სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
მალხაზ ზედგენიძე 1971-93წწ. დაკარგ. აფხაზეთი დაბ. ჭობარეთი ასპინძა სამცხე-ჯავახეთი მალხაზ ზედგენიძე 1971-93წწ. დაკარგ. აფხაზეთი დაბ. ჭობარეთი ასპინძა სამცხე-ჯავახეთი მალხაზ ზედგენიძე 1971-93წწ. დაკარგ. აფხაზეთი დაბ. ჭობარეთი ასპინძა სამცხე-ჯავახეთი მალხაზ ზედგენიძე 1971-93წწ. დაკარგ. აფხაზეთი დაბ. ჭობარეთი ასპინძა სამცხე-ჯავახეთი

1971-1993 წწ. გარდ. 22 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ზედგენიძე სია

ასპინძა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

324       ბეჭდვა

მალხაზ ზედგენიძე 1971-93წწ. დაკარგ. აფხაზეთი დაბ. ჭობარეთი ასპინძა სამცხე-ჯავახეთი


მალხაზ ზედგენიძე ნუგზარის ძე დაიბადა 1971 წლის  პირველ თებერვალს ასპინძის რაიონის სოფ. ჭობარეთში.


აფხაზეთის კონფლიქტის დროს 1992 წლის 21 დეკემბერს ჩაირიცხა 22-ე მოტომსროლელი ბრიგადის 222-ე ბატალიონში. პირნათლად ასრულებდა მეთაურის მითითებებს.


 1993 წლის 4 ივლისიდან გაგზავნეს გუმისთის წინა ხაზზე საბრძოლო დავალების შესასრულებლად.  საბრძოლო დავალებიდან უკან არ დაბრუნებულა.  

4 ივლისის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაიკარგა. 

მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.


30 წლის შემდეგ დნმ-ით მოხერხდა აფხაზეთში გმირულად დაღუპული მებრძოლების ამოცნობა, ჩვენს გმირებს ოთხშაბათს 6 დეკემბერს 2023წ. 17 საათიდან სამების დაკათედრო ტაძარში დაასვენებენ

2023 წლის 06 დეკემბერს აფხაზეთიდან ჩამოასვენეს 21 სამხედრო და ორი სამოქალაქო პირი, რომლებიც დაკარგულად ითვლებოდნენ

მალხაზ ზედგენიძე 1971-93წწ. დაკარგ. აფხაზეთი დაბ. ჭობარეთი ასპინძა სამცხე-ჯავახეთი 


ზაქარია ბაციკაძე 1967-93წწ. დაკარგ. სოფ. ახალდაბა ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ქ. გორი ქართლი


ზურაბ მიხეილის ძე ჭეღელიძე 1956-1993 წწ დაკარგ. ახალდაბა აფხაზეთი.

დურმიშხან მაზანაშვილი 1953-93 წწ დაკარგ. ახალდაბა აფხაზეთი, დაბ. გორი


მირიან გოგალაძე 1959-93წწ. დაკარგ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ახალსოფელი ქარელი ქართლი


ივანე თვალიაშვილი ზურაბის ძე 1966- 27/09/1993წწ დაკარგ. ახალდაბა, აფხაზეთი დაბ. გორი

ალექსი ონიაშვილი თამაზის ძე გადმოსვენებულია 06 დეკემბერი 1993წ. ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ


ღუტო კვირიკაშვილი შოთას ძე 1963-24 სექტემბერი 1993 წწ დაკარგ. ახალდაბა. კინდღი, აფხაზეთი


ემზარი სულაქველიძე 1950-93წწ. დაკარგ. სოფ. ახალდაბა აფხაზეთი


ლერი (ლევან) ზერეკიძე დაკარგ. 1993წ. სოფ. ახალდაბა, აფხაზეთი დაბ. გორი


ჯიმშერ მერებაშვილი რევაზის ძე 1947-93 წწ დაკარგ. ახალდაბა, აფხაზეთი ცხვ. გორი


მამუკა იაგოს ძე მეტრეველი 1973-93წწ დაკარგ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. უწერა, ონი


გიორგი მირზიაშვილი არჩილის ძე 1976-93 წწ დაკარგ. აგუძერა, აფხაზეთი. თეთრი არწივი


მალხაზ ჯავახიშვილი 1973-93წწ. დაკარგ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ფლავი, გორი ქართლი


ეთერ გასვიანი არტემის ასული 1956-1993წწ გარდ. ბაბუშერა აფხაზეთი 


ბადრი შალიკაშვილი 1961-02/07/93წწ დაკ. 32 წლის, სოფ. კინდღი ოჩამჩირე აფხაზეთი შინაგანი ჯარი დაბ. თბილისი


ბესიკ ნიკოლიშვილი 1972-1993წწ. დაკარგ. სოფ. კინდღი, ოჩამჩირე, აფხაზეთი დაბ. სოფ. მარტყოფი გარდაბანი.


გია და გოჩა  სანაია ძმები. 1966-93წწ. გარდ. სოფ. კინდღი ოჩამჩირე სოფ. ვარჩე გულრიფში აფხაზეთი


სპარტაკ (ჯუბა) ზარანდია 1974-1993წწ. გარდ. სოფ. კინდღი ოჩამჩირე დაბ. სოფ. ვარჩე გულრიფში აფხაზეთი.


კახა ზარანდია 1973-1993წწ. გარდ. სოფ. კინდღი ოჩამჩირე დაბ. სოფ. ვარჩე გულრიფში აფხაზეთი.

სამოქალაქო


გიგუშა სანაია 1942-93წწ. გარდ. სოფ. კინდღი ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. სოფ. ფოცხო სენაკი სამეგრელო 

ელგუჯა მეტრეველი ვლადიმერის ძე გადმოსვენებულია 06 დეკემბერი 2023წელს ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ

მალხაზ ზედგინიძე 22 წლის იყო, როცა 1992 წელს აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაიკარგა. 

ეთერ და ნუგზარ ზედგინიძეების მრავალრიცხოვანი ოჯახი ბედნიერად ცხოვრობდა ახალციხეში, 4 შვილი ჰყავდათ - 2 ქალიშვილი და 2 ვაჟი. მალხაზი მათი უფროსი შვილი იყო. აფხაზეთის ომმა სამუდამოდ შეცვალა ზედგინიძეების ცხოვრება. 

მალხაზი 1992 წლის 21 დეკემბერს ჩაირიცხა 22-ე მოტომსროლელი ბრიგადის 222-ე ბატალიონში.  1993 წლის 4 ივლისს კი ის დედამ გააცილა ახალციხიდან აფხაზეთში. 

დრო გადიოდა, მშობლებმა არაფერი იცოდნენ შვილის შესახებ. ქალბატონი ეთერი ახალციხის სამხედრო ბაზაზე თითქმის ყოველ დღე მიდიოდა, რომ რამე მაინც გაეგო შვილის შესახებ. ერთხელაც, ომიდან დაბრუნებული სხვა მეომრებისგან შეიტყო, რომ მალხაზი სოფელ გუმასთან ერთ-ერთი ოპერაციის დროს დაკარგულა უგზო-უკვლოდ 1993 წლის 7 ივლისს - ანუ ომში წასვლიდან მესამე დღეს! დედას სწორედ მათ უამბეს - ბევრი ვეძებეთ ოპერაციის მეორე დღეს და ვერც ცოცხალს მივაგენით და ვერც მკვდარსო, და ივარაუდეს, ალბათ მალხაზი ტყვედ აიყვანესო. 

ქალბატონ ეთერს სჯეროდა, რომ მალხაზი ცოცხალი იყო, აუცილებლად გამოჩნდებოდა და დაბრუნდებოდა მშობლიურ ახალციხეში. ეს ამაო მოლოდინი ათწლეულები გაგრძელდა... 

2013 წელს ზედგინიძეებმა მეორე ვაჟიშვილის, რამაზის დახმარებით შეიტყვეს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების პროგრამის შესახებ და  შეავსეს განაცხადი მალხაზის ხვედრის დადგენის მოთხოვნით. 

მალხაზის ნეშტი2023 წლის ნოემბერში ამოიცნეს. რამაზს ძალიან ეშინოდა, რომ ასაკოვან და დარდისაგან ისედაც დაუძლურებულ მშობლებს, უფრო არ გაუარესებოდათ ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ამბის გაგებისას. ამიტომ ყოყმანობდა, ეთქვა თუ არა მათთვის სიმართლე. 

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მოძიების პროგრამა დაკარგული პირების ოჯახების ფსიქოლოგიურ დახმარებასაც მოიცავს. ამ შემთხვევაშიც, ფსიქოლოგი, და დაკარგულთა ოჯახების თანადგომის პროგრამის ხელმძღვანელი თამთა კუპატაძე ჩაერთო პროცესში. არაერთი საუბრის შემდეგ, თამთა და ბატონი რამაზი შეთანხმდნენ, რომ ერთად შეხვდებოდნენ ქალბატონ ეთერს და ბატონ ნუგზარს და მათი პოზიციის და მდგომარეობის შესაბამისად მიიღებდნენ გადაწყვეტილებას.

თამთა კუპატაძე ემოციურად იხსენებს 17 ნოემბერს ზედგინიძეებთან ჩასვლის დღეს: „მისულებს ძალიან თბილად დაგვხვდნენ და სახლში შეგვიპატიჟეს.  შეხვედრას მშობლებთან ერთად რამაზი და მისი მეუღლეც ესწრებოდნენ. ძალიან ვღელავდით ყველა. „თქვენ კარგ საქმეზე არ იქნებით მოსული“-ო, ნახევრად ხუმრობით გვითხრა ქალბატონმა ეთერმა. დავსხედით, საუბარი შორიდან დავიწყე. ვუხსნიდი, რომ მოძიება რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომ შესაძლოა, წლებთან ერთად ბევრი რამ შეიცვალოს... ვთხოვდი, ეთქვათ, რა მოლოდინით ავსებდნენ მოძიების განაცხადს. ქალბატონი ეთერი  დასაწყისში არეულად მპასუხობდა და თითქოს მიმყარებდა იმ მოსაზრებას, რომ არ იყო მზად სიმართლის მოსასმენად.  „მე სულ მგონია რომ აქვეა, მინდორში გასული და სადაცაა შემოვა“... „რა თქმა უნდა ცოცხალს ვეძებდი“... თუმცა, საუბრის პროცესში გამოიკვეთა, რომ ამდენი წლის შემდეგ უკვე შვილის  საფლავის არსებობაც კი გარკვეულ შვებას მოუტანდა მოხუც მშობლებს. „ომი იყო და ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო“, „მითხარით, რის სათქმელადაც ხართ მოსულები. ყველაფერი მითხარით“. „საფლავი მაინც რომ ვიცოდე ...“ 

ბოლოს, ვუთხარით სიმართლე. 

ძალიან ძლიერი ადამიანი რომ იყო, ეს თავიდანვე შევატყვე, თუმცა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როდესაც არა მხოლოდ გულდასმით მოისმინა ამოცნობის ანგარიშის დეტალები, არამედ  გვითხრა, რომ აუცილებლად ნახავდა შვილის ნეშტს, რათა ბოლომდე დარწმუნებულიყო სიმართლეში. „უნდა ვნახო და გულმა უნდა მიიღოს“. თუმცა დასძინა: „თუ  მივხვდი, რომ ჩემი შვილი არ არის, მის სახელზე მაინც დავკრძალავ და ვუპატრონებ“. ბოლოს, ისევე თბილად გამოგვისტუმრა როგორც მიგვიღო. 

მთელი დიალოგის მანძილზე მალხაზის მამა, ბატონი ნუგზარი, ხმაამოუღებლად, თავდახრილი ისმენდა ყველაფერს. განცდა დამრჩა, რომ მან დიდი ხნის წინ მიიღო ეს ფაქტი, უბრალოდ მეუღლეს არ ეწინააღმდეგებოდა. 

შემდეგ უკვე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შევხვდი ზედგინიძეებს. ქ-ნმა ეთერმა შვილის ნეშტი ნახა და დაემშვიდობა. ნახვის შემდეგ მივედი და გვერდით დავუჯექი. მაშინ ცრემლებით გადაუხადა მადლობა ყველას, ვისაც მისი შვილის მოძიება - ამოცნობაში წვლილი ჰქონდა შეტანილი. „თითქოს ცოცხალი ვნახე, თითქოს მის ქორწილში ვიყავი“. შემდეგ დანარჩენ ოჯახის წევრებს მიუბრუნდა და უთხრა, არ იტიროთ, იმხიარულეთო.“

...

სამების ეზოში ქ-ნ ეთერს სკამი დაუდგეს ახლობლებმა, რადგან მას გადაადგილება და ფეხზე დგომა ძალიან უჭირს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. როცა ტაძრიდან ნეშტების გამოსვენება დაიწყო, მას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ ფეხზე წამომდგარიყო და ისე გაეცილებინა უკანასკნელ გზაზე  თავისი და სხვების შვილები...



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.08.2021
ბოლო რედაქტირება 04.02.2024
სულ რედაქტირებულია 5

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 27.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0