მურთაზ ჩაკვეტაძე – (დ. 2 თებერვალი, 1948, ცაგერი — გ. 22 სექტემბერი, 1993).
მურთაზ ახმედის ძე ჩაკვეტაძე იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საქართველოს მხედრიონის რიგებში (თბილისის რაზმის შემადგენლობაში).
იგი 1992-1995 წლების მოწვევის პარლამენტის წევრი იყო და ამავე დროს მონაწილეობდა ქ. გაგრის თავდაცვის ბრძოლებში (1992 წ. აგვისტო), 1992 წ. შემოდგომაზე მონაწილეობდა სოხუმის თავდაცვის ბრძოლებში.
1993 წ. 22 სექტემბერს თანამებრძოლების დასახმარებლად მიფრინავდა ქ. სოხუმში, რა დროსაც მოწინააღმდეგის მიერ ჩამოგდებულ თვითმფრინავში აფეთქდა.
სახელმწიფოს მეთაურის 1994 წ. 30 დეკემბრის N415 ბრძანებულებით მურთაზ ჩაკვეტაძე დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
განათლება – თბილისის ა.ს. პუშკინის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი (1977).
სამუშაო გამოცდილება
- ბიზნეს საქმიანობა.
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-93): დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი, №6.45 ცაგერის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი.
სახელმწიფო ჯილდო
დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.