სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ემზარ ნადარეიშვილი 1964-93წ. გარდ. გუმისთა აფხაზეთი დაბ. სოფ. ბესლეთი  სოხუმი ემზარ ნადარეიშვილი 1964-93წ. გარდ. გუმისთა აფხაზეთი დაბ. სოფ. ბესლეთი  სოხუმი

1964-1993 წწ. გარდ. 29 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ნადარეიშვილი სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

295       ბეჭდვა

ემზარ ნადარეიშვილი 1964-93წ. გარდ. გუმისთა აფხაზეთი დაბ. სოფ. ბესლეთი სოხუმი

ემზარ გრიგოლის ძე ნადარეიშვილი დაიბადა 1964 წლის 30 იანვარს სოხუმის რაიონის სოფელ ბესლეთში.


აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ემზარ ნადარეიშვილი, 1992 წლის ნოემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის | მოტომსროლელი ბატალიონის რიგებში – მზვერავად. ემზარმა თავი გამოიჩინა, როგორც საქართველოს მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის თავდადებულმა მებრძოლმა. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ არაერთ საბრძოლო ოპერაციაში. იყო ინიციატივიანი და დისციპლინირებული მებრძოლი. გულმოდგინედ ასრულებდა მეთაურის დავალებებს. ბატალიონის მეთაურისაგან არაერთი მადლობა ჰქონდა მიღებული. თანამებრძოლებში დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა.

გარდაიცვალა 1993 წლის 6 იანვარს, მდინარე გუმისთასთან განხორციელებული საბრძოლო ოპერაციის დროს

დაკრძალულია სოხუმი რაიონის სოფელ ბესლეთში.


გარდაიცვალა ე. ნადარეიშვილი 06 იანვარი  გუმისთა სოხუმი

1993 წლის იანვრის პირველ ნახევარში, ოჩამჩირის რაიონში სეპარატისტები რამდენჯერმე შეეცადნენ დაკარგული პოზიციების დაბრუნებას.

3 იანვარს მტერმა მასირებული იერიში მიიტანა – ცხენისწყლის, ტამიშის და კვიტოლის პოზიციებზე მდგარ ქართულ ძალებზე. ცხენისწყალთან ჩვენი გენშტაბის მონაცემებით მოწინააღმდეგემ 15 კაცი დაკარგა. ჩვენ 4 კაცი დაგვეჭრა. ტამიშთან თავად აფსუები ოთხკაციან დანაკარგზე საუბრობენ (ო. კასლანძია, ა. მიქაია, დ. ამიჩბა და მ. სანძავა). კვიტოლთან გამართულ ბრძოლას რაც შეეხება, მასზე ცალკე ვისაუბრებ.

წინა დღეს კოჩარასთან ჩვენი ექვსი მზვერავი ჩასაფრებაში მოჰყვა და უთანასწორო ბრძოლაში ოთხი მათგანი დაიღუპა (გ. ბუჩხრიკიძე, ბ. ფანცულაია....???).

3/4 იანვრის ღამით, დაქირავებულებმა კამანს მეზობელი სოფლიდან – ამზარადან შეუტიეს. შეტევა მოგერიებულ იქნა. მტერმა 6 მებრძოლი დაკარგა.

სოხუმის შტურმამდე და მის შემდგომ პერიოდშიც, გუმისთის ფრონტზე პოზიციური ბრძოლები არ წყდებოდა. მსხვერპლი იყო ორივე მხარეს.

6 იანვარს ზემო ეშერაში რუსებმა შეცდომით აფხაზური Л – 39 (ალბატროსი) ჩამოაგდეს, რომელსაც ყველაზე გამოცდილი აფხაზი პილოტი – ოლეგ ჩამბა მართავდა. რუსეთის ქ. სმოლენსკში, ოდინცოვოს სასაფლაოზე, მისი სახელობის კენოტაფია (საპატიო მონუმენტი) დადგმული. ეს ფაქტიც იმაზე მეტყველებს, თუ სინამდვილეში ვის და რას წარმოადგენდა მოწინააღმდეგის მხარე.

7 იანვარს მტრის 130–კაციანმა შენაერთმა, რომელსაც ბესლან კვირაია მეთაურობდა, ათარა – აფხაზურასთან მდებარე სიმაღლეებს – პანგანა–არქუს და კაკობა–არქუს შეუტია. მტერმა ორივე სიმაღლე დაიკავა, თუმცა მალევე ჩვენებს დამხმარე ძალა მოუვიდათ და დაკარგული პოზიციები დაიბრუნეს. აფსუებმა 10 კაცი დაკარგეს (ბ. კვირაია (მეთაური),ი. ცვიჟბა, ა. კვიცინია, ი. აპშიცბა და კუტოლის ბატალიონის ექვსი მებრძოლი).

ამავე დღის ღამის საათებში, გუმისთის და ოჩამჩირის ფრონტებზე, აფხაზთა დივერსიული ჯგუფები იქნა განადგურებული (რამდენიმე კაცი ტყვედაც აიყვანეს ჩვენებმა, ძირითადად ჩრდილო კავკასიელები).

8 იანვარს მოწინაარმდეგე ოხურეის ერთი ნაწილს – აქვეშს (სალი –არქუს სიმაღლე) უბრძოლველად დაეუფლა. 10 იანვარს კი სოფლის დანარჩენი ნაწილის დაკავება განიზრახა. ამჯერად ჩვენმა ძალებმა მომხდურს მძაფრი წინააღმდეგობა გაუწიეს და პოზიციები შეინარჩუნეს. მტერმა ამ ოპერაციის დროს 7 კაცი დაკარგა (ბ. კორტავა, რ. კორტავა, მ. ჯინჯოლია, ბ. ჯინჯოლია, გ. ფაჩულია, თ. ჩაჩხალია და ს. ჯინჯოლია).

ამავე რიცხვში ტყარჩელთან, რუსულმა მი –8 ტიპის ვერთფრენმა კატასტროფა განიცადა. დაუზუსტებელი ცნობით ვერტფრენში დაქირავებული მებრძოლები იმყოფებოდნენ.

11 იანვარს ოჩამჩირისა და გალის რაიონების საზღვარზე, აფხაზთა 14 კაციანი დივერსიული ჯგუფი იქნა განეიტრალებული (მოკლულ იქნა ჯგუფის სამი წევრი, დანარჩენები კი ტყვედ აიყვანეს).

13 იანვარს ფოქვეშთან და არადუსთან მოხდა შეტაკებები. მოწინაარმდეგემ 2 – 2 კაცი დაკარგა.

14 იანვარს მტერმა ზემო კინდრის მიმართულებით ფართომაშტაბიანი იერიში განახორციელა. ბრძოლაში ჩვენი მი – 24 ტიპის ვერთფრენიც ჩაერთო, რომელიც რუსმა მებრძოლმა ვიქტორ სტროიმ ჩამოაგდო. დაიღუპა ორივე პილოტი (აბაქარ მაგომედოვი და გოდერძი გვრიტიშვილი). ამ „დამსახურებისთვის“ ვ. სტროის აფხაზეთის უმარლესი ჯილდო – გმირის წოდება მიანიჭეს. აგვიფეთქეს ასევე ტანკი და ბმპ–ე. ტყვედ აიყვანეს ჩვენი რამდენიმე მებრძოლი. მძიმე დანაკერგების მიუხედავად, სოფლის შენარჩუნება მაინც მოხერხდა. აფსუები ოთხ დაღუპულზე საუბრობენ, თუმცა რეალურად 2–3 ჯერ მეტი დანაკარგი უნდა განეცადათ.

15 იანვარს მოწინააღმდეგის მორიგი სამიზნე სოფელი კვიტოლი გახდა. ჩვენი 25 კაციანი შეაერთი (მერხეულის ბატალიონი) მტერმა ალყაში მოაქცია. გმირული წინაარმდეგობა 7–8 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ბოლო საათებში შინაგანი ჯარის ნაწილებმა მტერს ერთ–ერთი ფლანგიდან დაარტყეს და ამან ალყაში მოქცეულებს, თავის დაღწევის საშვალება მისცა. მერხეულის ბატალიონმა 12 კაცი დაკარგა (ვახტანგ ნარსავიძე (საკუთარ შვილს გადაეფარა და მის ხელში დალია სული), ელვანდი კვიციანი, ტელმან კვიციანი (ალყიდან გამოაღწია, მაგრამ მძიმედ იყო დაჭრილი და მალევე გარდაიცვალა), სერგეი ვერელჯიანი, ლერი პირველი (უგზო–უკვლოდ დაიკარგა), ოლეგ ხერგიანი (ტყვედ აიყვანეს და სასტიკად აწამეს)................???). შინაგანი ჯარებიდან ორი მებრძოლი – კახა ახობაძე და მამუკა თაბუკაშვილი დაიღუპნენ. მტერმა ათობით მებრძოლი დაკარგა (ჩვენი მხარე 60 კაცზე საუბრობს. აფსუები საერთოდ არ ახსენებენ დანაკარგებს).

იმავე დღეს კვიტოლიდან 2–3 კილომეტრის მოშორებით, სოხუმის ბატალიონის ოცეულის მებრძოლებსაც მოუწიათ ბრძოლაში ჩართვა. ცოცხალი არავინ გადარჩენილა, ყველა მათგანი დაიღუპა (დეტალები სამწუხაროდ უცნობია ჩემთვის).

იმავე რიცხვში ქვემო ეშერაში, მტრის ძალებმა მძიმე ტექნიკის კონცენტრაცია მოახდინეს და სოხუმის მიმართულებით ინტენსიური საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. დაიჭრა ჩვენი ერთ მებრძოლი. საპასუხო ცეცხლის შედეგად, სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით (ჩვენი გენშტაბის ინფორმაციით) მოწინააღმდეგემ 15 კაცი დაკარგა.

ამ ორ კვირიანი ბრძოლების შედეგად მტრის დანაკარგმა 80 –100 კაცი შეადგინა (20 კაცამდე ტყვედ ჩავარდა). ჩვენი დანაკარგი 60 – 70 კაცი უნდა ყოფილიყო (10 კაცამდე ტყვეობაში აღმოჩნდა). ამ მონაცემებს არ ვათვლი სოხუმის შტურმის დროს განცდილ დანაკარგებს (ამაზე ცალკე მაქვს დაწერილი. აფსუებმა 37 კაცი დაკარგეს, ჩვენ – 4).

მძიმე დანაკარგების მიუხედავად, ოჩამჩირის რაიონში პოზიციურად ბევრი არც არაფერი დაგვიკარგავს. მოწინააღმდეგემ მხოლოდ მცირედით გაიმჯობესა არსებული მდგომარეობა.

დაღუპული მებრძოლები:

ე. ავალიანი (1.01 – გუმისთა), ბ. ფანცულაია (2.01 – კოჩარა), კ. ახობაძე (15.01 – კვიტოლი)

ე. ნადარეიშვილი (6.01 – გუმისთა), ა. მაგომედოვი (14.01 – ზ.კინდღი), გ. ბუჩხრიკიძე (2.01 – კოჩარა)

წყარო ლაშა სირანაშვილი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.03.2021
ბოლო რედაქტირება 05.08.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 07.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0