დაიბადა 1969 წლის 25 ოქტომბერს ქ. გორში.
1975 წელს სწავლა დაიწყო მე-4 საშუალო სკოლაში.
მესამე კლასში დაწერა , თავისუფალი თემა თუ ვინ უნდა გამოსულიყო. ''მე მინდა გამოვიდე ჯარისკაცი, რადგან ჯარისკაცი მამაცია და თავგანწირვით იცავს თავის სამშობლოს''.
მე-9 კლასში იყო, როცა ჩაირიცხა თბილისის უნივერსიტეტთან არსებულ ''მცირე აკადემიაში, ''სადაც ფიზიკა-მათემატიკას ასწავლიდნენ. ყველა ოლიმპიადის თუ ტურის გამარჯვებული იყო. ამასთან სპორტიც მისი გატაცება იყო, ჭიდაობა, მრავალი ჯილდო და მედალიც ამშვენებდა მის მკერდს.
1988 წელს ჩაირიცხა სამედიცინო ინსტიტუტში სამკურნალო ფაკულტეტზე.
პარალელურად მუშაობდა თბილისის პირველ სასწრაფო სამედიცინო სამსახურში.
დადგა 1993 წელი. ვასიკო მე-4 კურსის სტუდენტი მოხალისედ წავიდა აფხაზეთში. ირიცხებოდა ბატალიონ ''ორბში''.
1993 წლის 2 ივლისს დესანტი გადმოსხეს აფხაზეთში და ვასიკო დაიკარგა უგზო-უკვლოდ...
მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი