ფონდი მოლოდინი 1990-იანი წლებიდან, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიება
გიორგი გაბროშვილი გულაზის ძე დაიბადა ქ. თბილისში 1970 წლის 7 ნოემბერს.
1977-1987 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის 182-ე საშუალო სკოლაში.
1987 წელს მუშაობა დაიწყო ,,ამიერკავკასიის ტრანსმშენის“ ტრესტის სამრეწველო საწარმოთა კომბინატში მუშად.
1988-1990 წლებში მსახურობდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩეხოსლოვაკიაში.
1991-1993 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის სამრეწველო-ეკონომიკური კოლეჯის საამშენებლო ფაკულტეტზე.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს,1993 წლის 24 სექტემბერს ქ. სოხუმში დაიკარგა უგზო-უკვლოდ.
გიორგი გულაზის ძე გაბროშვილი, დაბადებული 1970 წლის 7 ნოემბერს,
ქართველი, მცხოვრები ქ. თბილისი.
გიორგი გულაზის ძე გაბროშვილი 1993 წლის 6 ივლისიდან იყო საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის, აფხაზეთის ომის მონაწილე, იბრძოდა სამხედრო ნაწილი 10143-ის პირად შემადგენლობასთან ერთად. მონაწილეობას ღებულობდა ლაბრა, ცაგერა, ტამიშის ბრძოლებში.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი გიორგი გულაზის ძე გაბროშვილი იყო მოხალისე, უკანასკნელ წუთებამდე იცავდა სოხუმს. 1993 წლის 27 სექტემბრიდან სოხუმიდან ქართული ჯარის გამოსვლის შემდეგ გიორგი გულაზის ძე გაბროშვილის ადგილ-სამყოფელი დღემდე უცნობია და ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად.
დედა ქეთინო გაბროშვილი, გურაშვილი ოსეს ასული. დაიბადა 18 ნოემბერი 1948 წლის . სიღაღი ქვემო მაღარო.