გიორგი ჩაკვეტაძე დაიბადა 1966 წლის 17 მაისს სოხუმის ზემო კელასურში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო სოხუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში. მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური.
უღალატო, ერთგულ, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ ვაჟკაცს უკან დახევა არ ჩვეოდა. როცა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრა, უანგაროდ დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. 1992 წელს გიორგი, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე
მექანიზირებული ბრიგადის | მოტომსროლელ ბატალიონში სანიტარ-ინსტრუქტორად ჩაეწერა და თავდაუზოგავად იბრძოდა მოწინააღმდეგის წინააღმდეგ:· მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. მეთაურთა დავალებებს კეთილსინდისიერად ასრულებდა. გიორგი ჩაკვეტაძე 1993 წლის 16 მარტის საბრძოლო მოქმედებების დროს თავის არეში მძიმედ დაიჭრა. მკურნალობის შემდეგ ისევ დაუბრუნდა პოზიციას.
1993 წლის 16 სექტემბერს სოფელ გვარდას აღებისას, მტერთან შეტაკებისას გარდაიცვალა.
გიორგი ჩაკვეტაძე დაკრძალულია სოფელ კელასურის სასაფლაოზე.