სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ოთარ კორინთელი 1952-02/10/92წწ. გარდ. გაგრა აფხაზეთი წარმ. სოფ. საკორინთლო კასპი ოთარ კორინთელი 1952-02/10/92წწ. გარდ. გაგრა აფხაზეთი წარმ. სოფ. საკორინთლო კასპი ოთარ კორინთელი 1952-02/10/92წწ. გარდ. გაგრა აფხაზეთი წარმ. სოფ. საკორინთლო კასპი

1952-1992 წწ. გარდ. 40 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი კორინთელი სია

კასპი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

323       ბეჭდვა

ოთარ კორინთელი 1952-02/10/92წწ. გარდ. გაგრა აფხაზეთი წარმ. სოფ. საკორინთლო კასპი

ოთარ ოთარის ძე კორინთელი დაიბადა 18 იანვარი 1952 წელს ქ. თბილისში, იყო მთაწმინდელი. დაამთავრა 41-ესაშუალო სკოლა. ქ. ლენინაკანში, კავშირგაბმულობის ბატალიონში საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების სამხედრო- სავალდებულო სამსახური გაიარა.

მამა პაპა ცხოვრობდა სოფელი საკორინთლო ამჟამად კასპის რაიონი. კომუნიზმის პირობებში სახლი ჩამოართვეს და სკოლა გახსნეს, ასევე სხვები დაეპატრონენ 25 სახლს თბილისში, რომელიც მის დიდ პაპას (ლევანი) ეკუთვნოდა


როცა აფხაზეთს არეულობა დაეტყო , პატრიოტულმა სულისკვეთებამ აიძულა იგი 1992 წლის 29 აგვისტოს მოხალისედ წასულიყო აფხაზეთში და ჩარიცხულიყო 101-ე ბატალიონშ იგაგრაში.

1992  წლის 2 ოქტომბერს ძლიერი შემოტევის დროს იგი დაიჭრა. ათი წუთიც არ გასულა და სისხლისგან დაიცალა. 


თანამებრძოლეებმა ოთარ კორინთელი ვერ გამოიყვანეს ბრძოლის ველიდან...


 ოთარ კორინთელი და იური ძიძიგური თანაგუნდელები იყვნენ. წლების მანძილზე ერთად იცავდნენ საქართველოს კალათბურთის ღირსებას, ახალგაზრდული ნაკრების სახელს, ერთად ისწავლეს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და სიკვდილმაც ერთად უწია ბავშვობის მეგობრებს გაგრაში – პირველს ფრონტის ხაზზე, მეორეს – თავის სახლთან!.,


ოთარ კორინთელი მთაწმინდელი იყო. 41-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ლენინაკანში, კავშირგაბმულობის ბატალიონში მოითავა საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების სამხედრო-სავალდებულო სამსახური და 1976წლიდან მთლიანად სპორტს დაუკავშირა თავისი ცხოვრება. ცნობილ სპორტულ მუშაკს, ქართული კალათბურთის ქომაგს სხვადასხვა სპორტულ საზოგადოებებსა და სპორტულ სკოლაში უმუშავია. ყველგან სიკეთე და სიყვარული მოუპოვებია. გულთბილი, სიტყვაძვირი და ნამუსიანი კაცი სამშობლოს ერთგულად ემსახურებოდა და უანგაროდ გადასცემდა თავის გამოცდილებას ახალგაზრდა თაობას, ასწავლიდა სახელმწიფო დროშისა და ჰიმნის ფასს. სწორედ პატრიოტულმა სულისკვეთებამ აიძულა იგი 29 აგვისტოს მოხალისედ წასულიყო აფხაზეთში და ჩარიცხულიყო 101-ე ბატალიონში გაგრაში.


ბატალიონის მეომრები სოფელ კოლხიდაში მოვხვდით. ოთარი ჩვენი მოკავშირე იყო. მამობრივი მზრუნველობით გვევლებოდა თავს და ყოველთვის, როგრც კი დროს იხელთებდა ან პულტთან შეიცვლებოდა, ტყვია-წამლით მოდიოდა და გვამხნევებდა. ტყვიას არ უშინდებოდა. ამის საბრძოლო მაგალითი ბევრი. გვაქვს – მოგვითხრობს ო. კორინთელის თანამებრძოლი ავთანდილ ჩიქოვანი: 1. ოქტომბერს, იმ საბედისწერო დღეს მტერი შეტევაზე გადმოვიდა.

სარდლობას შექმნილი მდგომარეობა სასწრაფოდ შევატყობინეთ და თავიდან საარტილერიო სანგრებში გავმაგრდით, ის მაშინაც ახალჯაზრდა ბიჭებზე ფიქრობდა

 აკი ყოველთვის ამბობდა გაწვრთნილ და გამოცდილ მტერს ჩემისთანები უნდა შეებნენ, საკადრის პასუხსაც ჩვენ გავცემთ, და არა I7-19 წლისანებიო.თუ არ წავედი, აფხაზეთში, აბა, მარტო მათი სადღეგრძელოები ვსვაო.

ოთარი მძიმედ დაიჭრა, იცოდა, რომ განწირული იყო. მის მისაშველებლად დაბრუნებულებს დათო მშვიდობაძეს, ზაზა კირეულიშვილსა და მე მკაცრად გვთხოვა ადგილზე დაგვეტოვებინა, ტყეში შეყვანის შემდეგ ათი წუთიღა იცოცხლა სისხლისაგან დაცლილმა ვაჟკაცმა.

დარდად დარჩათ თანამებრძოლებს, რომ „დიდ მიწაზე“ ვერ გადმოიტანეს მისი ნეშთი და იქვე, სახელდახელოდ მიაბარეს ქართულ მიწას, რომელსაც იმჟამად გადამთიელი დაპატრონებოდა.

ია კალანდარიშვილი


ითნამშრომლა თამუნა ლევანის ასულმა კორინთელმა, ძმისშვილი (ექვსი შვილის დედა, ფოტოზე ოჯახთან ერთად)

 



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.07.2021
ბოლო რედაქტირება 06.08.2023
სულ რედაქტირებულია 8





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0