ნადარეიშვილი ზურაბ (ზაზა) დაიბადა 1967 წლის 11 თებერვალს ქ. სოხუმში. ცხოვრობდა ბარათაშვილის ქუჩის N 6-ში. დაამთავრა ქ. სოხუმის პირველი საშუალო სკოლა. პირნათლად მოიხადა სამხედრო სამსახური.
'' როგორია ზაზა ნადარეიშვილი ?''---დედის ნაამბობი, ქალბატონი თინა ბერაია-ნადარეიშვილის...
აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაწყებისას ჩემი ზაზა უკვე ჯარგამოვლილი, ჩამოყალიბებული ვაჟკაცი იყო, დაუსწრებლად სწავლობდა მექანიზაციის ფაკულტეტზე და ქალაქის მერიასთან ბატონ გურამ გაბესკირიასთან მუშაობდა.
იმ დაწყევლილ დღეს , 27 სექტემბერს ჟიული შარტავას დაცვასთან ერთად უშიშრად იბრძოდა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს წინააღმდეგ მოძალებული შეტევის მოსაგერიებლად.
ბუნებრივია, სოხუმელი ბიჭი სოხუმს იცავდა. ნეტავი გენახათ, როგორი თავდადებით, უშიშრად, მთელი შეგნებული პასუხისმგებლობით იბრძოდა მშობლიური კუთხე -კუნჭულის შესანარჩუნებლად. სოხუმის მინისტრთა საბჭოს კადრებს შეშფოთებით ვადევნებდი თვალს.
ჩემი ბიჭი, ჩემი ზაზა--ქვეყნის თავდადებული დამცველი.
ქალაქს ტოვებდა დიდი და პატარა, მე მირჩია სვანეთის გზით გამოვსულიყავი, გამორბოდნენ სამხედრო უწყებათა მეთაურებიც კი...
ჩემი ვაჟკაცი კი დაბეჯითებით მიმეორებდა; აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, სირცხვილი არაა 26 წლის კაცმა მშობლიური ქალაქი
ხელაღებით მივატოვო? არც მიატოვა. ჩემი შვილი გმირია. გმირი, როგორც ჟიული შარტავა.
დედა---თინა ბერაია- ნადარეიშვილი
ზურაბ ნადარეიშვილი _ დაიბადა 1967 წელს, 11 თებერვალს, სოხუმში. იყო სოხუმის მერის, გურამ გაბისკირიას პირადი მცველი. დაიღუპა 1993 წლის 27 სექტემბერს, აფხაზი სეპარატისტებისა და მთიელ კონფედერანტთა მიერ აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაზე განხორციელებული შეტევის დროს. სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვებულია (ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით. (ნეშტი აღმოჩენილ იქნა სოხუმში, ე.წ. იაშტუხას სასაფლაოზე არსებულ სამარხში. ზურაბ ნადარეიშვილს 16 მარტს, დიღმის ძმათა სასაფლაოზ...
წყარო მარინა ნაჭყებია დაიბადა სოხუმში 1956 წლის 24 დეკემბერს