სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11923

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ლუკა (ლევან) ოტიას ძე ნადარეიშვილი 1878-1954წწ არქიმანდრიტი დაბ. სოფ. ონტოფო (აბაშა) ლუკა (ლევან) ოტიას ძე ნადარეიშვილი 1878-1954წწ არქიმანდრიტი დაბ. სოფ. ონტოფო (აბაშა)

1878-1954 წწ. გარდ. 76 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ნადარეიშვილი სია

აბაშა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

30       ბეჭდვა

ლუკა (ლევან) ოტიას ძე ნადარეიშვილი 1878-1954წწ არქიმანდრიტი დაბ. სოფ. ონტოფო (აბაშა)



არქიმანდრიტი ლუკა (ნადარეიშვილი) 1878-1954
არქიმანდრიტი ლუკა, ერისკაცობაში ლევან ოტიას ძე ნადარეიშვილი, 1878 წელს ქუთაისის გუბერნიაში, სენაკის მაზრაში, სოფელ ონტოფოში გლეხის ოჯახში დაიბადა. ნადარეიშვილების გვარის წარმომავლობაზე ასეთი გადმოცემა არსებობს, რომ ისინი თავად აგიაშვილების შთამომავლები არიან, კერძოდ, ერთ-ერთი აგიაშვილი გარკვეულ გარემოებათა (მესისხლეობის) გამო, აყრილა თავისი საცხოვრებე-ლი ადგილიდან (რაჭიდან) და დასახლებულა დღევანდელი ონტოფოს ტერიტორიაზე, სწორედ ამ პიროვნებას დაუდია სათავე ნადარეიშვილების გვარისთვის,  ამიტომაა, რომ ნებისმიერი ნადარეიშვილი, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, ონტოფოს თვლის გვარის ფუძე სოფლად. დაეტყობა რაჭული წარმოშობის გამოხატულებაა, რომ ნადარეიშვილებში, მიუხედავად იმისა, რომ მეგრელებად ითვლებიან, არც თუ იშვიათია რაჭული ხასიათის ბუნება თვითონ არქიმანდრიტი ლუკა თვლიდა, რომ ნადარეიშვილი გვარის დაკნინებული ფორმაა და მიაჩნდა, რომ უფრო სწორი ფორმაა -–– ნადერეიშვილი. მამა ლუკას მისივე ხელით შედგენილ ბიოგრაფიაში, თავის გვარს ნადერეიშვილად წერდა. მამამისი –– ოტია ნადარეიშვილი ჭკვიანი და იმ დროის კვალობაზე განათლებული, სამშობლოს დიდად მოყვარული და კარგი მეომარი ყოფილა. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში, სადაც გამოჩენილი სიმამაცისა და გმირობისათვის დაუჯილდოებიათ წმინდა გიორგის ორდენით, რომელზეც ეწერა: „ოტია ნადარეიშვილს 1853-1856 წლებში რუსეთ-თურქეთის ომში გმირული ბრძოლებისათვის“. დედა –- სოფიო ფაჩულია ლამაზი, სათნო და ღვთისმოსავი ქალი ყოფილა, რომლის ღრმადმორწმუნეობამ დიდი გავლენა იქონია შემდგომში მამა ლუკას სასულიერო პირად ჩამოყალიბებაზე. ლუკას ჰყავდა ორი უფროსი ძმა: მალხაზი და ნიკოლოზი. 12 წლის ლუკა ოტიას წაუყვანია სოხუმში და ერთ ვაჭარს მიაბარა ხელობის სასწავლებლად, მაგრამ ვაჭარი  თურმე ადამიანების მოტყუებისა და თაღლითობის გარდა ყმაწვილს არაფერს ასწავლიდა, ამიტომ განაწყენებული ლევანი ერთ ღამეს გამოექცა ვაჭარს და სოხუმიდან ონტოფომდე თითქმის 100 კილომეტრი სულ ფეხით იარა.სახლში მოსულმა უარი განაცხდა უკან დაბრენებაზე. ამის შემდეგ მამამ იგი სამეგრელოს ოთხწლიან სასულიერო სასწავლებელში მიაბარა, რომელიც მან წარჩინებით დაამთავრა. 1895 წელს 17 წლის ყმაწვილი ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობ ლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში მივიდა, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. მონასტერში მოღვაწე ღირსი და წმინდა მამების შემხედვარეს თავადაც დიდი სურვილი აღეძრა, ბერული ცხოვრება გაეგრძელებინა. მან მიილო გადაწყვეტილება, სამუდამოდ დარჩენილიყო მონასტერში და თავი უფლისათვის მიეღძვნა. ლუკას ამ გადაწყვეტილებას მშობლები დადებითად შეხვედ-

5-1  საპატრიარქოს უწყებანი N5 6-12 თებერვალი 2014წ გვ.18

არქიმანდრიტი ლუკა (ნადარეიშვილი) 1878-1954 (გაგრძელება)

რიან, განსაკუთრებით კი -- დედა. თურმე ლუკა ჯერ კიდევ მცირეწლოვანი ყოფილა, როდესაც „ბატონები“ დამართნია და ძალიან მძიმე მდგომარეობაში ყოფილა. დედა-მამა დღე და ღამე ლოცულობდნენ, ისე რომ, სამი დღის განმავლობაში ლუკმა არ ჩაუდიათ პირში. ღმერთმაც შეისმინა მათი ვედრება და მცირე ხანში ლუკა სასწაულებრივად განიკურნა. აქედან მოყოლებული სოფიოს დიდი სურვილი ჰქონია მისი შვილი სასულიერო გზას დადგომოდა, რათა ამით გამოეხატა მადლობა უზენაესისადმი. ხობის მონასტერში რამდენიმეწლიანი მორჩილების გავლის შემდეგ გარკვეული პერიოდი ახალგაზრდა მორჩილს ათონის მთაზეც უცხოვრია, სადაც გაიღრმავა ბერმონაზვნური გამოცდილება და შეისწავლა ბერძნული ენა. ათონის მთაზე იგი თავისი უახლოესი მეგობრისა და სულიერი ძმის, ასევე ცნობილი ბერმონაზონ გრიგოლის (ბატა) (ნადარეიშვილი) დახმარებით მოხვდა, რომელთანაც მამა ლუკას ახლო ურთიერთობა ჰქონია. 1903 წელს ხობის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა სვიმეონმა (აფაქიძე) მორჩილი ლევანი ბერად აღკვეცა და სახელად ლუკა უწოდა. 1904 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (აბაშიძე) იგი დიაკვნად აკურთხა. 1907 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი და ხობის მონასტრის საძმოში დაადგინა. 1912 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა. 1916 წლის 26 ივლისს მლვდელ-მონაზონი ლუკა აღმოსავლეთ საქართველოში გადმოიყვანეს და დავით გარეჯის მონასტერში განამწესეს, სადაც რამდენიმე თვე იმსახურა. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ რუსეთის იმპერიაში არეულობა დაიწყო,რითაც ათასი ჯურის ავაზაკებმა ისარგებლეს. მათ  შორის იყვნენ მომთაბარე თათრები, რომლებმაც სათავისოდ გამოიყენეს ქვეყანაში შექმნილი ვითარება და გარეჯის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიებზე თავისი საქონელი გადმორეკეს. მათ ასევე რამდენჯერმე დაარბიეს ლავრა. აი, რას წერდა გაზეთი „საქართველო“ 1918 წელს ამ დარბევის შესახებ: „იანვრის ათს დავით გარეჯის უდაბნოს დაეცა თათრების შეიარაღებული რაზმი. რაზმს თან ახლდნენ უიარაღონიც. მთლად გაძარცვეს უდაბნო, გახრწნნეს, ბერები დალახეს, ყარაულს იარაღი აჰყარეს და უწყალოდ სცემეს, დაამტვრიეს და მილეწ-მოლეწეს კანკელები, ტრაპეზები, ხატები. ისე გახრწნეს რომ, უბრალო სკამიც კი არ დაუტოვებიათ. მოგეხსენებათ, რომ დავით გარეჯის უდაბნო შესანიშნავი ისტორიული ნათშია, აღსავსე ფასდაუდებელი ისტირიული მნიშვნელობის საღმრთო ნივთებით. ასეთი დღე ამ უდაბნოს არ დასდგომია შაჰ-აბაზის დროსაც კი. გაძარცვა არ აკმარეს, შენობებს ცეცხლი წაუკიდეს ყოველი მხრივ. ხალხი ჩაეშველა უდაბნოს და ცეცხლი ჩააქრო, მაგრამ დარჩა მხოლოდ ცარიელი დამწვარი ფიცრები, სიმდრიდრე ხომ წაიღეს, შეურაცხყვეს და წაბილწეს ისტორიული სიწმინდეები და ძეგლნი. შეუბრალებლად სცემეს ბერებს, დაატიტვლეს და ღვთისანაბარად დატოვეს. ეს ადგილები ჩვენია, გვიყვიროდნენ ისინი, მთავრობამ ჩვენ გვაკუთვნა, როგირც გვსურს, ისე მოვიხმართო; გვნებავს დავანგრევთ, გვნებავს დავწვამთო. მე მგონი, ქართველი ერი მოვალეა ხმა ამოიღოს და მოსთხოვოს თათართა საეროვნო საბჭოს, ალაგმონ თავისი ხალხი, ნუ იწვევენ უსიამოვნობის და გადახდის ჟინსა“. ამ უმძიმეს დროს, როდესაც ხელისუფლებამ შესაფერისი დახმარება ვერ გაუწია იქ მოღვაწე ბერებს, ზოგიერთი მათგანი იძულებული გახდა დაეტოვებინათ იქაურობა. 1918 წლის დასაწყისში მამა ლუკა შიომღვიმის მონასტერში გადავიდა. 1918 წლის მიწურულს მღვდელ-მონაზონი ლუკა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში გადაიყვანეს და ბედიის მამათა მონასტრის საძმოში განამწესეს. 1920 წელს, ბედიის სავანე დედათა მონასტრად გადაკეთდა და მამა ლუკა სხვა ბერებთან ერთად წარჩეს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მონასტერში გადავიდა. 1921 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1924 წელს მღვდელ-მონაზონ ლუკას დედა გარდაეცვალა. იგი რამდენიმე სასულიერო პირთან ერ-
5-2  საპატრიარქოს უწყებანი N5 6-12 თებერვალი 2014წ გვ.19
არქიმანდრიტი ლუკა (ნადარეიშვილი) 1878-1954 (გაგრძელება)
თად ჩასულა მშობლიურ სოფელ ონტოფოში დედის დაკრძალვაზე. სწორედ იმჟამად ადგილობრივი კომუნისტები ონტოფოს ეკლესიას ანგრევდნენ, ხატები და საეკლესიო ნივთები ტაძრიდან გამოიტანეს და დაწვეს. მოსახლეობის თხოვნაზე, ეს არ ჩაედინათ, ისინი ცინიკურად პასუხობდნენ, თუმცა ერთ-ერთი კომუნისტი მოულოდნელად ტაძრის სახურავიდან ჩამოვარდა და იქვე განუტევა სული. ამ არეულობით ისარგებლეს მამა ლუკას ახლო ნათესავებმა და მაცხოვრის დატირების დიდი ხატი ჩუმად სახლში გადამალეს.


ხობის მონასტრის საძმო. XX ს-ის 10-იანი წლების დასაწყისი. სხედან მარცხნიდან: 1) მღვდელ-მონაზონი ლუკა (ნადარეიშვილი), 4) მღვდელ-მონაზონი დიონისე, 5) მღვდელ-მონაზონი ანდრია (გობეჩია), 6) ბერ-დიაკონი ალექსი მირცხულავა, შემდგომ არქიმანდრიტი. 

მთელი 70 წელიწადი ეს ხატი მათ ოჯახში ინახებოდა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ოჯახის უფროსმა ეს ხატი საჩუქრად მიართვა ზვიად გამსახურდიას, რომელმაც, თავის მხრივ, ეს სიწმინდე თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიას შესწირა, სადაც დღემდეა დაცული. მამა ლუკას სოფელში ჩამოსვლა არ გამოპარვია მაშინდელ ხელისუფლებას. ყალბი ბრალდების საფუძველზე იგი დააპატიმრეს და ორი თვით ციხეში გამოამწყვდიეს, სადაც უმძიმეს პირობებში ამყოფებდნენ, მაგრამ შეუდრეკელი მოძღვარი მაინც ვერ გატეხეს. 1925 წელს მღვდელ-მონაზონი ლუკა წარჩეს მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა და იღუმენის წოდება მიენიჭა. 1928 წლის 4 აპრილს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ქრისტეფორე II-მ (ციცქიშვილი) იღუმენ ლუკას დე-დაე კლესიაში თავდადებული და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა. 1932 წელს კომუნისტებმა წარჩეს მონასტერი დახურეს და არქიმანდრიტი ლუკა იძულებული გახდა სოხუმის რაიონის სოფელ გულრიფშში გასახლებულიყო, სადაც ერთ-ერთმა მორწმუნე ოჯახმა შეიკედლა. მამა ლუკა სოფლის სამრევლო ეკლესიაში ატარებდა წირვა-ლოცვას და დაუზარლად ასრულებდა წესებს მორწმუნეთათვის. სოფლის მოსახლეობაში ის დიდი ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობდა. 1936 წელს სოხუმის წმინდა გიორგის სახელობის სასაფლაოს ეკლესიაში გადაიყვანეს, ხოლო აქედან, 1938 წლიდან სოხუმის ახალ სასაფლაოზე, მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. არქიმანდრიტ ლუკას უფროსი ძმა მალხაზი ნაადრევად გარდაიცვალა და 5 მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა. მათი აღზრდა მამა ლუკამ ითავა. იგი მათ, როგორც თავის შვილებს, ისე ზრდიდა. ბიჭებს მამა არ ახსოვდათ, ამიტომ ლუკას, როგორც აღმზრდელ მამას, ისე აღიქვამდნენ, მოძღვარმა მათ  შესაბამისი განათლება მიაღებინა, შეასწავლა ნუსხა-ხუცური დამწერლობაც. ერთ-ერთ მათგანს უკიდურესი საჭიროებისათვის ისიც კი ასწავლა, როგორ მო-ენათლა ადამიანი: „მოუნათლავი კაცის სიკვდილი დიდი ცოდვა არისო“ -- ხშირად ეტყობა ბავშვებს მამა ლუკა. კომუნისტური  რეჟიმის პერიოდში მსგავსი შემთხვევა არც თუ იშვიათი გახლდათ. არქიმანდრიტ ლუკას მოღვაწეობასა და სულიერებას დიდად აფასებდა მაშინდელი უწმინდესი და უნეტარესი, კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე), რომელსაც ახლო ნაცნობობა და ურთიერთობა აკავშირებდა მოძღვართან. სოხუმში ჩასვლისას იგი აუცილებლად მოიხმობდა მას თავისთან და დიდხანს საუბრობდნენ სხვადასხვა სულიერ საკითხებზე. შემორჩენილია ერთი წერილი, რომელსაც მამა ლუკა უგზავნის კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს.

ქ. სოხუმი. 1947 წლის მაისი სხედან მარცხნიდან: საქართველოში რელიგიის რწმუნებულთა საბჭოს თავჯდომარე, კ. ქადაგიშვილი, კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე), ნინოწმინდელი ეპისკოპოსი დიმიტრი (ლაზარიშვილი). უკან დგანან: უცნობი მოძღვარი, დეკანოზი ნაუმ შავიანიძე , პროტოდიაკონი ამბროსი ახობაძე. მარჯვნივ ფეხზე დგას არქიმანდრიტი ლუკა. ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაუმი), პროტოდიაკონი;

ბარათი 1946 წლის 12 ივლისით თარიღდება: უწინარეს ყოვლისა შევავედრებ ჩემს უღირს ბაგით იმ უზენაეს ზეგარდამო არსს ციურ ძალას და ჭეშმარიტებას თქვენი უნეტარესობის საჯანმრთელოდ და სადღეგრძელოდ ყოფნას მთელი საქართველოს ერის სასარგებლოდ. აწ კი მოგახსენებთ ჩემს ვითარებას: მოულოდნელად დავმარცხდი. ვემზადებოდი წირვისათვის, ღამის 12 საათი იყო, ლოცვა დავიწყე, თან დაღლილობისა გამო სკამზე ჩამოვჯექი. ჩემდა უნებურად დამძინებოდა მუხლებზე. სტოლზე სასანთლე იდგა. სანთელი ჩამოვარდნილა, მოკიდებია ქაღალდზე. გამეღვიძა, სტოლზე ცეცხლი დავინახე გაჩაღებული, უეცრად ხელი დავკარი დასაქრობად, ის კი გავაქრე, მაგრამ ხელი კი აღმოჩნდა დამწვარი ისე, რომ სამსახური გამიჭირდა. ეხლა კი ვწამლობ. ამასთან, მივმართავ სიმდაბლით თქვენ უნეტარესობას, ნება მიბოძოთ ერთი თვის დასვენება. ამასთანავე, უბრძანოთ ლინდავის მღვდელს გიორგი ბეჟანიშვილს, ჩემი მოვალეობა გაწიოს დროებით და გიორგის ადგილზე მარინსკის (სოფელი სოხუმის რაიონში, აქ იყო წმინდა ხარლამპის სახელობის ეკლესია, სადაც მსახურობდა ბერძენი მღვდელი თეოდორე ივანეს ძე ისპასპისპიდი -- გ. მ.) მღვდელს ებრძანოს დღეგამოშვებით გიორგის მოვალეობა შეასრულოს. თქვენი უწმინდესობის მონა და მორჩილი არქიმანდრიტი ლუკა  1946 წლის 17 ივლისს ამ წერილს შემდეგი რეზოლუცია დაადო: „ამითი გაცნობებთ, რომ თქვენ ბოძებული გაქვთ ერთი თვისშვებულება და ნება გეძლევათ გადააბაროთ ეკლე-
5-3  საპატრიარქოს უწყებანი N5 6-12 თებერვალი 2014წ გვ.20
არქიმანდრიტი ლუკა (ნადარეიშვილი) 1878-1954 (დასასრული)
სია მღვდელ გიორგი ბეჟანიშვილს, სანამ დეკანოზი სიმონ გიგინეიშვილი კარგად გახდებოდეს“. 1948 წელს არქიმანდრიტი ლუკა ჩასულა თავის მშობლიურ სოფელში გარდაცვლილი ძმის, მალხაზის უფროსი შვილიშვილის ასევე მალხაზის მოსანათლავად. ბოლო პერიოდში იგი იშვიათად თუ ახერხებდა იქ ჩასვლას, ამიტომ უამრავმა ხალხმა მოიყარა დილიდანვე მათ სახლთან თავი. ყველას უნდოდა ლუკა მოძლღვრისათვის, სიწმინდით ცნობილი პიროვნებისთვის მოენათვლინებინა თავისი შვილი თუ შვილიშვილი. ამ დროს მამა ლუკა უკვე ასაკში გახლდათ, ამიტომ რძალმა, მალხაზის ქვრიმა სონია ურიდიამ სთხოვა ხალხს, მამაო ძალიან გადაიღალა და იქნებ სხვა დროს გადადოთ ნათლობაო, რაც მამა ლუკას შორს დაუჭერია და უთქვამს: „მე ღმერთსა და ეკლესიას ვემსახურები და აქედან გამომდინარე ვემსახურები ხალხს, რომელთაც აქვს სურვილი გახდნენ ეკლესიის წევრებიო, ამიტომ მუდამ მზად ვარ მოვემსახურო მათ დაუღალავადო“. მოხუცებული მოძღვარი მთელი დღე ფეხზე იდგა, ოფლად დაიღვარა, მაგრამ არ იმჩნევდა, მანამდე არ გაჩერებულა, სანამ უკლებლივ ყველა ბავშვი არ მონათლა. ეს ამბავი გახმაურდა, რასაც მამა ლუკას უფროსი ძმისშვილის, გურამის სამსახურიდან გათავისუფლება მოჰყვა. არქიმანდრიტი ლუკა ცხოვრობდა ქ. სოხუმში, მოლოტოვის ქ. 12-ში. აღესრულა იქვე 1954 წლის 28 მარტს და, სავარაუდოთ, დასაფლავებულია ფერისცვალების ეკლესიის სასაფლაოზე. მისი ძმისშვილების გადმოცემით, მამა ლუკა ეკლესიაზე ბანდიტების თავდასხმის დროს მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. სტალინის დროს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთიერთობის დარეგულირების შემდეგ ხელისუფლება პირდაპირ ვეღარ ბედავდა მოძღვრების დახვრეტა-დაპატიმრებას და სხვადასხვა გზებით ახერხებდნენ მათ ლიკვიდაციას. მსგავსი შემთხვევები არა ერთი დაფიქსირებულა იმ წლებში.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.11.2025
ბოლო რედაქტირება 26.11.2025
სულ რედაქტირებულია 4





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0