კახა აბულიძე დაიბადა ახმეტის რ-ნის, სოფ. ქვემო ალვანში 1973 წლის 11 მარტი.
1979-1990 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის 17-ე საშუალო სკოლაში.
1991-1992 წლებში მსახურობდა ეროვნულ გვარდიაში.
აფხხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 22 სექტემბერს ბაბუშერას აეროპორტში ავიაკატასტროფის დროს დაიღუპა გმირულად.
2008 წლის 10 იანვრის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განბკარგულებით დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
24 თებერვალი, 2015 ·
სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გიორგი ჩარგეიშვილი, მალხაზ ფირანიშვილი, ზურაბ მელიშიანი, კახა აბულიძე და რუსუდან ჩხეტიანი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 5 გმირის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში აღევლინა. სამგლოვიარო ცერემონიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრო.
ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული მებრძოლების მოძიებისა და იდენტიფიცირების პროცესი კვლავაც გრძელდება. წითელი ჯვრის ეგიდით, 2010 წელს შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის 1992-193 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს. დღემდე 7 ასეთი შეხვედრა გაიმართა და გადაწყდა, სოხუმის ბაბუშერასა და თბილისის დიღმის ძმათა სასაფლაოს ექსჰუმაცია. წითელი ჯვრის ორგანიზებით, დევნილთა და განსახლების სამინისტრო აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან გადმოსვენების საკითხებზე მოლაპარაკებებს მომავალშიც განაგრძობს
დედა ვენერა გიდის ასული ოშორიძე, დაბადებული 15 თებერვალი 1937წელი. აბულიძის დედა დაბადებულია: სოფელი ქვემო ალვანი, ახმეტა
მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი