სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ბესიკ გოცირიძე 1992წ. გარდ. სამაჩაბლო დაბ. თბილისი ბესიკ გოცირიძე 1992წ. გარდ. სამაჩაბლო დაბ. თბილისი ბესიკ გოცირიძე 1992წ. გარდ. სამაჩაბლო დაბ. თბილისი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი გოცირიძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

4       ბეჭდვა

ბესიკ გოცირიძე 1992წ. გარდ. სამაჩაბლო დაბ. თბილისი

სულ ცხრამეტი წელი იცოცხლა ბესიკ გოცირიძემ, მაგრამ მისმა ვაჟკცობამ, სამშობლოსადმი თავდადებამ უკვდავებას აზიარა,


ბესიკი თბილისში დაიბადა. აქ დაამთავრა 48-ე საშუალო სკოლა. 19 წლის 7 აგვისტოს სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს, გვარდიაში ჩარიცხეს, მათი ნაწილი დმანისის რაიონის სოფელ მთისძირში გადიოდა საბრძოლი წვრთნას.

დედამისი _ ქალბატონი ნარგიზა გულისტკივილით იგონებს: – როგორ ვუფრთხილდებოდით! მე და მამამისი ყოველ კვირას იქ, მთისძირში დავდიოდით სანახავად,გვეშინოდა, რომ წამოსულიყო, გზაში რაიმე ხიფათს არ გადაყროდა, იგი ხომ ძალიან მიამიტი იყო, ამხანაგების მოყვარული და მათთვის თავდადებული.

ექვსი თვე დაჰყვეს ამ ნაწილში ბესიკმა და მისმა მეგობრებმა, შემდეგ თბილისში გადმოიყვანეს გვარდიაში,ერთხანს ფოთში გაემართნენ, იქ ხიდს იცავდნენ, ორ თვეს სენაკში დაჰყვეს, იქიდან სამაჩაბლოში წაიყვანეს, სადაც მათ რუსი ნაიცონალისტების მიერ წაქეზებული ოსი სეპარატისტების წინააღმდეგ უნდა ებრძოლათ, საკუთარი მიწა-წყალი დაეცვათ.


ბესიკი თანამებრძოლებში დიდი სიყვარულით სარგებლობდა. – ბესოსგან საწყენ ადამიანს ვერ. ნახავთო, -- გვიამბობდნენ მისი მეგობრები გიორგი მუშკუდიანი და ვახო ნატროშვილი, – გულიანი ბიჭი იყო, ზრდილი, თავაზიანი,მხიარული, სულ მუდამ მომღიმარი. თვით დიდი საფრთხის დროსაც ცდილოდა მეგობრები გაემხნევებინა და ოხუნჯობდა, გარშემო კეთილ განწყობას ქმნიდა.

ახლა როგორი სიყვარული იცოდა, როგორ გიჟდებოდა თავის დასა და პატარა ძმაზე!

“ბესომ დიდად განიცადა თავისი ამხანაგის გურამ ნიჟარაძის დაღუპვა.გვიამბობს ბესიკის მამა ბატონი გურამი, – ბატალიონის ბიჭებთან ერთად მიცვალებული რომ ჩამოასვენეს, ბესიკი თითქოს ნაადრევად დავაჟკაცებულიყო.წვერი ჰქონდა მოშვებული და ამბობდა: გურამის სიკვდილს არავის შევარჩენ შევაკვდები და მის სისხლს ავიღებო.

აკი მედგრადაც იბრძოდა ვანათის მისადგომებთან.


1992 წლის 24 ივნისი იყო. ბესიკი თავის ამხანაგებთან ერთად, საბრძოლო დავალების შესრულების შემდეგ, ისვენებდა. დაჭრილი თანამებრძოლის სანახავად წავიდა. ოთახში როგორც შევიდა, უკნიდან ნაწილში შეპარული ჯაშუში მიუახლოვდა და ახლო მანძილიღან ზურგში ესროლა. ბესიკი უცებ შემოტრიალდა, ღონიერი ბიჭი იყო, კუნთმაგარი, მაჯაში სტაცა ხელი მომხვდურს და იარაღი წაართვა, და იქვე ჩაიკეცა სროლის ხმაზე ამხანაგები შემოვარდნენ, ჯაშუში შეიპყრეს, ბიჭებმა უგონო მდგომარეობაში მყოფი ბესიკი სასწრაფოდ გორის საავადმყოფოში. წაიყვანეს, მაგრამ არაფერი ეშველა, ფილტვები და ღვიძლი მთლად გაგლეჯილი. ჰქონდა. მხოლოდ ნახევარი საათი იცოცხლა, მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: ბიჭებო, იმ უბედურს ნუ მოკლავთ, გაუშვით, დაე, იცოცხლოსო.

ასე შეიწირა მტრის ტყვიამ ცხრამეტი წლის ყმაწვილის სიცოცხლე. გამწარებულ დედ-მამას ახლა ნუგეშად ისღა დარჩენიათ, რომ მისი სახელი დავიწყებას არ მიეცემა. ნაძალადევის რაიონის განათლების განყოფილებამ გადაწყვიტა ბესიკ გურამის ძე გოცირიძის მემორიალის მოწყობა.

“სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნა მარად იცოცხლებს ჩვენს გულებში,


ლარისა ხუბულური



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.07.2021
ბოლო რედაქტირება 14.12.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 19.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0