მხერდრიონელთა სრული სია რომელიც გარდაიცვალა თვითფრინავის აფეთქების დროს
ელგუჯა გოცირიძე დაიბადა 1968 წლის 22 მარტს თეთრი წყაროს რაიონის სოფელ ასურეთში.
აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. პირნათლად მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. სწავლობდა თბილისის სამშენებლო პროფსასწავლებელში. ეუფლებოდა კარატეს. მუშაობდა თბილისში ავეჯის ასაწყობ სახელოსნოში.
თვალცრემლიანი დედა მოგვითხრობს:„აფხაზეთის ომმა ააფორიაქა ჩემი შვილიც. 10 ასურელ ბიჭთან ერთად წავიდა სამშობლოს ერთიანობის დასაცავად.ოჩამჩირეში მიხო მორჩილაძის ბიჭებთან ერთად იბრძოდა. როცა ბატონი მიხო დაიჭრა, ბიჭებმა „ასურეთის საძმო“ ჩამოაყალიბეს. ყველა ცხელ წერტილში ვაჟკაცურად იცავდნენ ქართულ მიწას. 1993 წლის თებერვლის ბოლოს ,ლაბრაზე შეტევის დროს, მძიმედ დაიჭრა გულისა ფილტვის არეში,2 თვე მკურნალობდა თბილისში, მაგრამ, როცა ტელევიზიით ბატონი ედუარდ შევარდნაძე გამოვიდა და ქუდზე კაცს იხმობდა აფხაზეთში, ჩემმა შვილმა ვეღარ მოითმინა.
ელგუჯა და მისი მეგობრები – დათო ავალიანი, ძმები სოსო და კობა გურგენიძეები,მათი ბიძაშვილი როსტომ გურგენიძე, ხვიჩა კაციტაძე, ბესო სარუსიძე და კუმისელი კობა ლაღიძე სასწრაფოდ გაემგზავრნენ დასავლეთში, მაგრამ ცნობილი მოვლენების გამო ბიჭებმა ვერ შეაღწიეს აფხაზეთში და უკან დაბრუნდნენ. 22 სექტემბერს 1 საათზე წავიდნენ თბილისში. თავი მოიყარეს პარლამენტის შენობასთან. იქ გაიგეს, რომ გაფრენა შეიძლებოდა, მაგრამ დაფრენის შანსი ძალიან მცირე იყო. ბიჭები არ შეშინდნენ და საღამოთი მაინც გაფრინდნენ. ის თვითმფრინავი დაფრენის დროს მტერმა ააფეთქა და 90 ვაჟკაცის სიცოცხლეც შეიწირა. ბიჭები ბაბუშერის სასაფლაოზე საძმო საფლავში განისვენებენ. „ასურეთის საძმოს“ წევრთაგან 3 ამოცნობილია და 4 ამოუცნობი. მათი შორის ამოუცნობია ჩემი შვილიც. იქნებ, გადამირჩა შვილი? იქნებ სასწაული მოხდა? ჩვენ, მშობლები, მისი მეუღლე და ორი ქალიშვილი მაინც ველოდებით.“
ელგუჯა გოცირიძე დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით (სიკვდილის შემდეგ).
მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი