სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
კონსტანტინე ანდრიაძე 1967-02/10/92წწ დაკარგ. გაგრა აფხაზეთი დაბ. რუსთავი კონსტანტინე ანდრიაძე 1967-02/10/92წწ დაკარგ. გაგრა აფხაზეთი დაბ. რუსთავი კონსტანტინე ანდრიაძე 1967-02/10/92წწ დაკარგ. გაგრა აფხაზეთი დაბ. რუსთავი

1967-1992 წწ. გარდ. 25 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ანდრიაძე სია

რუსთავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

272       ბეჭდვა

კონსტანტინე ანდრიაძე 1967-02/10/92წწ დაკარგ. გაგრა აფხაზეთი დაბ. რუსთავი


კონსტანტინე ანდრიაძე ტრისტანის ძე დაიბადა 1967 წლის  14 ივლისს ქ. რუსთავში.


წყარო http://www.molodini.org/ge/dakargulebi/personsPage/28
თეთრი არწივი

1973-1984  წლებში სწავლობდა   ქ. თბილისის 149-ე  საშუალო  სკოლაში. 

სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ელმავალმშენებელი ქარხნის პროფტექნიკუმში.


1986 - 1988  წლებში მსახურობდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში  მონღოლეთის რესპუბლიკაში  ქ. მანგალდობაში.

1989  წელსჩაირიცხა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე.

იყო დეპუტატობის კანდიდატი.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1992 წლის 2 ოქტომბერს გია ყარყარაშვილთან ერთად გაფრინდა, სოხუმიდან გაგრაში, მოსახლეობის დასახმარებლად. ამის შემდეგ მისი ბედი გაურკვეველია.


დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

დაიბადა 1967 წლის 14 ივლისს ქ. რუსთავში.1973-1985 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის 149-ე საშუალო სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ელმავალმშენებელი ქარხნის პროფტექნიკუმში.1986 - 1988 წლებში მსახურობდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში მონღოლეთის რესპუბლიკაში ქ. მანგალდობაში, სადაც განლაგებული იყო სარადარო-სეისმური კვლევების ლაბორატირია.
სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან დაბრუნებისთანავე, აქტიურად ჩაერთო ეროვნულ მოძრაობაში, სადაც მისი მისაბაძი უფროსი მეგობრები იყვნენ: ირაკლი შენგელია, ვახტანგ ხმალაძე, რეზო შავიშვილი, გუბაზ სანიკიძე, ალექსანდრე შალამბერიძე და მრავალი სხვა გამოჩენილი პოლიტიკოსი. იგი თვითონვე ხუმრობდა: “ბასტილისს დაცემის დღეს ვარ დაბადებული და თავისუფლების წყურვილი ჩემში უპირველესიაო“.
1989 წლის 9 აპრილს კონსტანტინე იყო ძალინ მოწამლულიდა დასჭირდა მკურნალობის კურსის გავლა.
1989 წელს ჩაირიცხა პუშკინის სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტშიისტორიის ფაკულტეტზე. იმავე წლის 28 სექტემბერსპუშკინის ინსტიტუტის ფაკულტეტის სტუდენტებმა კახა ბროკიშვილმა, დათო ბეჟაშვილმა, კოტე ანდრიაძემ და ოთხმა სხვა სტუდენტმა მაშინ გამომავალ გაზეთ “ახალგაზრდა კომუნისტში“გამოაქვეყნეს წერილი, სადაც მოითხოცვეს ინსტიტუტს გადარქმეოდა პუშკინის საზხელიუ და დარქმეოდა დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ბუნებით და აზროცვნებით პედაგოგის სულხან - საბა ორბელიანის სახელი და მიაღწიეს კიდეც.
1989 წლის ოქტომბერს ინსტიტუტმა დაიწყო არა პუშკინის არამედ სულხან-საბა ორბელიანის სახელობით.
კონსტანტინე იყო, 1992 წლის ოქტომბრის თვეში დანიშნული საპარლამენტო არჩევნებში დეპუტატობის კანდიდატი იყო, რაზედაც გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა“ წერდა, რომ


მარინა ნაჭყებია

კოტე ანდრიაძე_ დაიბადა 1967 წლის 14 ივლისს, თბილისში. 149-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სავალდებულო სამხედრო სამსახური მონღოლეთში გაიარა. იყო ბატალიონ’’ორბის’’ მებრძოლი. გაგრაში, 1992 წლის 5 ოქტომბერს, ბოლო ბრძოლის შემდეგ, ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად.

ნინელი ანდრიაძე, კოტეს დედა: ‘’ბავშობიდან თავისებური, მტკიცე და პრინციპული ხასიათი ჰქონდა_რასაც იტყოდა, ყოველთვის ასრულებდა, ვერავინ დაუდგებოდა მის განზრახვას წინ... არავის მოატყუებდა, სძულდა ტყუილი; გამორჩეულად თბილი და მოსიყვარულე იყო; სამშობლო და ყველაფერი ქართული ძალიან უყვარდა, ტრადიციების მოყვარული და მიმდევარი გახლდათ თავისი ცხოვრების წესით, ამიტომაც შევიდა’’ტრადიციონალისტთა კავშირში’’, დეპუტატადაც უნდა ეყარა კენჭი,მაგრამ როცა მეგობრებმა დაურეკეს საბუთების მისატანად, უპასუხა_ მე აფხაზეთში მივდივარო... ვიცოდი, რაც არ უნდა მეთქვა, მაინც წავიდოდა, ვერ გადავაფიქრებინებდი... განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ლევან აბაშიძის დაღუპვის ამბავი შეიტყო_ძალიან განიცადა და ვიცი, სწორედ მაშინ, საბოლოოდ გადაწყვიტა, ომში წასულიყო... ეროვნულ მოძრაობაში ახალჩართული იყო, როცა მან და მისმა მეგობრებმა_ შვიდმა ბიჭმა, გადაწყვიტეს, რომ პუშკინის პედაგოგიური ინსტიტუტისთვის სახელი გადაერქმიათ და სულხან-საბა ორბელიანის სახელი მიენიჭებინათ. არაფერი გვაქვს ალექსანდრე პუშკინის საწინააღმდეგო, დიდი რუსი პოეტია, მაგრამ პედაგოგიურ ინსტიტუტს, საქართველოში, უმჯობესია, დიდი ქართველის, საზოგადო მოღვაწის და აღმზრდელის, სულხან საბა ორბელიანის სახელი ეწოდოსო.’’ განათლების მინისტრი გურამ ენუქიძე იყო. მასთან მივიდნენ, გამზადებული აბრა მიუტანეს; თავად გურამმა ჩამოხსნა ძველი აბრა და მიაკრა ახალი_ პირველი ლურსმანი, აბრაზე, სწორედ მან დააჭედა.

... 22 სექტემბერს, სახლში, მეგობრებთან ერთად მოვიდა; ისადილეს... კოტე წავიდა, წყალი გადაივლო, სამხედრო ფორმა ჩაიცვა, ჩანთა აიღო, დაშლილი ავტომატი შიგნით ჩადო (არც ვიცოდი, ავტომატი თუ ჰქონდა) ვკითხე, დედი, სად მიდიხარ-მეთქი და აფხაზეთში მივდივარ, ბიჭებს იარაღი უნდა ჩავუტანოთ, მაგრამ პირობას გაძლევ, ოთხშაბათისთვის აქ ვიქნებიო...თუმცა, დედისთვის მოცემული პირობა, ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელადაც, ვერ შეასრულა..აეროპორტში წამოგყვები, გაგაცილებ-მეთქი, ვთხოვე, არაფრით არ წამიყვანა_ პატარა ბავშვი ხომ არ ვარო.. გულმა რაღაცნაირად, რეჩხი მიყო... ბოლოს, მამამისის დაბადების დღეზე, 1992 წლის 2 ოქტომბერს, დილის 8 საათზე, გაგრიდან დამირეკა_ გია ყარყარაშვილთან ერთად, საქმეზე მივდივართ, მამას მიულოცე ჩემს მაგივრად, ბოდიში მოუხადე, რომ ახლოდან ვერ ვულოცავ, მე და დათო (ბეჟაშვილი,მისი მეგობარი და თანამებრძოლი) ერთად, მალე ჩამოვალთ და მივულოცავთ მამას. მაგრამ ერთი სათხოვარი მაქვს, მაჯის საათი დავკარგე კამანისკენ ერთ-ერთი ბრძოლისას, ახალი მიყიდე და დამახვედრეო. ოღონდ მშვიდობით დამიბრუნდი, დედი და აუცილებლად დაგახვედრებ-მეთქი... მას მერე, ჩემი შვილის ხმა არ გამიგია... და იმ ხმის მოგონებას ინახავს ჩემი გული_შვილის მონატრებით დაღლილი და დაფლეთილი...

5 ოქტომბრის მერე აღარავის უნახავს... კოტეს გაუჩინარების შემდეგ, ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა_ მივატოვე სამსახური, ჩემი ბიზნესი და დავიწყე კოტეს ძებნა. ჩემნაირი მშობლები გავერთიანდით, ჩამოვაყალიბეთ ფონდი’’მოლოდინი’’, რომლის გამგეობის თავმჯდომარეც მე ვარ. ძალიან ბევრ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით,ინფორმაციებს ვაგროვებდით ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულების შესახებ; რამდენიმეჯერ ვიყავი აფხაზეთში, კერძოდ, ოჩამჩირეში, ლაბრაში და იქ, აფხაზ დედებს შევხვდით _ჩემნაირ გამწარებულ დედებს, ვინც საკუთარ შვილებს ეძებდნენ_ცოცხალს თუ მიცვალებულს.. რამდენიმეს მივეხმარეთ კიდეც საკუთარი დაკარგული შვილის საფლავის პოვნაში.

... 14 ივლისს დაბადების დღე ჰქონდა, 54 წლის გახდა, 16-ში კი, მითხრეს, რომ გაგრაში, ჩემი კოტეს საფლავი უპოვიათ და ნეშტი იდენტიფიცირებულია... გავქვავდი... აღარაფერი მახსოვს, ან რა მითხრეს, ან რა ვუპასუხე...29 წელი,უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა და არც ერთი წამით არ დამიშვია, რომ კოტე ცოცხალი არ იყო, მე მას, როგორც ცოცხალს, ისე ვეძებდი, ლოცვებში, როგორც ცოცხალს,ისე ვიხსენიებდი... 29 წელი ველოდებოდი..ეს იყო მოლოდინის, ენით აუწერელი ტკივილის 29 წელიწადი, რომელსაც მხოლოდ ჩემნაირი დედა თუ გაიგებს! მისი რამდენიმე მეგობარი, მინიშნებით კი ამბობდა და შემთხვევით მოვკარი ყური, რომ კოტე დაიღუპა, მაგრამ წამითაც არ დამიშვია, რომ ეს სიმართლე იყო.. 4 წელი ისე დავდიოდი აფხაზეთში მოლაპარაკებებზე, რომ ერთ-ერთი აფხაზი მაღალჩინოსანი გაოცებული იყო: ’’ ერთხელ როგორ არ თქვი, რომ შენი შვილიც უგზო-უკვლოდ დაკარგული იყოო’’..

..ახლა, საბოლოოდ წარმეკვეთა იმედი, რომ ცოცხალია, განადგურებული ვარ, მაგრამ ის მაინც ვიცი, ახლა, სად იქნება ჩემი შვილი, სად მივიდე, სად ვესაუბრო... სად მოვიკლა ოდნავ მაინც მონატრება, სად დავიტირო...14 აგვისტოს, კოტეს, დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ_იმ გმირების გვერდით, რომლებიც ასე დიდი ხნის ლოდინის შემდეგ დაუბრუნდნენ ოჯახებს... მაგრამ გეფიცებით, თან თითქოს, იმ დედების წინაშე, თავს რაღაცნაირად დამნაშავედ ვგრძნობ, ვინც ჯერ კიდევ ევედრება ღმერთს, თავიანთი უგზო-უკვლოდ დაკარგული შვილების პოვნას...

... აქვე მინდა,დიდი მადლობა გადავუხადო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, რომელიც უზარმაზარ საქმეს აკეთებს ჩემნაირი, გამწარებული მშობლებისთვის, მოლოდინად ქცეული ოჯახებისთვის... მათი ღვაწლი მართლაც შეუფასებელია!




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 18.03.2021
ბოლო რედაქტირება 06.08.2023
სულ რედაქტირებულია 7





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0