სულ ვიზიტორი : 6983454241
განთავსებული სტატია : 9594

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
მიტროპოლიტი ვარლაამი  (ვარლამ მელიტონის ძე მახარაძე) 1873-1943წწ მარგვეთის ეპისკოპოსი დაბ. თბილისი მიტროპოლიტი ვარლაამი  (ვარლამ მელიტონის ძე მახარაძე) 1873-1943წწ მარგვეთის ეპისკოპოსი დაბ. თბილისი

1873-1943 წწ. გარდ. 70 წლის

წმიდა სინოდი

გვარი მახარაძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

169       ბეჭდვა

მიტროპოლიტი ვარლაამი (ვარლამ მელიტონის ძე მახარაძე) 1873-1943წწ მარგვეთის ეპისკოპოსი დაბ. თბილისი

ვარლაამი - მიტროპოლიტი - (ერისკაცობაში ვარლამ მელიტონის ძე მახარაძე) (დ. - 26.III.1873, თბილისი - გ. - 1943) - ქართველი მღვდელმთავარი, მარგვეთის ეპისკოპოსი.


1895 დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1895-1897 წლებში მედავითნედ მსახურობდა თბილისის ღვთისმშობლის სახელობის დიდუბის ეკლესიაში, იქვე სამრევლო საეკლესიო სკოლაში ასწავლიდა საღვთისმეტყველო საგნებს. 1897 წლების მაისში აკურთხეს მღვდლად და გამწესებულ იქნა სოფელ კავთისხევის ეკლესიის წინამძღვრად. 1899-1914 წლებში მსახურობდა ფოთის საკათედრო ტაძარში, სადაც დიდი შეხლა-შემოხლა მოხდა ეპისკოპოსი დიმიტრისთან (აბაშიძე), რომელიც გამოირჩეოდა თავისი ანტიქართული საქმიანობით. 1914 წლიდან საქართველოს ეგზარქოსის მიერ გადაყვანილ იქნა ერევნის საოსტატო სემინარიისა და ქალთა მეორე გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებლად და სემინარიის კარის ეკლესიის მღვდლად, ხოლო შემდეგ ჯერ ყარსის სამხედრო ჰოსპიტლის მღვდელია, მერე - ერევნის ჰოსპიტლის მღვდელმსახური.


1918 წლის ოქტომბერში დაინიშნა თბილისის პირველი ქალთა და ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიების პედაგოგად; 1919 წლის თებერვალში - ოზურგეთის ვაჟთა პროგიმნაზიის მათემატიკისა და უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებლად. 1919 წლის 12 აპრილს მიენიჭა დეკანოზის ხარისხი.

XX საუკუნის 20-იან წლებში საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში შექმნილ რთულ ვითარებაში, როდესაც ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ამბროსის მომხრეები და “განახლებისა და რეფორმების” ჯგუფის წევრები, 1926 წლის 7 მარტს, უწმიდესი და უნეტარესი ამბროსის ლოცვა-კურთხევით ვარლაამი აღყვანილ იქნა მარგვეთის ეპისკოპოსის ხარისხში. მეუფე ვარლაამი უყოყმანოდ დადგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის გვერდით. 1929 წლის 12 თებერვალს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქრისტეფორე III-ის ლოცვა-კურთხევით, გადაყვანილ იქნა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველად, 1930 წლის 25 ოქტომბერს მიენიჭა მიტროპოლიტის ხარისხი.

მეუფე ვარლაამს ურთულეს ეპოქაში მოუწია ეპარქიის მღვდელმთავრობა. ეკლესიების უმრავლესობა ადმინისტრაციული წესით დახურეს. 1934-1937 წლებში იგი საერთოდ გამოაძევეს ეპარქიიდან. 1937 წლის 7 ივლისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით, დაინიშნა ქუთაის - გაენათის ეპარქიის მმართველად, მაგრამ ქვეყანაში გამეფებულმა ტერორმა, დასმენებმა თავისი გაიტანა... მიტროპოლიტი ვარლაამი დააპატიმრეს და გადასახლებაში გარდაიცვალა. მისი საფლავი დაკარგულია.

მიხეილ ქართველიშვილი

  • ს. ვარდოსანიძე, ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეებში), თბ., 2010;
  • გ. მჭედლიძე, მ. კეზევაძე, ქუთაის-გაენათის ეპარქია: ისტორია და თანამედროვეობა, თბ., 2005.



საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

კონტაქტი Facebook

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.09.2022





15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0


2700 გვარი კახეთში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0


2500 გვარი იმერეთში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0


წმიდა სინოდი


საიტზე mematiane.ge ძებნის ინსტრუქცია

2 0

გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ქართლი 141-ი, წმიდა გიორგის ტაძარი

2 0

ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


აფხაზეთი 10-ი, წმიდა გიორგის გიორგის ტაძარი

2 0

თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0