მე-2 საარმიო კორპუსი 24-ე ბრიგადა 243-ე ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"
ამირან პეტრეს ძე ნადარეიშვილი დაიბადა 1950 წლის 21 ოქტომბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ მერკულაში.
დაამთავრა ოჩამჩირის რაიონის ტამიშის საშუალო სკოლა,შემდეგ სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი. იყო კვალიფიციური, წარმატებული სპეციალისტი.
ლეიტენანტი ამირან ნადარეიშვილი აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის დეკემბრიდან ირიცხებოდა 24-ე ბრიგადის 244-ე ბატალიონის მეთაურის მოადგილედ შეიარაღების დარგში.
ამირან ნადარეიშვილი აქტიურად მოანაწილეობდა ქალაქ ტყვარჩელისა და სოფელ ტამიშის მიმართულებით მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში. განსაკუთრებული თავდადება გამოიჩინა სოფელ მერკულას მისადგომებთან მტრის მასიური შემოტევის დროს.
1993 წლის 20 თებერვალს სოფელ მერკულასთან ლეიტენანტის ოცეულმა მტერი უკუაგდო და მის ტერიტორიაზე შეიჭრა,თუმცა ამირან ნადარეიშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა. მისი ცხედარი მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ გამოასვენეს საბრძოლო პოზიციიდან,დაკრძალულია სოფელ მერკულაში.
ამირან ნადარეიშვილს დარჩა მეუღლე და შვილი.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩნილი გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ლეიტენანტი ამირან პეტრეს ძე ნადარეიშვილი,სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.