საპატრიარქოს უწყებანი N26 5-11 ივლისი 2012წ გვ.19
შქმერელი პაპიძეების სამღვდელო ოჯახი
მღვდელი სილოვანი ოჯახის წევრებთან ერთად
XIX საუკუნის 1 ნახევრიდან შქმერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ერთგულად და თავდადებით მოღვაწეობდა პაპიძეების სამღვდლო
ოჯახი. ჩვენს ხელთ არსებული საბუთებიდან ირკვევა, რომ ამ გვარის პირველი სასულიერო წარმომადგენელი გახლდათ მღვდელი ნიკოლოზ გლა- ხუას ძე პაპიძე, რომელიც 1794 წელს რაჭის სოფელ შქმერში, საბატონო გლეხის ოჯახში დაიბადა. მან წარჩინებით დაამთავრა რაჭის ახლად გახსნილი სასულიერო სასწავლებელი, ხოლო ქართულ ენაზე წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი სხვავის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერში
მღვდელ-მონაზონ იაკობთან ისწავლა. დაოჯახების შემდეგ ნიკოლოზი დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1816 წელს ნიკორწმინდელმა მთავარეპისკოპოსმა სოფრონმა (წულუკიძე) მღვდლად დაასხა ხელი და შქმერის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაადგინა. მღვდელი ნიკოლოზი 1865 წლის 4 იანვარს გარდაიცვალა. მისი ვაჟი, გიორგი პაპიძე, 1817 წელს დაიბადა. მამა ნიკოლოზის მსგავსად, მანაც რაჭის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა, ხოლო წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიოტიპიკონი მამასთან ისწავლა. პატარა გიორგი
წლების განმავლობაში ეხმარებოდა მას ტაძარში მსახურებისას, ასრულებდა მნათისა და მედავითნის მოვალეობას. XIX საუკუნის 40-
იან წლებში გიორგი დაოჯახდა და სასულიერო ხარისხის მისაღებად ქუთაისის საკათედრო ტაძარში მოემზადა. 1850 წელს მას მღვდლად დაასხა ხელი იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) და შქმერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მეორე მღვდლად განამწესა. 1865 წლიდან მამის -- მლვდელ ნიკოლოზის გარდაცვალების
შემდეგ იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა იგი ტაძრის წინამძღვრად დანიშნა. მამა გიორგი პატიოსნებითა და თავმდაბლობით გამოირჩეოდა, რის გამოც მთელ რაჭაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. სოფელში დღემდეა შემორჩენილი მოკლე ლექსი-სიმღერა, რომელიც შქმერელ მოძღვარს ეძღვნება: „წავიდეთ შქმერსო, ვესტუმროთ გიორგი მღვდელსო, ღვინოს გვასმევს ძველსო“. მღვდელი გიორგი 1894 წლის 16 ივნისს მოხუცებულობისა და ავადმყოფობის გამო პენსიაზე გავიდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა XIX საუკუნის მიწურულს ან XX საუკუნის დასაწყისში. მამა გიორგის ვაჟმა ამბაკუმმა საერო ცხოვრება აირჩია, იგი მშობლიურ სოფელში ცხოვრობდა და თავს მეურნეობით ირჩენდა. 1870 წელს მას შეეძინა ვაჟი -- სილოვანი, რომელიც პაპიძეების გვარში უკანასკნელი სასულიერო პირი გახლდათ. მან ღირსეულად გააგრძელა თავისი წინაპრების ტრადიცია და სამღვდელო პირი გახდა. პირველდაწყებითი განათლება პატარა სილოვანმა პაპის, მღვდელ გიორგის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ მიიღო; პაპა სიყრმიდანვე უნერგავდა შვილიშვილს ღვთისა და სარწმუნოების სიყვარულს. ბაბუას ლოცვა-კურთხევით, მან ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში ჩააბარა, რომელიც 1891 წელს წარჩინებით დაასრულა. ქუთაისში სწავლის პერიოდს მისი შვილები ასე იხსენებენ: „თურმე, რადგან ტრანსპორტი არ იყო, მამა სილოვანი ხშირად ქუთაისიდან მშობლიურ სოფელში საგზლისთვის ფეხით ჩამოდიოდა და მერე ისევ უკანვე ბრუნდებოდაო“.
1892-1895 წლებში ახალგაზრდა და განათლებული კურსდამთავრებული სოფელ ჭილოვანის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მასწავლებლად იწყებს მუშაობას. ამავე პერიოდში დაქორწინდა სოფელ მეორე ტოლას ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრის, მღვდელ დავით გიორგის ძე ბოჭორიშვილის ასულ შუშანიკზე (დაბადებული იყო 1876 წელს, დასაფლავებულია შქმერის ეკლესიაში), რომელთანაც ოთხი შვილი ეყოლა: ნატალია (დაიბადა 1897 წელს, დამსახურებული პედაგოგი, მოღვაწეობდა საჩხერეში, იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. მან 1924 წლის აგვისტოს გამოსვლებისას მოდინახეს ციხეზე
საპატრიარქოს უწყებანი N25 28ივნისი-4ივლისი 2012წ გვ.20
შქმერელი პაპიძეების სამღვდელო ოჯახი (დასასრული)
თანამებრძოლებთან ერთად ააფრიალა ეროვნული დროშა და აქტიური მონაწილეობა აჯანყებაში, რის გამოც იდევნებოდა კომუნისტებისგან და წლების განმავლობაში იმალებოდა რაჭის მთებში); ელენე (დაიბადა 1900 წელს, გარდაიცვალა 1914 წელს, თირკმელების ანთებით, დაკრძალულია შქმერის ეკლესიაში); ბენედიქტე (დამსახურებული ექიმი-თერაპევტი. წლების განმავლობაში მუშაობდა ქ. ონის რამიიღო იონულ საავადმყოფოში თერაპიული განყოფილების გამგედ) და კაროლინა (სპეციალობით პროვიზორი). 1895 წლის 16 მაისს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) სილოვანი დიაკვნად აკურთხა. 1896 წლის 1 დეკემბერს კი იმერეთის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, ალავერდელმა ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი)
მღვდლად დაასხა ხელი და ჯვარისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1899 წლის 14 სექტემბერს იგი მშობლიურ სოფელში გადაიყვანეს და შქმერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. მამა სილოვანი განათლებული, წყნარი, სიტყვაძუნწი და კაცთმოყვარე მოძღვარი ყოფილა. სოფლის ქვრივ-ობლების დამხმარე და მფარველი. ერთგული და თავდადებული სამსახურის გამო მიღებული ჰქონდა სხვადასხვა ჯილდო, მათ შორის, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის სახელობის სამახსოვრო ვერცხლის ჯვარი, წმინდა ანას ხარისხის ორდენი, საგვერდული და სკუფია. კარგად ფლობდა რუსულ სალაპარაკო ენას. მამა სილოვანმა მონაწილეობა მიიღო სოფელ წესში, ბარაკონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის გადახურვასა და კეთილმოწყობაში. სამწუხაროდ, 1921 წლის თებერვალში, საქართველოს ხელახალი ანექსიის დროს, სამღვდელოების სხვა წარმომადგენლების მსგავსად, მამა სილოვანის ცხოვრებაც ტრაგიკულად წარიმართა. XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში კომუნისტებმა დაკეტეს რაჭის მაზრის თითქმის ყველა ეკლესია-მონასტერი და სასულიერო პირებს მღვდელმსახურება აუკრძალეს. 1924 წელს პატიმრობაში აიყვანეს ონის რაიონის რამდენიმე მოძღვარი, რომელთა შორის მამა სილოვანიც ერია. დაპატიმრებულთა ნაწილი ონის ხიდთან დახვრიტეს (მათ შორის მღვდელი თეოდორე საგანელიძე). შქმერის ეკლესიის მრევლის აქტიური ჩარევით სასწაულებრივად მოხერხდა მამა სილოვანის გადარჩენა და ციხიდან გათავისუფლება, თუმცა სამღვდელო მოღვაწეობა ვეღარ გააგრძელა. იგი მშობლიურ სოფელში დასახლდა და გულმოკლული საკუთარ კარმიდამოში მუშაობდა. როგორც მისი შვილიშვილები იხსენებენ „ბაბუას ჩუმად დავყავდით ტაძარში და სამშობლოსა და ადამიანების სიყვარულს გვინერგავდა გულშიო“. მღვდელი სილოვანი 1945 წელს, 75 წლის ასაკში აღესრულა. ანდერძის თანახმად, დაკრძალულია შქმერის ეკლესიის სამრეკლოში.