გაგრისათვის წარმოებული ბრძოლის დროს.
მარცხნივ დავით კახიშვილი 1965-92წწ დაკარგ. გაგრა აფხაზეთი დაბ. თბილისი, შუაში ზურაბ კვანტრიშვილი 1961-92წწ დაკარგ. გაგრა აფხაზეთი დაბ. სოფ. თვრინი ზესტაფონი, ფოტო მოგვაწოდა დათოს დამ, მზია ზურაბის ასული კახიშვილი.
ზურაბი ამ წუთისოფლიდან იმის ღრმა რწმენით წავიდა, რომ მისი საფიცარი
საქართველო ძლიერი და ბედნიერი იქნებოდა. რა ვქნათ, რომ ვერ მოესწრო ასეთ
საქართველოს, ვერ იხილა მისი საქართველო მტრისგან გათავისუფლებული.
http://mematiane.ge/docs/16285102606111183497f21.pdf
https://www.facebook.com/veteranebi/photos/a.243099942562420/1875762692629462/
ზურაბ კვანტრიშვილი დაიბადა 1961 წლის 15 მარტს, ზესტაფონის რაიონის სოფელ თვრინში, მრავალშვილიან ოჯახში. 1978 წელს დაამთავრა ზესტაფონის საშუალო სკოლა.1980 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში, კერძოდ: ტამიშის, აჩადარის, ეშერისა და გაგრისათვის წარმოებულ ბრძოლებში. 1992 წლის 14 აგვისტოდან 1992 წლის 2 ოქტომბრამდე ზ/რიგითად ირიცხებოდა ეროვნული გვარდიის მე-4 სპეცდანიშნულების ბატალიონის შემადგენლობაში 1992 წლის 2 ოქტომბერს გმირულად დაიღუპა გაგრისათვის წარმოებული ბრძოლის დროს. დარჩა მეუღლე და სამი შვილი.
ირაკლი კვანტრიშვილი, ზურაბ კვანტრიშვილის შვილი: „ როდესაც მამა ომში წავიდა, 7 წლის ვიყავი, მაგ ასაკის ბავშვისთვის საკმარისად კარგად მახსოვს. თბილი და მოსიყვარულე მამა იყო. დადგა საკითხი, რომ საქართველოს დახმარება, დაცვა სჭირდებოდა და ვისაც შეეძლო, იმ დროს, ეს ყველამ გააკეთა, ერთ-ერთი მამაჩემი იყო. მისი დაღუპვის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ როგორც გადმოცემით ვიცით, დაბომბვის დროს დაიღუპა გაგრაში. მამაჩემი მეგობრის წამოსაყვანად შებრუნდა, ვინც გასაფრთხილებლად და დასახმარებლად შებრუნდა, ცოცხალი ვერავინ გადარჩა, ყველა დაიღუპა.. დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ჩვენ აქტიური ურთიერთობა გვაქვს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან, ისინი ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ და ძალიან დიდი შრომა აქვთ ჩადებული საფლავების მოძიების საკითხში. ბევრ ოჯახს დაუბრუნეს დაკარგული მებრძოლის ნეშტი. ჩვენ ჯერ ისევ ველოდებით მამის ნეშტს...
... ბავშობა ძალიან მძიმე და მტკივნეული იყო... როდესაც ხედავ, რომ სხვა ბავშვებს მამები ჰყავთ გვერდით, ეთამაშებიან, შენც გინდა ესე იყო და უსაშველოდ გტკივა. მაგრამ როგორც ამბობენ, ობლებს ღმერთი არასდროს ტოვებს... მერე, როდესაც იზრდები, ხვდები, რომ მამაშენმა ვაჟკაცური საქმე გააკეთა და ეს გეამაყება. ადვილი არაა, ღირსებას თავი შესწირო, ეს ყველას არ შეუძლია, ალბათ, ეს რჩეულთა ხვედრია!..
ომი, ეს არის საშინელება, ყველაზე მძიმე ტრაგედია, იმ ქვეყნისთვის, სადაც ომობენ, იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სადაც შვილები მამებს, დედები შვილებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს კარგავენ, სამუდამოდ. ომის დროს აღარ არსებობს, წესები კანონები, მძიმეა ძალიან ომი; მაგრამ როცა საკითხი დგება ღირსების შენარჩუნებაზე, სხვა გზა აღარ გაქვს_ უნდა იომო შენი მიწისთვის, შენი ქვეყნისთვის, შვილებისთვის... ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა ვეცადოთ, რომ ომი ავიცილოთ თავიდან, მაგრამ ღირსების დაკარგვით არა...“
სოფიო კვანტრიშვილი, ზურაბ კვანტრიშვილის მეუღლე: „ ახლა. თითქოს. აღარ არის ისეთი პატრიოტიზმის განცდა, როგორიც მაშინ იყო. მაშინ ყველას ჰქონდა ის განცდა, რომ თუ წავიდოდნენ ომში, მათი ბრძოლით რაღაცას უშველიდნენ, დაეხმარებოდნენ ქვეყანას,. სხვა აზრი არც ყოფილა, ქვეყნას სჭირდებოდა დამცველები და ეს ბიჭებიც დაუფიქრებლად მიდიოდნენ. ზურიკო რომ წავიდა, მაშინ, ჩვენი უბნიდან, (ბოგდან ხმელინცკის ქუჩაზე ვცხოვრობდით), ბევრი ახალგაზრდა წავიდა, ადგნენ და ერთად, მოხალისეებად წავიდნენ საქართველოს გადარჩენის სულისკვეთებით. სხვა განცდა იყო მაშინ ხალხში, სამშობლოს სიყვარულის, ვაჟკაცობის და თავგანწირვის...
გაზაფხულზე წავიდნენ, მოხალისეებს მათთვის განკუთვნილი ვადის ამოწურვის შემდეგ შეეძლოთ სახლში დაბრუნება და ბევრი დაბრუნდა კიდეც, მაგრამ ზურიკო მოქმედ არმიაში გადავიდა გოჩა ყარყარაშვილის ბატალიონში და დარჩა ბოლომდე. მხოლოდ ერთხელ იყო ჩამოსული ჩვენს მოსანახულებლად, მაგრამ მალევე გაბრუნდა უკან. ჩვენ მისი საფლავიც არ გვაქვს. თავიდან ვერც გრძნობ, ვერ აღიქვამ, არც საფლავი გაქვს არც ცხედარი გინახავს. ვერ იჯერებ, მაინც მოლოდინი გაქვს... მერე და მერე მოდის ტკივილი, გაცნობიერება იმისა, რომ აღარ არის, აღარ დაბრუნდება...
იყო ძალიან მოსიყვარულე და თბილი მამა, მე ვიყავი ძალიან მკაცრი დედა და სულ მეჩხუბებოდა_ ბავშვებს ასე მკაცრად ნუ ექცევიო. საოცარი მამა იყო. ომის ტკივილები არ იკურნება, ჩემს შვილებს ახლაც უჭირთ ამაზე საუბარი, როდესაც აფხაზეთის სურათებს ან ვიდეოებს ნახულობენ, ძალიან უმძიმთ, რომ მამა იქ დაკარგეს. ეს წარუშლელი ტკივილია, რომელსაც დრო ვერ აყუჩებს...’’
ზურაბ კვანტრიშვილი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.