ფონდი მოლოდინი 1990-იანი წლებიდან, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიება
კახაბერ ფარსმანიშვილი დაიბადა 1968 1 მაისს სოფელ მარტყოფში.
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ტექნიკური განათლება მიიღო, პირნათლად მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური, სწავლა განაგრძო იურიდიულ ფაკულტეტზე. მსახურობდა სამხედრო პოლიციის სამმართველოს სპეციალური დანიშნულების რაზმის სამხედრო პოლიციელად.
დაიღუპა 1993 წლის 22 სექტემბერს ქ. სოხუმში თვითმფრინავის აფეთქების შედეგად.
დარჩა ერთი შვილი, რომელმაც განიცადა მამის სიკვდილი და 5 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ეს ფოტო მოგვაწოდა მარინა ნაჭყებიამ