სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ნოდარ ხახიაშვილი 1961-93წწ. დაკარგ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. თეთრი წყარო ნოდარ ხახიაშვილი 1961-93წწ. დაკარგ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. თეთრი წყარო

1961-1993 წწ. გარდ. 32 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ხახიაშვილი სია

თეთრი წყარო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

295       ბეჭდვა

ნოდარ ხახიაშვილი 1961-93წწ. დაკარგ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. თეთრი წყარო

ნოდარ ხახიაშვილი ვლადიმერის ძე დაიბადა 1961 წლის 10 ივლისს თეთრი წყაროს რაიონში.


1968–1976 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის 64ე საშუალო სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ქ. თბილისის 18-ე პროფესიულ სასწავლებელში (პროფესია-მღებავი).

1981–1983 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში თურქმენეთის რესპუბლიკის ქალაქ აშხაბადში. 6 თვის შემდეგ გადაყვანილ იქნა ავღანეთში. მიღებული აქვს  სამი მედალი ,,მხედრული მამაცობისათვის".


დემობილიზაციის შემდეგ ჩაირიცხა ქ. ლენინგრადის ა. ტოლიატის სახელობის საინჟინრო-ეკონომიური უნივერსიტეტის ეკონომიურ ფაკულტეტზე.

მუშაობდა ქ. თბილისის სამხედრო კომენდატურაში.იყო ,,ავღანელთა"  ბატალიონის წევრი.

1993 წელს მუშაობა დაიწყო უშოშროების სამსახურში (სამხედრო წოდება – ზემდეგი).

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 27 სექტემბერს დაიღუპა ქ. სოხუმში მინისტრსთა საბჭოს დაცვის დროს (საფლავი უცნობია).

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის  25 ნოემბრის განკარგულებით, დაჯილდოვებულია ვ. გორგასლის I ხარისხის ორდენით.

ნოდარ ხახიაშვილი


    ნოდარ, 22 წელი გავიდა რაც წახვედი სახლიდან და აღარ დაბრუნებულხარ. როგორ წარმოვიდგენდი, რომ 22 წელი შენ ვეღარ გნახავდი, როცა ერთი დღე არ ყოფილა რომ ერთმანეთი არ გვენახა. 1993 წლის 27 სექტემბერის დილა გათენდა როგორც ყველა დღე. ტელეფონზე დავიწყე რეკვა, მაგრამ ამაოდ. პასუხი არავინ გამცა. მერე გამოაცხადეს სპეციალურ საინფორმაციო გამოშვებაში, რომ სოხუმი დაეცა.

    ძალიან მეტკინა გული, მე ხომ არ ვიცოდი, რომ შენ წასული იყავი. მას შემდეგ გულის ტკივილმა არ გამიარა. ძალიან მაკლიხარ, დაცარიელდა ჩვენი სახლი.

    ნოდარი ცოტა გულჩათხრობილი და უაღრესად კეთილი იყო. მან ავღანეთის ომიც მოიარა და იქიდან ცოცხალი დაგვიბრუნდა. ნოდარმა ავღანეთიდან ჯილდოები ჩამოიტანა. რას წარმოვიდგენდი თუ აფხაზეთიდან არ ჩამოხვიდოდი.

    ნოდარი ყოველთვის იქ იყო, სადაც სამშობლოს ძალიან უჭირდა. ამიტომ ის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს მინისტრთა საბჭოს შენობაში ჟიული შარტავასთან ერთად უკანასკნელ ტყვიამდე იცავდა საქართველოს მიწა წყალს. დაკარგვიდან 18 წლის შემდეგ ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა დააჯილდოვა გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენით ვაჟკაც იყავი და ვაჟკაცურად მოიხადე ვალი სამშობლოს წინაშე. გაუძნელდათ

    მოლოდინი შენს მშობლებს, ისინი აღარ არიან ცოცხლები. ძალიან მენატრება შენთან ლაპარაკი. ჩვენ ეზოში შენ გაკეთებულ ხეივანზე ხშირად მოფრინდება ხოლმე თეთრი მტრედი.


მას ვუყვები ბევრ ამბავს ჩემს შესახებ. იმედია შენ იცი ჩვენი ამბები და სოხუმიდან გვლოცავ, ჩვენს პატარა ოჯახს.

    ზღვის ტალღები ალბათ ისევ ხმაურით აწყდება აფხაზეთის ნაპირებს, ირგვლივ სიმშვიდეა. აღარ დგანან ადამიანის სისხლის მოყვარული ქვემეხები. აღარ წუიან ტყვიები, სიმშვიდეა, სიმშვიდე ჩვენი ცრემლის და ტკივილის ფასად. არ მგონია, რომ მშვიდად იყვნენ ის კაცისმკვლელი გადამთიელები, ვინც ჩვენს ოჯახს სიმშვიდე დააკარგვინა. უსასრულო მოლოდინმა ნელ-ნელა მიგვაჩვია იმ აზრს, რომ შენ აღარ დაბრუნდები, ნუგეშად შენი ფოტოები და გმირობები დაგვრჩა. დაგვრჩა ტყვია, რომელსაც სულ თან ატარებდი და ბოლო წასვლისას სახლში დატოვე. ასევე პატარა კაცის ფიგურა, რომლის გამოძერწვაც დაიწყე, მაგრამ ვერ მოასწარი დასრულება.

ველოდები იმ მტრედს, იქნებ მან მაინც ჩამომიტანოს შენი ამბავი, მაგრამ ამაოდ გადის წლები და გულისტკივილი არ ნელდება. და თუ მე მაინც ვერ გავიგე შენი ამბავი, იმის იმედი მაინც მაქვს, რომ შენ ტყუილად არ შეეწირე და აფხაზეთში ქართვლები დაბრუნდებიან. მე აუცილებლად ჩავჯდები მატარებელში, რომელიც გავა თბილისიდან სოხუმისკენ და მივალ მინისტრთა საბჭოს შენობასთან, დავანთებ სანთელს და ყველა კიბეს და ფანჯარას მოვეფერები, სადაც კი შენ ბოლოს ფეხი დაგიდგამს. ამის იმედი მაინც მაქვს.

შენი და ფატი ხახიაშვილი








კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 22.03.2021
ბოლო რედაქტირება 13.08.2023
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0