ავთო მახარაძე ( 16 ივლისი 1943) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.
დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1965 წელს.
1965-1966წწ. მოღვაწეობდა ზუგდიდის შ. დადიანის სახელობის დრამატულ თეატრში. 1966 წლიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობია. განსაკუთრებული როლებიდან აღსანიშნავია: აბიბო (ნ. დუმბაძის "მზიანი ღამე"), ბუხუტი (ო. იოსელიანის "სანამ ურემი გადაბრუნდება"), ბორის გოდუნოვი (ა. ტოლსტოის "ივანე მრისხანის სიკვდილი"), ტიბალტი (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"), მოამბე (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), მეფე ედუარდ IV, კენტერბერის არქიეპისკოპი, მასხარა (უ. შექსპირის "რიჩარდ მესამე"), გლოსტერი (უ. შექსპირის "მეფე ლირი") და სხვა. მონაწილეობს ქართულ და საზღვარგარეთის კინოფილმებში. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა აბელ და ვარლამ არავიძეების ვირტუოზულად განსახიერებული როლებით (თ. აბულაძის ფილმში "მონანიება"). ამ ფილმში მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის მან მოსკოვის კინოფესტივალსა (1989) და ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე დაიმსახურა პრიზი "ვერცხლის ჰიუგო". თეატრისა და კინოს მსახიობი.