მამუკა პაპიძე გენადის ძე 1972-93წწ დაკარგ. აფხაზეთი დაბ. ჭიათურა
მამუკა პაპიძე დაიბადა 1972 წლის 18 მარტს, სოფელ ქვედა უსახელოში, 1989 წელს დაამთავრა ნიგოზეთის საშუალო სკოლა. ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული ჭაბუკი ერთნაირი მონდომებით სწავლობდა ყველა საგანს, იყო კეთილი, ალალმართალი, ყოველთვის ერიდებოდა კონფლიქტურ სიტუაციას, გამოირჩეოდა დისციპლინითა და რაინდული ხასიათით.
ეროვნულ გვარდიაში გაიწვიეს 1992 წლის 25 აგვისტოს. მსახურობდა ქუთაისის 30-ე ბრიგადაში, იბრძოდა აფხაზეთის რეგიონში. დღემდე ითვლება
უგზოუკვლოდ დაკარგულად. ჰყავს დედა, მამა და ერთი და.