ალექსანდრე ალიხანაშვილი დაიბადა 1961 წლის 15 თებერვალს, თბილისში,
მოსამსახურის ოჯახში.სწავლობდა თბილისის # 2 რესპუბლიკურ ექსპერიმენტულ სკოლაში. რომლის დამთავრების შემღეგ სწავლა განაგრძო თბილისის II მუსიკალურ ტექნიკუმში თეორიულ განყოფილებაზე, რომლის სრული კურსის დამთავრების შემდეგ 1988-1-83 წწ. მსახურობდა ყოფილი საბჭოთა არმიის რიგებში. დაამთავრა თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტი- მუშაობდა თბილისის 62-ე საშუალო სკოლაში პედაგოგად.
იყო საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების განსაკუთრებული დანიშნულების ბატალიონის წევრი (უფროსი ლეიტენანტი).
დაიღუპა ქ. გაგრაში 1992 წლის 2 ოქტომბერს, დარჩა პენსიონერი მშობლები:მამა – ზურაბ ალიხანაშვილი.დედა – მზია ალიხანაშვილი.
მეუღლე – ლეილა თედორაძე და ორი მცირეწლოვანი შვილი – მარიამი და ნოდარი.
ალექსანდრე ალიხანაშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი
ალექსანდრე ალიხანაშვილი უფროსი ლეიტენანტი ალიხანაშვილი ალექსანდრე ზურაბის ძე მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების განსაკუთრებული დანიშნულების ბატალიონში ჯავშანტრანსპორტიორების ასეულში ოცეულის მეთაურად 1992 წლის 1 ივნისიდან. ამავე წლის 14 ივლისიდან 15 სექტემბრამდე მონაწილეობდა ცხინვალის რეგიონში შესულ სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში. 1992 წლის 19 სექტემბრიდან მონაწილეობდა აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში, კერძოდ ქალაქ გაგრაში. მტრის ერთ-ერთ შემოტევის დროს საბრძოლო დავალების შესრულებისას 1992 წლის 2 ოქტომბერს უფროსი ლეიტენანტი ალიხანაშვილი ალექსანდრე ზურაბის ძე გმირულად დაიღუპა ქალაქ გაგრის დაცვისათვის წარმოებულ ბრძოლაში. დაკრძალულია ქალაქ გაგრაში.
მან პირნათლად შეასრულა მასზედ დაკისრებული დავალება საკუთარი სიცოცხლის ფასად. გამოჩენილი გმირობისათვის საქართველოს სახელმწფისო მეთაურის 1993 წლის 10 აპრილის N37 ბრძანებულებით დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით.