მე-2 საარმიო კორპუსი 24-ე ბრიგადა 243-ე ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"
ტარიელ დავითის ძე გასვიანი დაიბადა 1968 წლის 17 ოქტომბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუში. იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. 24 წლის ვაჟკაცი ბედნიერ მომავალზე ოცნებობდა, მაგრამ აფხაზეთში ომი დაიწყო და ტარიელმაც ჯარისკაცის ფარაჯა ჩაიცვა.
1993 წლის 16 სექტემბერს,მტერთან შეტაკების დროს მძომედ დაიჭრა... იმ დღეს განუმეორებელი გმირობა ჩაიდინა, ათეულობით თანასოფლელი იხსნა დაღუპვისგან. არავინ ელოდა მის გადარჩენას,მაგრამ სასწაული მოხდა და გადარჩა. მძიმე დარტყმა იყო ძმასავით თანაშეზრდილი მეგობრის რომან ომანაძის დაღუპვა. ტარიელს ერთი დღითაც არ გაუგდია იარაღი ხელიდან. სოხუმის დაცემის შემდეგაც განაგრძობდა პარტიზანულ ბრძოლას.
1998 წლის 25 მაისს,გალის მოვლენების დროს,ტარიელ გასვიანი გმირულად დაეცა იმ მიწაზე,რომლისთვისაც ასე თავდაუზოგავად იბრძოდა. გმირ ვაჟკაცს დარჩა 18 წლის მეუღლე და 4 თვის შვილი.