მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი სრული სია
გიორგი კვესაძე დაიბადა 1965 წლის 7 მარტს, ქ ხაშურში.
1982წელს დაამთავრა ხაშურის 25-ე საშ სკოლა. 1982 წელს ჩაირიცხა სარატოვის უმაღლეს სამხედრო საავიაციო სასწავლებელში, რომელიც 1986 წელს, შვეულმფრენის მეთაურის სპეციალობით დაასრულა, მიიღო მფრინავი-ინჟინერის კვალიფიკაცია.
სასწავლებლის დასრულების შემდეგ მსახურობდა უკრაინაში, ქ. ალექსანდრიის სამხედრო-საავიაციო სამსახურში.
1993 წლის 31 მაისის, საქათველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებით, გიორგი კვესაძე დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
2000 წლის 27 თებერვალს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისა და თავდადებისათვის, გიორგი საქართველოს ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირის სამუდამო წევრის სიგელით დაჯილდოვდა.
კიდევ მრავალი ჯილდო და მადლობა მიიღო გიორგი კვესაძემ, უმთავრესი ჯილდო კი ხალხის სიყვარული და სამუდამო ხსოვნაა. ასეთი სახელები არ უნდა დაიკარგოს და თაობას უნდა გადაეცეს. მათ ხომ, სწორედ, მომავალი თაობის ნათელ მომავალს შესწირეს თავი.
1991 წელს, ზაფხულში, გიორგი სამშობლოში შვებულებით იყო ჩამოსული. სწორედ ამ დროს მიმდინარეობდა საქართველოში ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა და გიორგიმაც უყოყმანოდ მიიღო გადაწყვეტილება, დარჩენილიყო და სამშობლოს სამსახურში ჩამდგარიყო.
უფროსი ლეიტენატი გიორგი კვესაძე, 1992 წლის 1 აპრილიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის N 55069 საავიაციო ნაწილში, ეკიპაჟის მეთაურად. შემდეგ კი მეთაურის მოადგილედ საფრენოსნო და საბრძოლო დარგში.
გიორგიმ, საბრძოლო ნათლობა აფხაზეთის ომის პირველივე დღეებში მიიღო.მრავალ საბრძოლო ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, მრავალჯერ იხსნა თანამებრძოლთა სიცოცხლე გარდაუვალი სიკვდილისაგან. 1992 წლის 5 ოქტომბერს, გიორგი საბრძოლო გაფრენას ასრულებდა სოხუმის აეროდრომიდან, მარშრუტით სოხუმი გაგრა. მისი დავალება იყო ჩვენი ქვეთი ნაწილების მხარდაჭერა და მოწინააღმდეგის პოზიციების განადგურება.
გიორგი ვერტმფრენი 11 საათსა და 30 წუთზე აფრინდა. ერთი საათის შემდეგ მტერმა შვეულმფრენი დააზიანა, რის გამოც ის უმართავი გახდა, 12 საათსა და 30 წუთზე შვეულმფრენი გაგრასთან, ხმელეთიდან კილომეტრის დაშორებით, ზღვაში ჩავარდა.
გიორგი და მისი ეკიპაჟის წევრები ამის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვვლებიან.
ძნელია დაიჯერო, რომ სწორედ აქ დამთავრდა გიორგის სიცოცხლე. მტკივნეულია ამის გაფიქრებაც კი. ერთადერთი ნუგეში ის არის, რომ გმირი, თუნდაც უგზო-უკვლოდ დაკარგული, ყოველთვის ჩვენთანაა...
ითანამშრომლა და ინფორმაცია მოგვაწოდა მიხეილ ნუგზაქრის ძე ბარბაქაძე დაბ. 1967წ. ვეტერანი წარმ. ხაშური
მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი