მერაბ ფოლადაშვილი დაიბადა 12 ივლისი 1957 წელი ბოლნისი გარდ. აფხაზეთი
ჩვენი ისტორია დაიწყო ჩემს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე. მე ჯერ არ ვიყავი, მაგრამ შენ უკვე მელოდებოდი და მელოდებოდი ალბათ ისე, როგორც არ ელოდებიან არასდროს და არავის ცხოვრებაში და შენ უკვე გიყვარდი, მთელი გულით, მთელი არსებით.
მე ზუსტად ვიცი, რომ, როცა პირველად მოვევლინე ამ სამყაროს, შენ სიხარულისგან იტირე.
დედა მიყვებოდა, რომ შენ იდექი სამშობიარო სახლის ფანჯარასთან სიხარულის და ბედნიერების ემოციებისგან გადარეული, იქნევდი ყვავილებს და მღეროდი. დედას არ ესმოდა შენი ხმა, იმიტომ რომ ფანჯრები არ იღებოდა და მიუხედავად იმისა, რომ შენ ეს იცოდი, მაინც აგრძელებდი ყვირილს და სიმღერას.
ბავშვობიდან მე მახსოვს შენი ძლიერი და ამავე დროს მზრუნველი ხელები, რომლებიც შიშისა და აღფრთოვანებისგან აყვირებულს ამაგდებდნენ ხოლმე ჰაერში… მე ყოველთვის ვიცოდი, რომ შენ დამიჭერდი.
შენ იყავი ყველაზე მომთმენი და ყურადღებიანი ყველა ჩემს მასწავლებელს შორის, შენ გვასწავლე მე და ჩემს ძმას პირველმა ამ სამყაროს შეცნობა და შეყვარება.
შენ ყოველთვის იცოდი როგორ უნდა გეზრუნა ჩვენზე. იცი, ჩვენ გვაკლდი მაშინ, როდესაც ძალიან გვჭირდებოდი. უშენოდ ძალიან ბევრი რამ მოვასწარით. აკეთებდი ყველაფერს იმისთვის, რომ მე და ჩემს ძმას შენით გვეამაყა და ჩვენ ვამაყობთ შენით, იმიტომ რომ შენ ყოველთვის ახერხებდი დედასთვის ბედნიერების მინიჭებას.
შენ მე მასწავლე არა მხოლოდ ჩემი, არამედ სხვების ცხოვრების დაფასებაც და პატივისცემაც. შენი გაკვეთილები სამუდამოდ დარჩნენ ჩემს მეხსიერებაში.
შენ ყოველთვის პატივს სცემდი ჩემს არჩევანს. მაშინაც კი, როცა მე ვფიქრობდი, რომ ყველა საუკეთესო მამაკაცი უკვე ჩვენმა დედებმა ჩაიგდეს ხელში, მე შევხვდი კაცს, რომელიც ძალიან მაგონებს მამას. ის, რა თქმა უნდა, სხვა არის, მაგრამ როცა მას ვუყურებ ,ხშირად ვფიქრობ შენზე.
ჩემი მამა, ჩემი მამიკო… შენ ყოველთვის გესმოდა ჩემი, შენ ყოველთვის მხარს მიჭერდი, რაც არ უნდა მომხდარიყო, შენ იყავი ჩემი ყველაზე საიმედო დასაყრდენი, ჩემი მფარველი ანგელოზი, ჩემი ციხესიმაგრე…
თითოეულ ადამიანს სჭირდება მამა, მამა და არა სიტყვა და იცი, თუ მე შემეკითხებიან, ვინ არის საუკეთესო მამა მსოფლიოში, მე ვუპასუხებ ,რომ შენ ხარ საუკეთესო, ჩემი მამა, ჩემი მამიკო.
მიყვარხარ ძალიან… და მენატრები…
14 დაკარგული ბოლნისელი მებრძოლის სია 1992-93 წლების აფხაზეთის ომში
ინფორმაცია მოგვაწოდა თამარ რეხვიაშვილმა დაბ. 1983წ. სოფ. რაჭისუბანი ბოლნისი
წიგნი "გელოდებიი" ავტორი ეთერ ჩუმაშვილი
გამოყენებულია მასალა "ერთიანი საქართველოსთვის" ავტორი დავით მჭედლიძე