მაკა მახარაძე ( 19 მაისი 1950) მოცეკვავე, მსახიობი, პედაგოგი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1968 წელს.
1963-1968წწ. გაიარა სტაჟირება მოსკოვის დიდ თეატრთან არსებულ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში; 1968-1988წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი; 1993-1995წწ. თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილე; 1997 წლიდან თბილისის I სშუალო სკოლასთან არსებული საბავშვო სკოლა-სტუდიის ხელმძღვანელი, შემდეგ ეწოდა "მაკა მახარაძის საბალეტო სტუდია"; ქართული რეპერტუარი: ჰერტრუდა(რ. გაბიჩვაძე "ჰამლეტი"), ალალმე(დ. თორაძე "გორდა"), კოლომბინა(გ. სოგე "მოხეტიალე კომედიამტები"); სხვა რეპერტუარი: ავრორა, ესპანელი ქალი(ჩაიკოვსკი "მძინარე მზეთუნახავი", სადებიუტო სპექტაკლი "გედების ტბა"), ქუჩის მოცეკვავე, მერსედესი(მინკუსი "დონ კიხოტი"), კარმენი(ბიზე-შჩედრინი "კარმენ-სიუიტა"), ემილია(პერსელი "მავრის პავანა"), მეძავი ქალი(პროკოფიევი-ბალანჩინი "უძღები შვილი"), ნურიდა(ამიროვი "ათას ერთი ღამე"), პერსეფონა(გლუკი-ნასიძე "ორფეოსი და ევრიდიკე"), ნიკესი(ჰერტელი "ამაო სიფრთხილე"), მეგობარი ქალი(გლაზუნოვი "რაიმონდა"), სოლო(რაველი "ბოლერო"), ცეკვა ჯამპე(მინკუსი "ბაიადერა"); ცეკვები საოპერო სპექტაკლებში: ცეკვა(ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი"), ქალი მათრახით(გ. ყანჩელი "...და არს მუსიკა"); საბავშვო საბალეტო სპექტაკლები, დადგმები: "მაკნატუნა", "ფიფქია"; მონაწილეობდა დრამატულ სპექტაკლებში: "ოიდიპოს მეფე", "ჭინჭრაქა", "ბედი მდევარი"; გადაღებულია კინოფილმებში: "საბუდარელი ჭაბუკი", "ჩვენი ეზო", "იყო შაშვი მგალობელი", "ქალაქი ანარა", "ჯადოსნური ღამე", "გასეირნება თბილისში", "დანაშაული მოხდა", "აქედანა და შენამდე", "ფესვები", "მაცივარში ვიღაც იჯდა"; გასტროლები: თურქეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, ჩეხეთი, რუსეთი(საბავშვო საბალეტო სტუდიის მოსწავლეების მონაწილეობით); დამდგმელი-ბალეტმაისტერი.