ფრიდონ მახარაძე - 1974 წლის 25 თებერვალს, შუახევში, სოფელ მახალაკიძეებში დაიბადა.
1993 წლის 27 სექტემბრიდან, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. მშობლები და ფრიდონის ერთადერთი ძმა, მასთან შეხვედრის იმედს დღემდე არ კარგავენ და ელიან...
ფრიდონ მახარაძის სახელის უკვდავსაყოფად, შუახევის მუნიციპალიტეტში, მახალაკიძეების საჯარო სკოლა, ქართველი ჯარისკაცის სახელს ატარებს.