ბეჟანიშვილი თამაზი (ტუზიკა) ვაჟას ძე დაიბადა 1965 წლის 21 ივლისს ქ. გორში.
1971-1982 წლებში სწავლობდაქ. გორის №2 საშუალოსკოლაში.
1983-1985 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში სახალინზე.
დემობილიზაციის შემდეგ დაამთავრა ერთწლიანი საბუღალტრო სკოლა. პარალელურად დაამთვარა მძღოლის კურსები.
1992 წელს მოუვიდა უწყება გორის სამხედრო კომისარიატიდან და გაიწვიეს ახალციხეში ე.წ. “ზბორებზე“. სამი დღის შემდეგ ახალციხიდანვე წაიყვანეს გაგრაში, სადაც ჩაირიცხა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-11 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადიოს მე-4 “გაგრის“ბატალიონში. მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ყველა საბრძოლო ოპერაციაში ბატალიონთან ერთად. იყო დისციპლინირებული. მეთაურის დავალებას ყოველთვის დროულად და პირნათლად ასრულებდა. ომის მსვლელობისას მას დაჭრილი თანამებრძოლები არაერთხელ გამოუყვანია ბრძოლის ველიდან სამშვიდობოზე. იყო სამშობლოზე ძლიერ შეყვარებული პიროვნება, რაც ვლინდებოდა მის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
1992 წლის 2 ოქტომბერს მოწინააღმდეგის შემოტევიუს დროს ქ. გაგრაზე ბატალიონის თანამებრძოლებთან ერთად იგი საბრძოლო მანქანით “ბტრ“-თ გადეღობა მტერს და რამოდენიმე საათის განმავლობაში მედგარ წინააღმდეგობას უწევდა აფხაზ სეპარატისტებსა და მათ მიერ დაქირავებულ ბოევიკებს, რამაც მისცა შესაძლებლობა მშვიდობიან მოსახლეობას გასულიყო სამშვიდობოზე. იარაღით ხელში სოცოცხლის ბოლო წუთამდე იცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამ უთანასწორო ბრძოლაში თამაზ ბეჟანიშვილი გმირულად დაიღუპა.
აი როგორ იხსენებენ თამაზს მასწავლებლები: “ერთი ჩვეულებრივი ღიმილიანი ბიჭი იყო თამაზ ბეჟანიშვილი, ღიმილით უყვარდა ყოველთვის სალამის მოცემა. ის ზრდილი და თავაზიანი იყო უფროსების მიმართ. ამხანაგებს ძალიან უყვარდათ, რადგან მან არ იცოდა ღალატი,. აქ სკოლაში ისწავლა თამაზმა სამშობლოს, ბუნების და მიწაწყლის სიყვარული“.
მისი ახალგაზრდული წლები საქართველოს არეულ დროს დაემთხვა, როცა აფხაზეთში მეგობარი ბიჭები იღუპებოდნენ თამაზს რა გააჩერებდა სახლში. არ ასვენერბდა სამშობლოზე ფიქრი და მალევე ეს ფიქრი დაასრულა იმით, რომ ისიც სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგა.
მან არ იცოდა გაჭირვებაში უკან დახევა, ასევე მოექცა თავის სიცოცხლესაც. უნდა იამაყო ჩემო საქართველო, რომ ზრდი თამაზისნაირ ბიჭებს. გორის N 2 საშყუალო სკოლამ ექვსი საუკეთესო ახალგაზრდა შესწირა საქართველოს თავისუფლებას, მათ შირისაან ჩვენი თამაზი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სპეტაკი სულები.
თამაზს ძალიან უყვარდა მშვიდობა და ყველა მშვიდობის მოყვარე ადამიანი. აფხაზეთის ომის დროს, როგორც ღიმილის ბიჭმა დატოვა ტავისი ქალაქი, მშობლები, მეგობრები და ბრძოლის ველზე დაჰყო ტავისი დარჩენილი ცხოვრება. ძალიან აკლია ქალაქს, მშობლებსა და მის მეგობრებს ერთი ლამაზი და კაცური კაცი - თამაზ ვაჟას ძე ბეჟანიშვილი.
თამაზ ბეჟანიშვილი დაჯილდოვებულია ვ. გორგასლის I ხარისხის ორდენით.
მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი