ფონდი მოლოდინი 1990-იანი წლებიდან, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიება
დუშეთის რაინში გარდაცვლილი 54 მებრძოლი ბადრი პაპიაშვილისგან გადადი ლინკზე
მალხაზ მინდიკაური მიხეილის ძე დაიბადა 1968 წლის 8 აპრილს დუშეთის რაიონის სოფელ შატილში.
წყარო http://www.molodini.org/ge/dakargulebi/personsPage/186
1974–1984 წლებში სწავლობდა ბარისახოს საშუალო სკოლაში.
1984 წელს სწავლა გააგრძელა სატყეო–სამეურნეო ტექნიკუმში.
ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო შატილის ტურბაზაში.
შესანიშნავი აღნაგობის გამო ხშირად იღებდნენ ეპიზოდურ როლებში. 1977 წელს რეჟისორმა ნოდარ მანაგაძემ 9 წლის მალხაზი გადაიღო ფილმში ,,ამაღლება" ეპიზოდურ როლში. ხოლო 1992 წელს რეჟისორმა გია მატარაძემ გადაიღო ვაჟა–ფშაველას პოემა ,,მოკვრთილი"–ს მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმში.
1991 წელს დაოჯახდა (მეუღლე – მაია ზულიაშვილი) და საცხოვრებლად გადავიდა ქ. თბილისში. შეეძინა ვაჟი – გიორგი.
1992–93 წლებში მუშაობდა სამხედრო პოლიციაში.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 25 სექტემბერს დაიკარგა უგზო–უკვლოდ ქ. სოხუმში ანძასთან.
მალხაზ მინდიკაური მიხეილის ძე 1968-93წწ დაკ. სოხუმი დ. სოფ. ქაისხევი დუშეთი დაკარგულია 25 აგვისტო დუშეთის ბატალიონი, სამხედრო პოლიცია ზემდეგი