მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-3 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"
ალეკო გიორგის ძე ჩაკვეტაძე დაიბადა 1957 წლის 9 ივლისს ბოლნისში.
დაამთავრა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბის საშუალო სკოლა.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ალეკო ჩაკვეტაძე,1992 წლის 4 დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანზირებული ბრიგადის მე-3 ბატალიონში რადიო-მეტელეფონედ.აქტიურად მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში,რომელსაც აწარმოებდა ბატალიონი.
ალეკო ჩაკვეტაძე დაიღუპა 1993 წლის 21 სექტემბერს გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდაში- საარტილერიო დაბომბვის დროს.