სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
არჩილ სირბილაშვილი 1969- 02/10/1992წ. დაკ. გაგრა აფხაზეთი დაბ. თბილისი არჩილ სირბილაშვილი 1969- 02/10/1992წ. დაკ. გაგრა აფხაზეთი დაბ. თბილისი არჩილ სირბილაშვილი 1969- 02/10/1992წ. დაკ. გაგრა აფხაზეთი დაბ. თბილისი არჩილ სირბილაშვილი 1969- 02/10/1992წ. დაკ. გაგრა აფხაზეთი დაბ. თბილისი

1969-1992 წწ. გარდ. 23 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი სირბილაშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

226       ბეჭდვა

არჩილ სირბილაშვილი 1969- 02/10/1992წ. დაკ. გაგრა აფხაზეთი დაბ. თბილისი

რიგითი არჩილ რობიზონის ძე სირბილაშვილი მსახურობდა 1992 წლის 1 მარტიდან ეროვნული გვარდიის დიდგორის ბატალიონში.


მონაწილეობდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში.


სკვერი თბილისში (ვაზისუბანი)

აფხაზეთში, გაგრაში საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის 2 ოქტომბრიდან ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად.
«თბილისის ერთ-ერთი უბნის, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ერთ სადარბაზოში, ერთ სართულზე, გვერდი-გვერდ ცხოვრობდა ორი ძმადნაფიცი არჩილ სირბილაშვილი და გია მარტიაშვილი. ორივენი დეკემბრის თვეში დაიბადეთ, ორივენი უმამოდ გაიზარდეთ და ორივე 1992 წლის ოქტომბრის თვეში უგზო-უკვლოდ დაიკარგეთ აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში. შენ, არჩილ 2 ოქტომბერს, გია – 22 ოქტომბერს.



ჩვენ, კარის მეზობლები, ნათლიები, უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა დედები ცრემლიან თვალებს ვუმალავთ ერთმანეთს და გულში ღრმად მიმალული თქვენი დაბრუნების იმედის სხივს ველოდებით. ეს იმედის სხივია, რომ გვაძლებინებს. უსასრულოა მოლოდინის ღამეები, დღეები… წლები….
ჩემო არჩილ, ჩემო აჩიკო, ჩემ თვალწინ გაზრდილო ბიჭო, უთქმელო და კეთილო, ნაადრევად დავაჟკაცებულს ფიქრიანი და სევდიანი მზერა მამის ნაადრევმა სიკვდილმა გამოგაყოლა, უთქმელობა კი დედის ქედმოუხრელმა შრომამ, ოჯახისა და შვილების გადარჩენისათვის რომ ეწეოდა ყოველდღიურად.
გეოლოგობა გიზიდავდა, ქართული მიწის გულის გადახსნას და მის სიღრმეებში ბუნებრივი სიმდიდრეების მოძიებაზე ოცნებობდი, პირველ კურსზე ჩაირიცხე, მაგრამ სასწავლებლის კარის შეღებაც ვერ მოასწარი, რადგან…
როცა სამშობლომ მოგიხმოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, ორივე ძმადნაფიცი სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადექით. არჩილ, შენ, სამაჩაბლოს ომგამოვლილს, გაგრაში მოგიწია ბრძოლა, გიას – სოხუმში. ვაჟკაცურად იცავდით ქართულ მიწას ათასი ჯურის მომხდურთაგან. ვინ, ვინ და თქვენ მაინც ხომ იცოდით, მომხდურების უმრავლესობა კონფედერაციის დაქირავებული ჯალათები რომ იყვნენ. უსამშობლო, სახედაკარგული ავაზაკების ბრბო, რუსეთის გენერალიტეტის მიერ მთელ დუნიაზე შეკრებილი სალახანები, რომლებიც თავადვე შეაიარაღეს საუკეთესო იარაღით. გადაუხადეს დიდძალი თანხა და ქართველთა სიძულვილით დაგეშეს. მომხვდურთა გაუგონარი სისასტიკით დაკარგული აფხაზეთის გმინვა ცას სწვდებოდა. ცეცხლი ეკიდა არა მარტო სახლებსა და ქუჩებს, არამედ მიწას და ზღვასაც კი. არჩილ, ბოლოს 1992 წლის 2 ოქტომბერს გაგრაში გნახეს ფეხში დაჭრილი. იმ დღეებში ჩემმა გიამ, თბილისში, დაღუპული თანამებრძოლები ჩამოასვენა, შინ წამით შემოირბინა, შენი დაკარგვის ამბავი რომ გაიგო, სახე გაუფითრდა, შენი სურათი გამომართვა, გულის ჯიბეში სათუთად ჩაიდო და – გაფითრებული ტუჩებით, – მოვნახავო, ჩაილაპარაკა. მაგრამ… 22 ოქტომბერს ისიც ფეხში დაჭრილი ნახეს სოხუმის აეროპორტში, მას შემდეგ არც გიას გზა-კვალი ჩანს.
არჩილ, იქნებ მოგძებნა გიამ, იქნებ ერთად დაუსხლტით ომის საშინელებას, იქნებ ნამდვილმა აფხაზებმა, რომლებმაც კარგად იცოდნენ ძმათამკვლელი ომის გამჩაღებელთა შორს გამიზნული გეგმები, შეგიფარეს, გიმკურნალეს, გადაგარჩინეს და ახლა იმ წუთების დადგომას ელოდებიან, ორ ძმას შორის ჩატეხილ ხიდს რომ გაამრთელებს, რომლის ერთი ბურჯი თქვენი გადარჩენილი სიცოცხლე იქნება.

მაღალო ღმერთო! მუხლმოდრეკილი, უმორჩილესად გევედრები, რადგან მხოლოდ შენ ერთს, ხელგეწიფება ამ სასწაულის მოხდენა.




არჩილ! შენმა ძმამ თავის პატარას შენი სახელი დაარქვა. პატარა აჩიკოს შენ არ უნახიხარ, მხოლოდ სურათით გიცნობს და იმ დღეზე ოცნებობს, როცა აფხაზეთიდან დაბრუნებულ საამაყო ბიძას 19 წლის წინ გახურულ კარებს პირველი გაუღებს.

გია მარტიაშვილის დედა ნაზი მარტიაშვილი

წყარო მარინა ნაჭყებია დაიბადა სოხუმში 1956 წლის 24 დეკემბერს


არჩილ სირბილაშვილი

რიგითი არჩილ რობიზონის ძე სირბილაშვილი მსახურობდა 1992 წლის 1 მარტიდან

ეროვნული გვარდიის დიდგორის ბატალიონში.

მონაწილეობდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული

მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში.

აფხაზეთში, გაგრაში საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის 2 ოქტომბრიდან

ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად.

«თბილისის ერთ-ერთი უბნის, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ერთ სადარბაზოში,

ერთ სართულზე, გვერდი-გვერდ ცხოვრობდა ორი ძმადნაფიცი არჩილ სირბილაშვილი

და გია მარტიაშვილი. ორივენი დეკემბრის თვეში დაიბადეთ, ორივენი უმამოდ

გაიზარდეთ და ორივე 1992 წლის ოქტომბრის თვეში უგზო-უკვლოდ დაიკარგეთ

აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში. შენ, არჩილ

2 ოქტომბერს, გია – 22 ოქტომბერს.

ჩვენ, კარის მეზობლები, ნათლიები, უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა დედები

ცრემლიან თვალებს ვუმალავთ ერთმანეთს და გულში ღრმად მიმალული თქვენი

დაბრუნების იმედის სხივს ველოდებით. ეს იმედის სხივია, რომ გვაძლებინებს.

უსასრულოა მოლოდინის ღამეები, დღეები… წლები….

ჩემო არჩილ, ჩემო აჩიკო, ჩემ თვალწინ გაზრდილო ბიჭო, უთქმელო და კეთილო,

ნაადრევად დავაჟკაცებულს ფიქრიანი და სევდიანი მზერა მამის ნაადრევმა სიკვდილმა

გამოგაყოლა, უთქმელობა კი დედის ქედმოუხრელმა შრომამ, ოჯახისა და შვილების

გადარჩენისათვის რომ ეწეოდა ყოველდღიურად.

გეოლოგობა გიზიდავდა, ქართული მიწის გულის გადახსნას და მის სიღრმეებში

ბუნებრივი სიმდიდრეების მოძიებაზე ოცნებობდი, პირველ კურსზე ჩაირიცხე, მაგრამ

სასწავლებლის კარის შეღებაც ვერ მოასწარი, რადგან…

როცა სამშობლომ მოგიხმოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, ორივე

ძმადნაფიცი სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადექით. არჩილ, შენ, სამაჩაბლოს

ომგამოვლილს, გაგრაში მოგიწია ბრძოლა, გიას – სოხუმში. ვაჟკაცურად იცავდით

ქართულ მიწას ათასი ჯურის მომხდურთაგან. ვინ, ვინ და თქვენ მაინც ხომ იცოდით,

მომხდურების უმრავლესობა კონფედერაციის დაქირავებული ჯალათები რომ იყვნენ.

უსამშობლო, სახედაკარგული ავაზაკების ბრბო, რუსეთის გენერალიტეტის მიერ მთელ

დუნიაზე შეკრებილი სალახანები, რომლებიც თავადვე შეაიარაღეს საუკეთესო

იარაღით. გადაუხადეს დიდძალი თანხა და ქართველთა სიძულვილით დაგეშეს.

მომხვდურთა გაუგონარი სისასტიკით დაკარგული აფხაზეთის გმინვა ცას სწვდებოდა.

ცეცხლი ეკიდა არა მარტო სახლებსა და ქუჩებს, არამედ მიწას და ზღვასაც კი. არჩილ,

ბოლოს 1992 წლის 2 ოქტომბერს გაგრაში გნახეს ფეხში დაჭრილი. იმ დღეებში ჩემმა

გიამ, თბილისში, დაღუპული თანამებრძოლები ჩამოასვენა, შინ წამით შემოირბინა,

შენი დაკარგვის ამბავი რომ გაიგო, სახე გაუფითრდა, შენი სურათი გამომართვა,

გულის ჯიბეში სათუთად ჩაიდო და – გაფითრებული ტუჩებით, – მოვნახავო,

ჩაილაპარაკა. მაგრამ… 22 ოქტომბერს ისიც ფეხში დაჭრილი ნახეს სოხუმის

აეროპორტში, მას შემდეგ არც გიას გზა-კვალი ჩანს.

არჩილ, იქნებ მოგძებნა გიამ, იქნებ ერთად დაუსხლტით ომის საშინელებას, იქნებ

ნამდვილმა აფხაზებმა, რომლებმაც კარგად იცოდნენ ძმათამკვლელი ომის

გამჩაღებელთა შორს გამიზნული გეგმები, შეგიფარეს, გიმკურნალეს, გადაგარჩინეს და

ახლა იმ წუთების დადგომას ელოდებიან, ორ ძმას შორის ჩატეხილ ხიდს რომ

გაამრთელებს, რომლის ერთი ბურჯი თქვენი გადარჩენილი სიცოცხლე იქნება.

მაღალო ღმერთო! მუხლმოდრეკილი, უმორჩილესად გევედრები, რადგან მხოლოდ შენ

ერთს, ხელგეწიფება ამ სასწაულის მოხდენა.

არჩილ! შენმა ძმამ თავის პატარას შენი სახელი დაარქვა. პატარა აჩიკოს შენ არ

უნახიხარ, მხოლოდ სურათით გიცნობს და იმ დღეზე ოცნებობს, როცა აფხაზეთიდან

დაბრუნებულ საამაყო ბიძას 19 წლის წინ გახურულ კარებს პირველი გაუღებს.

http://mematiane.ge/docs/16285102606111183497f21.pdf




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.04.2021
ბოლო რედაქტირება 09.08.2023
სულ რედაქტირებულია 4





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0