თემურ (გოჩა) თათრიშვილი დაიბადა 1962 წლის 20 ოქტომბერს ქ. თბილისში. 1969 წელს შევიდა კასპის მესამე საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1979 წელს. იმავე წელს მუშაობა დაიწყო კასპის ''ელექტრო აპარატის'' ქარხანაში მუშად, საიდანაც გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში. 1982 წელს, დემობილიზაციის შემდეგ, დაბრუნდა ზემოთაღნიშნულ საწარმოში.
1992 წლის ოქტომბრიდან ირიცხება ავღანელთა კავშირის სამხედრო შენაერთებში, საიდანაც გადავიდა საქართველოს უშიშროების სამინისტროში. მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთში წარმოებულ ბრძოლებში.იგი უგზო-უკვლოდ დაიკარგა 1993 წლის 27 სექტემბერს.
1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმში საბრძოლო ოპერაციების დროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შენობის დაცვისას გამოჩენილი მამაცობის, მხედრული ვალის მოხდისა და თავდადებისათვის დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით. (სიკვდილის შემდეგ).
25 ოჯახმა შეიტყო ცნობა 1992-93 წლებში აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს უგზოუკვლოდ დაკარგული ახლობლების ვინაობის შესახებ!
აი, ფაქტი: 2017 წელს გახსნილი 28 სამარხიდან და მოძიებული 91 ნეშთიდან მოხერხდა 25-ის ამოცნობა და იდენტიფიცირება!
აი, ერთი მათგანი: გოჩა გურამის ძე თათრიშვილი (20. 10. 1962. 27. 09. 1993. ქ. სოხუმი, აფხაზეთი) - "ავღანელ" ვეტერანთა ბატალიონის წევრი... ქ. კასპი.
1993 წლის 27 სექტემბერს ქ. სოხუმში გმირთა სიკვდილით აღესრულნენ მამაცთა შორის უმამაცესი ქართველები. მათთან ერთად დაეცა ქალაქის უკანასკნელი ბასტიონი - მინისტრთა საბჭოს შენობა...
გმირთა ბედი აქამდე ბურუსით იყო მოსილი, ისინი მიიჩნეოდნენ უგზოუკვლოდ დაკარგულებად, ახლობლებს არ გააჩნდათ ყველაზე ძვირფასი ადამიანების სამარეები...
2003 წლის 25 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ვახტანგ გორგასლის 1-ლი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა (სიკვდილის შემდეგ) გოჩა თათრიშვილი - 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმში საბრძოლო ოპერაციების დროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შენობის დაცვისას გამოჩენილი მამაცობის, მხედრული ვალის მოხდისა და თავდადებისათვის...
ამჟამად იდენტიფიცირებულთაგან რამდენიმის სახელი ფართო საზოგადოებისათვის კარგადაა ცნობილი, მაგ.: მამია ალასანია, გურამ გაბესკირია, ჟიული შარტავას მოადგილეები - არშაველ შენგელია და ვახტანგ გეგელაშვილი...
აი, მებრძოლთა ვინაობა "ავღანელთა" ბატალიონიდან: ბადრი ბერუაშვილი, გოჩა მაჩაიძე, თეიმურაზ ჯორბენაძე, ბესიკ სოფრომაძე, დავით გოჩიაშვილი, ომარ გიგოლაშვილი, ნოდარ ხახიაშვილი, ნუგზარ ჭუჭულაშვილი, ხვიჩა შალვაშვილი; ასევე, "იუპიტერის" პირადი დაცვის დანაყოფის უფროსი მერაბ კვინიკაძე და წევრები - თენგიზ აბსანძე და ელგუჯა შარტავა...
(ფ ო ტ ო ე ბ ზ ე - პუბლიკაცია 2003 წლის რაიგაზეთ "ახალი განთიადიდან" გოჩა თათრიშვილის ორდენით დაჯილდოების შესახებ, ავტორი - გაზეთის რედაქტორი ნანა მერებაშვილი... 2017 წლის 28 სექტემბერს ამავე გაზეთში დაბეჭდილი ჩანართი ეძღვნება აფხაზეთში მამაცურად დაღუპული კასპელი ვაჟკაცების ხსოვნას, წინა გვერდის ცენტრში - გოჩა თათრიშვილის სურათი... ხოლო 1996 წლის 24 მაისის "ხსოვნის ფურცელში" ამ გმირის გვარიც კი ვერ შევიტანე, რადგანაც მაშინ მისიანებს სასიკეთო მოლოდინის იმედს ვერ გადავუწურავდი...).
მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი
ინფორმაცია აღებულია ამირან ტალახაძე 12 თებერვალი 1953 წელი ცხოვრობს კასპი