სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12324

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
საინტერესო ადამიანები
ვლადიმერ ისრაფილის ძე მახარაძე, მეცენატი  დაბ. 1957წ. სოფ. მახალაკიძეები (შუახევი) ვლადიმერ ისრაფილის ძე მახარაძე, მეცენატი  დაბ. 1957წ. სოფ. მახალაკიძეები (შუახევი)
ბმულის კოპირება

საინტერესო ადამიანები

გვარი მახარაძე სია

შუახევი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

9       ბეჭდვა

ვლადიმერ ისრაფილის ძე მახარაძე, მეცენატი დაბ. 1957წ. სოფ. მახალაკიძეები (შუახევი)

ვლადიმერ მახარაძე დაიბადა შუახევის რაიონის სოფ. მახალაკიძეებში 1957 წლის 24 აპრილს. მშობლები: ისრაფილ მახარაძე, მერი მანე¬ლიშვილი. დაამთავრა სოფ. ოლა¬დაურის საშუალო სკოლა (1973 წელს, ფრიადებზე), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაცევტული ფაკულტეტი (1978 წელს, წარჩინებით).


    იყო ხელვაჩაურის რაიონის ცენტრალური რაიონული აფთიაქის უფროსი პროვიზორი (1978-80), საბჭოთა არმიის ოფიცერი (1980-82), აჭარის სააფთიაქო სამმართველოს გასაღების განყოფილების უფროსი (1982-83), აჭარის ცენტრალური სააფთიაქო ბაზის დირექტორი (1984-85), ქ. ბათუმის N10 აფთიაქის მმართველი (1986-91). 

ვ. მახარაძემ 1990 წელს დააფუძნა ფარმაცევტული კომპანია „ჰეკატე“, რომელიც დარგში უხუცესი კომპანიაა საქართველოში. იგი ამავე კომპანიის უცვლელი გენერალური დირექტორია დღემდე. დღეისათვის ეს კომპანია აერთიანებს სააფთიაქო ქსელს 10 აფთიაქით,  სააფთიაქო სუპერმარკეტსა და სასტუმროს. ვ.მახარაძე არის ასევე ერთ-ერთი  დამფუძნებელი რამდენიმე კომპანიისა (სამშენებლო, საწარმოო, სავაჭრო და სხვ.).

იყო საქართველოს ფარმაცევტთა I (1978) და II (1987) ყრილო¬ბე¬ბის დელეგატი;  საქართველოს ფარმაცევტთა I საერთაშორისო კონგრესის წევრი (თბილისი, 2002); პირველი საერთაშორისო კონგრესის „ჯანმრთელობა და წამალი“ და ასთმის ევროპის მეორე კონგრესის მონაწილე (თბილისი, 2003); ფარმაცევტთა  საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციის მონაწილე (ხარკოვი, 2003); საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „მომავლის ტექნოლოგიები და სიცოცხლის ხარისხი“ მონაწილე (ბათუმი,2017); საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის I (1990),  II (2005),    III (2014), IV (2019) და V (2023)  ყრილობების დელეგატი. 


არის აჭარის ფარმაცევტთა  ასოციაციის დაარსების ინიციატორი და ხელმძღვანელი 1996 წლიდან დღემდე.  გაზეთ „ფარ¬მაკონის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორია 2005 წლიდან . იყო ჟურნალ „ფარმაცევტული მაცნე მედეასა“ და არის გაზეთ „შუახევის“ სარედაქციო კოლეგიების წევრი. არჩეული იყო საქარ¬თ¬ვე¬-ლოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდიუმის წევრად (2005–2019) და ამავე ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად (2014–2019). არჩეულია საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის გამგეობის წევრად (2023).

ვ.მახარაძის ინიციატივით აჭარის ფარმაცევტთა ასოციაციის IV კონ¬ფერენ¬ციაზე (2003.07.01.) 2 ოქტომბერი დაწესდა საქართველოს ფარმაცევტის დღედ. იგი აღიარა საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდიუმმა (2006). ვ. მახარაძემ შეიმუშავა  „ფარმაცევტის ფიცის“ ტექსტი და ფარმაცევტის ეთიკური კოდექსის ახალი ვარიანტი. მისი ეს ორივე ინიციატივა მოიწონა და მიიღო საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის II ყრილობამ (2005 წლის 2 ივლისს).

ბიზნესის პარალელურად ვ.მახარაძე ეწევა აქტიურ სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ საქმიანობას. მან 2004 წ. აკადემიკოს იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში დაიცვა დისერტაცია თემაზე: „გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო საშუალებათა ფარმაკო ეკონომიკური გამოკვლევა აჭარის მაგალითზე“ და მიენიჭა ფარმაცევტულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. დაჯილდოვდა იოველ ქუთათელაძის საიუბილეო მედლით. 

ვ. მახარაძემ პროფ. რამაზ სურმანიძესთან ერთად დააარსა ბათუმის სამედიცინო-ეკოლოგიური ინსტიტუტი (1991). იყო ამ ინსტიტუტის სოციალური ფარმაციის კათედრის გამგე (1997-2006), რექტორი (2010-11). ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ფარმაციის დეპარტამენტის უფ¬როსი, სრული პროფესორი (2007-2013). ამჟამად სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას აგრძელებს ბათუმის შ.რუსთაველის სახელ-მწიფო უნივერსიტეტში მიწვეული პროფესორის რანგში. არის 12 წიგნის (მ/შ 3 სახელმძღვანელოს), 25 სამეცნიერო ნაშრომისა და 200-ზე მეტი პუბლიცისტური წერი¬ლის ავტორი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფარმაკოეკონომიკა, ფარმაცევტული საქმიანობის ორგანიზაცია და ეკონომიკა, ადმინისტრაციული და სოციალური ფარმაცია. 

                                    

ვ. მახარაძე იყო აჭარის უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის დეპუტატი (1991-96), ხელვაჩაურის რაიონის ურეხის  საკრებულოს დეპუტატი (1992-95). 

არის აჭარის მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარე (2004-დან), საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასის აჭარის სადროშოს გამგეობის წევრი(2008-დან), სსიპ „აჭარის არ სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ პალატის საბჭოს წევრი (2014-დან), საზოგადოება „მარეთის“ დამფუძნებელი და გამგეობის წევრი (2006-დან) და ამავე საზოგადოების დარბაზის სპიკერი (2021-დან), მახარაძეთა საგვარეულო კავშირის დამფუძნებელი და გამგეობის წევრი (2019-დან) და ამავე კავშირის დარბაზის სპიკერი (2023-დან), აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე (2023-დან), ქ. ბათუმის უხუცესთა საბჭოს წევრი (2024- დან). 

 ვ.მახარაძე გამოირჩევა თავისი საზოგადოებრივ-საქველმოქმედო მოღვაწეობით. არის  პოეტ ზურაბ გორგილაძის სახელობის ლიტერატურული პრემიის, ასევე მრავალი სასკოლო თუ სხვა სახის პრემიების ერთ-ერთი უპირველესი დამაარსებელი და მუდმივი სპონსორი. ამ კუთხით გაცემული აქვს 60-მდე პრემია. არის საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციასთან არსებული ლიტერატურული პრემიების მიმნიჭებელი კომიტეტის  წევრი.

ვ.მახარაძე სპორტის ქომაგი და მფარველიცაა, განსაკუთრებით ქარ¬თული ჭიდაობის. არჩეული იყო აჭარის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტად (2009-2010), აჭარის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ (2009-2012). იყო ქართული ჭიდაობის აჭარის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (2012-2020). ყოველ-წლიურად ტარდება ვ.მახარაძის სახელობის ტურნირი ქარ¬თულ ჭიდაობაში (2010 წლიდან). 2025 წელს აირჩიეს აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტად.

 ვ. მახარაზე დაჯილდოებულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის საიუბილეო მედლით (2004), 

ახალგაზრდობის აღზრდა-განათლების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი პირადი წვლილის, მაღალი პროფესიონალიზმისა და აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის დაჯილდოებულია იაკობ გოგებაშვილის საიუბილეო მედლითა და საპატიო სიგელით (2012).      

პოეტ ზურაბ გორგილაძის შემოქმედების პოპულარიზაციისათვის 2013 წელს მიენიჭა ზურაბ გორგილაძის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება ლიტერატურის დარგში.

წიგნისათვის „მედიცინა და ფარმაცია ხატოვან აზროვნებაში“ მიენიჭა აბუსერისძე ტბელის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება (2017). მარეთის ხეობის მოსახლეობის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის ვ.მახარაძეს 2015 წელს მიენიჭა საპატიო მარეთელის წო¬დება. 

არის მრავალი საპატიო სიგელის, დიპლომისა და სერტი¬ფიკა¬ტის მფლობელი. მინიჭებული აქვს წლის საუკეთესო ფარმაცევტ-ორგანიზატორის (2004) და ფარმაცევტებს შორის წლის საუკეთესო თამადის (2007) საპატიო წოდებები. 

დასახელებულია აჭარის წლის საუკეთესო ბიზნესმენად (2004). 

მისი ბიოგრაფია შესულია წიგნში „საქართველოს სამედიცინო კალენდარი“ (2006 და 2010), ხოლო ოჯახი შეტანილია წიგნში „საქართველოს საპატიო ოჯახები“ (2010).

ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოს მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა (თავ-რე მაყვალა გონაშვილი) მიანიჭა ქართული კულ¬ტუ¬რის ქომა¬გის წოდება და გადასცა სათანადო დიპლომი (2019წ. დეკემბერი).         

ყავს მეუღლე, ორი შვილი და ორი შვილიშვილი.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 21.06.2026
ბოლო რედაქტირება 21.06.2026
სულ რედაქტირებულია 4




ზვიად მახარაძე, გარდაიცვალა აფხაზეთის 1992-93წწ ომში. დაბ. ოზურგეთი;

2 0

მეუფე დავითი (ირაკლი რომანის ძე მახარაძე დ.1960) აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დაბ. თბილისი წარმ. სოფ. სამება, ჩოხატაური

1 0


ნიკოლოზ (ხუტა) ღენტორის ძე მახარაძე 1932-2008წწ მიტროპოლიტი დაბ. ქუთაისი

2 0

მიტროპოლიტი ვარლაამი (ვარლამ მელიტონის ძე მახარაძე) 1873-1943წწ მარგვეთის ეპისკოპოსი დაბ. თბილისი

2 0

მახარაძე - გვარის 34 ღვთისმსახური

1 0

კინდღის ბრძოლა ზურაბ მახარაძე – 01/06/1993 გადარჩენილი არტილერისტი

1 0


ზურაბ მახარაძე 1965-85წწ გარდ. ავღანეთი დაბ. სოფ. მახალაკიძეები შუახევი. დარძლ. სოფ. ნასაკირალი, ოზურგეთი

2 0

გიორგი მახარაძე 1957-1993წწ. გარდ. სოფ. ბესლახუბა ოჩამჩირე დაბ. სოფ. ბესლახუბა ოჩამჩირე აფხაზეთი.

2 0


ტარიელ მახარაძე 1971-1993წწ 02/07/93წწ გარდ. ტამიში აფხაზეთი დაბ. სოფ. ნასაკირალი ოზურგეთი

2 0

ფრიდონ ავთანდილის ძე მახარაძე 1974-93წწ დაკარგ. 21 წლის აფხაზეთში დაბ. სოფ. მახალაკიძეები შუახევი აჭარა

2 0


ოზურგეთი (მახარაძე) 860 დოკუმენტი 1941-45

1 0


ფილიპე მახარაძე 1868-1941) რევკომის ლიდერი სოფ.გონებისკარი ოზურგეთი გურია

1 0


გერასიმე მახარაძე 1881-1937წწ დამფ. კრების წევრი დაბ. სოფ. გომი ოზურგეთი

2 0

ავთო მახარაძე 1943წ მსახიობი. დაბ. ბათუმი,აჭარა.

1 0


გუგული მახარაძე 1925წ მოცეკვავე, მსახიობი. წარმ. გურია. დაბ. თბილისი.

1 0


კოტე მახარაძე 1926-2002წწ მსახიობი. წარმ. გურია. დაბ. თბილისი

1 0


მაკა მახარაძე 1950წ. მოცეკვავე, მსახიობი, პედაგოგი წარმ. გურია. დაბ. თბილისი

1 0


კოკი მახარაძე 1929-1992წწ. მხატვარი, ოჩამჩირე, აფხაზეთი.

1 0


ნინო მახარაძე დ.1992წ მსოფლიო პრიზიორი მკლავჭიდი დაბ. სოფ. ძამაგულა ხულო

4 0

0 0 1


ილიკო მახარაძე დახვრტ. 1924წწ არტილერისტი დაბ. ოზურგეთი გურია

2 0

კირილე მახარაძე ივანეს ძე 1882-1961წწ მეზარბაზნე დაბ. სოფ. ნაღობილევი ოზურგეთი

3 0