სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11134

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
მეუფე დავითი (ირაკლი რომანის ძე მახარაძე დ.1960) აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დაბ. თბილისი წარმ. სოფ. სამება, ჩოხატაური
ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

გვარი მახარაძე სია

ჩოხატაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

389       ბეჭდვა

მეუფე დავითი (ირაკლი რომანის ძე მახარაძე დ.1960) აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დაბ. თბილისი წარმ. სოფ. სამება, ჩოხატაური

მაღალყოვლადუსამღვდელოესი დავითი მახარაძე აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი


საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების ცენტრის თავმჯდომარე.

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული საეკლესიო გალობის ცენტრის თავმჯდომარე.

სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრის თავმჯდომარე.


ერისკაცობაში – ირაკლი რომანის ძე მახარაძე

დაიბადა: 1960 წლის 3 თებერვლას, ქ. თბილისში

ანგელოზის დღე: ამაღლების შემდგომი ხუთშაბათი

დიაკვნად კურთხევა: 23. 11. 1988წ.

მღვდლად კურთხევა: 25. 12. 1988წ.

ბერად აღკვეცა: 28. 10. 1991წ.

ეპისკოპოსად კურთხევა: 24. 5. 1992წ.

მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 25. 12. 1996წ.

მიტროპოლიტობა ებოძა: 28. 11. 2000წ.

მისამართი: ქ. თელავი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა #8

მობ.: (+995 599) 50 65 70

ალავერდის ეპარქია (ქ. თელავი, ქ. ახმეტა, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტები)

კათედრა ალავერდში, რეზიდენცია ალავერდსა და თელავში

დავით გარეჯი წლების მანძილზე ეკუთვნოდა გარდაბნის რაიონს, როგორც გუშინ ავღნიშნე, მის ტერიტორიაზე იყო სამხედრო პოლიგონი, მედეა მეზვრიშვილი დაინიშნა თუ არა რაიკომის მდივნად იმ დღიდან დაიწყო ფიქრი, როგორ გადმოეცა გარეჯი საგარეჯოსთვის. მივიდა ნანული ცაგარეიშვილთან,(შევარდნაძის მეუღლე) თავის ბავშვობის მეგობართან და ორივემ ერთად ესაუბრეს ედუარდს რათა დახმარებოდა გადმოცემაში, მაშინ ასე ადვილი არ იყო ამის გაკეთება, მოსკოვთან უნდა შეთანხმებულიყო.


დაიბრუნა ქ-ნმა მედეამ გარეჯი, ამის შემდეგ დაიწყო იმაზე წვალება, როგორ გადაეტანა პოლიგონი, ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო მაგ დროს. ჩართო სტუდენტები, იმ მიზნით რომ ზიანდებოდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. (აბა მაშინ ვინ გაბედავდა და სალოცავად ვინ მოიხსენიებდა?)
ერთი სიტყვით შეუძლებელი შეძლო ამ ადამიანმა და პოლიგონიც გადაატანინა.
ამის შემდეგ დაიწყო გარეჯის აღორძინება, გაიყვანა გზა, დააარსა გარეჯობის დღესასწაული.
ზუსტად არ მახსოვს, თუ არ ვცდები 1987 წელი იყო და გამოჩნდა ახალგაზრდა კაცი, 5 შვილით და მეუღლით, მისი მეუღლე გახლდათ, ზაზა კოლელიშვილის და.
ცხოვრობდნენ სამადლოდ ვიღაცის ნაჩუქარ ვაგონში, ადგილობრივები გიჟს უძახდნენ, თავი თუ არ ეცოდება ბავშვები მაინც შეიცოდოსო, უამრავი შხამიანი ქვეწარმავლებით იყო სავსე იქაურობა, მაგრამ ერთი რაღაც სასწაულიც არის დავით გარეჯში, მიუხედავად ამდენი ქვეწარმავლისა, ისტორიას არ ახსოვს ვინმესთვის ეკბინოს მონასტრის ტერიტორიაზე რამეს.


ასე დაიწყო ამ ახალგაზრდა კაცმა დავით გარეჯის აღორძინება, მეუღლით და მცირე წლოვანი შვილებით, დღეს ეს არავის ახსოვს, არც არავინ ახსენებს ამას და გული მწყდება.
ეს ახალგაზრდა კაცი გახლდათ, მაშინ მორჩილი და დღეს ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ერის კაცობაში ირაკლი მახარაძე.
მან გაწმინდა მონასტრის ტერიტორია, ჩამოკიდა ჭიშკარი.
უდაბნოში საშინელი ზამთარი იცის, რამდენჯერ უწყლოდ, უსაჭმელოდ ყოფილან ვინ იცის, ის და მისი ოჯახი?
რომ დაინახეს საგარეჯოელებმა ეს კაცი რწმენის გულისათვის რას ჩადიოდა, ყველას შეუყვარდა, ჩადიოდნენ მასთან, ზოგს საჭმელი მიჰქონდა, ვისაც შეეძლო ფიზიკურადაც ეხმარებოდა მონასტრის მოწესრიგებაში.
მეც ბევრჯერ ჩავსულვარ მეგობრებთან ერთად მასთან.
შემდეგ მოდაში შემოვიდა, გარეჯში ჯვრის წერა, ბავშვის ნათლობა, დაიწყო წირვა ცოცვაზე ხალხმა სიარული. დღეს გვარამია და მისი ნამუსგარეცხილი სასტავი ტალახს რომ ესვრის, ხან რას აბრალებს ამ ღვთის კაცს და ხან რას, უნდა მოკიდო ხელი და ჩაიყვანო თავის ცოლშვილით საცხოვრებელად უდაბნოში, ერთ დღესაც ვერ გაძლებენ, ამიტომ ვიღაცას ტალახს რომ ესვრი, დაფიქრდი, შეიძლება ააცილო და ხელი კი აუცილებლად დასვრილი დაგრჩება.

პოსტის ავტორი Vaso kevlo.

ეპისკოპოსი იქნები”. ამბა-ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე) მოგვითხრო: 1989 წლის აღდგომის შემდგომი-ზადიკის პერიოდი იდგა.მაშინ დავით-გარეჯი ჯერ კიდევ მუზეუმ-ნაკრძალად ითვლებოდა, მეც ამ მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომელი ვიყავი. მონასტრის გარეთ ფინურ კოტეჯში ვცხოვრობდი და როგორც შემეძლო ვუვლიდი ამ წმინდა სავანეს. საქმეთა გამო თბილისში მომიწია ჩამოსვლა. უბრალოდ მეცვა, გარეჯულ ნირზე. ბინდდებოდა, როდესაც სიონის ტაძარში შევედი მოსალოცად. უცებ, ტაძარში შესულს ხმა მომესმა, რომელიც მომმართავდა-”ხრისტოს ვასკრეს”. შევხედე-ხნიერი, უცნაურად ჩაცმული ღვთისმსახური იყო, რომელიც რამდენიმე ადამიანს ესაუბრებოდა. ვიფიქრე, ალბათ, ჩემი ჟღალი თმა-წვერის გამო რუსი ვგონივარ-მეთქი და მივუგე: -ჭეშმარიტად აღსდგა, მამაო, ქართველი ვარ. ხნიერმა ღვთისმსახურმა ჩემს ნათქვამზე გაიღიმა და მასთან მყოფ მორწმუნეთ უთხრა: -გაბრიელს ასწავლის ქართველია თუ რუსი,- შემდეგ მე გამომხედა და მითხრა: -ეპისკოპოსი იქნები! გამეღიმა,ვიფიქრე ვიღაც უცნაურ ღვთისმსახურს შევეყარე და სიტყვის არ გაგრძელებით, მისგან განრინება მოვინდომე. ჩემი მცდელობის მიუხედავად ეს არ გამოვიდოდა. ხნიერი ღმრთისმსახური ჩემთან მოვიდა და გამეცნო: -მე ბერი გაბრიელი ვარ და ძალიან გთხოვთ, თქვენო მეუფებავ, რომ პატივი დამდეთ და დღეს ჩემი ეკლესია და კელია მოინახულეთ. ვიუარე ზრდილობის ფარგლებში ,რაც შემეძლო, ყველანაირად ვეცადე ავრიდებოდი ამ შემოთავაზებას, მაგრამ მამა გაბრიელის თხოვნა-ვედრებასთან ვერაფერს გავხდი. ჯერ ნავთლუღში, თავის სახლის საკარმიდამო ეზოში აშენებულ ეკლესიაში მიმიყვანა. მოკლედ მომიყვა ამ ეკლესიის მშენებლობის შესახებ და დამათვალიერებინა, ოჯახის წევრებს, რომლებიც იქვე მდგომ სახლში ცხოვრობდნენ, ჩემი თავი მეუფედ გააცნო. ეკლესიის მოხილვის შემდე, მამა გაბრიელმა, ახლა მცხეთაში-თავისი კელიის სანახავად მთხოვა წავყოლოდი. მე იქაც ბევრი ვიუარე, მაგრამ, კვალად მის ვედრებასთან ვერაფერს გავხდი. მცხეთასი ჩასულებს დედები შემოგვხვდნენ და მათაც ჩემი თავი მეუფედ გააცნო. დედებს ეტყობოდათ, რომ მიჩვეულნი იყვნენ მამა გაბრიელის უცნაურობებს (სალოსობას) და ამიტომ ჩემი მეუფედ გაცნობა არ გაჰკვირვებიათ, მამა გაბრიელმა დამათვალიერებინა თავისი კელია და შემდეგ თბილისში გამომაგზავრა. თვითონ კი მცხეთაში დარჩა. ღიმილით მაგონდება ტაქსის მძღოლი და მასთან დაკავშირებილი ამბავი: ტაქსი მამა გაბრიელმა სიონის ტაძართან აიყვანა; ჯერ სახლში-ნავთლუღში მიაყვანინა ჩვენი თავი, არ გაუშვა, დაალოდა და შემდეგ მცხეთაში ჩაგვიყვანა. ჩვენი ნავთლუღში მიყვანიდან მძღოლმა ნერვიულობა დაიწყო. უყურებდა მამა გაბრიელს, გლახაკად ჩაცმულსა და უცნაურს, შეეშინდა, რადგან იფიქრა-ეს კაცი ფულს ვერ გადამიხდისო, და მამა გაბრიელისაგან მცხეთაში ჩაყვანის მოთხოვნა, რომ გაიგო, უთხრა: -მამაო, რაღაც საქმეები მაქვს, მოდი რა, ფული მომეცი და წავალ, მცხეთაში ვერ ჩაგიყვან. -შენ, ნუ გეშინიან მოყვასო,-მიუგო მამა გაბრიელმა,-ფულს ბევრს მოგცემ. მცხეთაში ჩაგვიყვანე. მერე კი ჩემი ძმა(ჩემზე მიანიშნა) სახლში კეთილად მიაბრძანე და იცოდე უკმაყოფილოს არ დაგტოვებ, მართლაც ჩემი მცხეთიდან გაცილებისას, მამა გაბრიელმა ჯიბეში ხელი ჩაიყო. ბღუჯად ფული ამოიღო და მთლიანად ტაქსის მძღოლს გადასცა. მძღოლმა თვალებს არ დაუჯერა: -მამაო. აქ ბევრია, ამდენი არ არის საჭირო. მამა გაბრიელმა უთხრა: -მე ხომ გითხარი, მოყვასო, მოგვემსახურე და უკმაყოფილოს არ დაგტოვებ-მეთქი. ახლა ეგ ფული აიღე და იცოდე ჩემი ძმა სახლის კარამდე მიმიყვანე. ამის მერე გავიდა ორი წელიწადი და მაშინ საერთოდ, რომ არ მქონია გონებაში, ამ ამბიდან ორ წელიწადში ბერად აღვიკვეცე, ხოლო მესამე წელს ეპისკოპოსად დამესხა ხელი. ამონარიდი მღვდელმონაზონ კირიონის (ონიანი) წიგნიდან: ”ბერი გაბრიელი-ცხოვრება და მოღვაწეობა”

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 03.02.2023
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0