კოტე მახარაძე ( 17 ნოემბერი 1926-2002) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1948 წელს.
1948-1970წწ. იყო შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრის მსახიობი; 1970 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი; 1973–1974წწ. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის ტელეჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი; 1997 წელს ქ. თბილისში დაარსა ერთი მსახიობის თეატრი "ვერიკო", რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი და მსახიობი იყო სიცოცხლის ბოლომდე. თეატრში მოღვაწეობის პარალელურად იგი გატაცებული იყო სპორტული ცხოვრებით, იგი იყო საქართველოს კალათბურთის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი, თამაშობდა კალათბურთს თბილისის დინამოში; 1957 წლიდან მოღვაწეობა დაიწყო სპორტულ კომენტატორად ჯერ საქართველოს, ხოლო შემდგომ საკავშირო რადიოსა და ტელევიზიაში. 40 წლის განმავლობაში მიჰყავდა რეპორტაჟები ქართულ და რუსულ ენებზე (მათ შორის სამი ოლიმპიადიდან, სამი მსოფლიო ჩემპიონატიდან).
მახარაძე – აკეთი, ასკანა, აცანა, ბოხვაური, ბუკისციხე, ბუკნარი, განახლება, გვიმრალაური, გოგოლესუბანი, გომი, ორაბერეჟო, გუთური, გულიანი, დვაბზუ, ვაკიჯვარი, ვანი, ზომლეთი, იანეული, კონჭკათი, კოხნარი, ლაითური, ლანჩხუთი, ლიხაური, მამათი, მელექედური, მერია, მთისპირი, ნარუჯა, ნასაკირალი, ნატანები, ნაღობილევი, ნიგვზიანი, ნიგოითი, ნინოშვილი, ოზურგეთი, სამება, სილაური, სუფსა, ფარცხმა, ქვენობანი, ღრმაღელე, შემოქმედი, შრომა, შუაგანახლება, ჩაისუბანი, ჩიბათი, ჩოჩხათი, ჩოხატაური, ცხემლისხიდი, ძიმითი, ჭანიეთი, ჭაჭიეთი, ჭყონაგორა, ხიდისთავი, ჯურუყვეთი
http://www.geogen.ge/ge/treasurege/78/4315/