სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12261

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
სამხედრო პირი
კირილე მახარაძე ივანეს ძე 1882-1961წწ მეზარბაზნე დაბ. სოფ. ნაღობილევი ოზურგეთი კირილე მახარაძე ივანეს ძე 1882-1961წწ მეზარბაზნე დაბ. სოფ. ნაღობილევი ოზურგეთი კირილე მახარაძე ივანეს ძე 1882-1961წწ მეზარბაზნე დაბ. სოფ. ნაღობილევი ოზურგეთი

1882-1924 წწ. გარდ. 42 წლის

ბმულის კოპირება

სამხედრო პირი

გვარი მახარაძე სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

59       ბეჭდვა

კირილე მახარაძე ივანეს ძე 1882-1961წწ მეზარბაზნე დაბ. სოფ. ნაღობილევი ოზურგეთი

კირილე ივანეს ძე მახარაძე - წმ. გიორგის ოთხი ჯვრის კავალერი, მეზარბაზნე, ფელდფებელი, მენშევიკი.


ის როგორც 1924 წლის ჯანყის მონაწილე დააპატიმრეს და სხვებთან ერთად ოზურგეთის ციხეში ჩასვეს. კირილე მახარაძე დახვრეტას ფილპე მახარაძემ გადაარჩინა. სწორედ იმ პერიოდში ოზურგეთში ფილიპე მაახარაძე ჩავიდა და ბევრი ადამიანი გაათავისუფლა.

ნაღობილევი  შვილი შალვა მახარაძის მოგონებიდან



„სოფელი ნაღობილევი მდებარეობს ოზურგეთის რაიონის დასავლეთ მხარეს. მას აღმოსავლეთით ესაზღვრება სოფელი მერია, რომელთა შორის ჩამოედინება მდინარე ბოგილა. დასავლეთით ნაღობილევს ესაზღვრება სოფელი ნატანები, მათ შორის ჩამოედინება მდინარე ჭახვათა. სამხრეთით მისი საზღვარია ისევ მდინარე ბოგილა, ხოლო ჩრდილოეთით სოფელი თხინვალი. თხინვალს წინათ ერქვა ახალსაყდარი, ნაღობილევი სოფელ ახალსაყდარს გამოეყო 1930 წელს და ჩამოყალიბდა ცალკე ერთეულად.


სოფელ ნაღობილევის ჩრდილოეთი მხარე მაღლობზეა განლაგებული, ხოლო სამხრეთი დაბლობში. სოფლის შუაზე გადის სამანქანო გზა, რომელიც ოზურგეთს აერთებს ურეკთან.


როგორც აღვნიშნე, სოფელ ნაღობილევის აღმოსავლეთით, დასავლეთით და სამხრეთით ჩამოედინება მდინარეები ბოგილა და ჭახვათა. მდინარე ბოგილას უერთდება სოფელს შუა ჩამომდინარე ღელე სახელწოდებით შუაღელე. შუაღელეს უერთდება პატარა ღელეები კანჭიანა და მახარაძის ღელე. სოფელში ჩამოედინება და მდინარე ბოგილას უერთდება აგრეთვე არობელიძის ღელე. ნაღობილევშია აგრეთვე სხვა სამახსოვრო ადგილები, როგორიცაა: არობელიძის წყარო (საცივი), მახარაძის წყარო (საცივი), გობრონიძის ნასახალარი, ბაჯელიძეების ნასახლარი, ჭაყვათის პირი, ბოგილას პირი.


სოფელ ნაღობილევში იყო მრავალსაუკუნოვანი წიფლის ხე, რომელიც სიძლიერისა და დღეგრძელობის სიმბოლოს წარმოადგენდა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ ის მოჭრეს.


ნაღობილევში კომპაქტურად დასახლება დაიწყო XIX საუკუნის დასაწყისში. მამაჩემისა და ბიძისაგან ვიცი, რომ მათი ბაბუა დავით მახარაძე სოფელში ქვედა ბახვიდან ჩამოსახლდა XIX საუკუნის პირველ მეოთხედში. მათივე გადმოცემით იმ დროს სოფლის ახლანდელ ტერიტორიაზე მაღლობ ადგილებში ცხოვრობდა სამი თუ ოთხი ოჯახი.


1941 წლამდე, მეორე მსოფლიო ომამდე ნაღობილევში ცხოვრობდა 100 კომლამდე შემდეგი გვარის ოჯახები: არობელიძე, აროშიძე, ბაბილოძე, ბარამიძე, ბაქანიძე, ბაჯელიძე, გვიჩია, გობრონიძე, გოგატაძე, გოგიტიძე, გორდელაძე, გუჯაბიძე, დოლიძე, ვასაძე, ვაშაყმაძე, კეჭაყმაძე, კვერნაძე, კოიძე, კოსტავა, მახარაძე, მიმინოშვილი, მიქატაძე, მჟავია, მუჯირი, ნაცვალაძე, პინჩუკი, ჟღერია, სურგულაძე, ტურიკაშვილი, ქარჩავა, ქუტიძე, ღლონტი, ცინცაძე, ცერცვაძე, ჩხაიძე, ხინთიბიძე, ხურციძე…


ამჟამად სოფელი ნაღობილევი ცალკე ერთეულად გამოყოფილი არ არის, ის შედის სოფელ მერიის შემადგფენლობაში.

ჩვენს სოფელში დაწყებითი სკოლა გაიხსნა 1930 წელს, როცა ის გამოეყო სოფელ ახალსაყდარს.

მშობლებისაგან ვიცი, რომ ყოველ ქრისტიანულ დღესასწაულზე ისინი დადიოდნენ ახალსაყდრის ან გოგორეთის ეკლესიებში, რომელიც 30-იან წლებში დაანგრიეს.


1914-18 წლებში პირველ მსოფლიო ომში თურქეთის ფრონტზე იბრძოდნენ ძმები ალექსანდრე, კირილე, იოსებ და ტიმოთე მახარაძეები, ხოლო დასავლეთის (გერმანია, ავსტრია, უნგრეთი) ფრონტზე ერმილე კოიძე და სინო მახარაძე (მახარაძეების მეხუთე ძმა). ყველა მათგანი ომიდან ცოცხალი დაბრუნდა. სინო დაჭრილი იყო, ხოლო ერმილე კოიძემ რამდენიმე წელი ტყვეობაში გაატარა ავსტრიაში და ომის დამთავრების შემდეგ დაუბრუნდა ოჯახს. ტიმოთა მახარაძე ომიდან დაბრუნების შემდეგ 1918 წელს სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა.


პირველი მსოფლიო ომის მონაწილეს კირილე მახარაძეს (ბაბუაჩემი – ი.მ.) – ფელდფებელს, მეზარბაზნეს, ბატარეის მეთაურს მიღებული ჰქონდა გიორგის ოთხი ჯვარი… მან აგრეთვე აქტიური მონაწილეობა მიიღო 1918 წელს მდინარე ჩოლოქთან თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში. აქ ამოქმედდა ქვემეხი მისი მეთაურობით”.


ბაბუაჩემის, კირილე მახარაძის ჯვრით დაჯილდოების ერთ- ერთი ბრძანებაში წერია შემდეგი: старший фейрверкер 6-ой горной батареи 2-го горного дивизиона 39-ой артиллерийской бригады Махарадзе Кирилл Иванович в бою 26 июня 1916 г за высоту 2350 у Кюкертлинского перевала под сильным ружейным и артиллерийским огнем турок отыскал и указал наносившую нам урон неприятельскую батарею и тем дал возможность привести ее к молчанию. პირველი ჯვარი თურქეთის ფრონტზე თავად იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ ჩამოჰკიდა.

ერთხელ თურმე ბათუმში ქუჩაში მიდიოდა და ტროტუარზე ვიღაც გენერალს შეეფეთა, რომელმაც დაუღრიალა Ты почему блядь честь не берешь კირილემ შინელი გადაწია და ოთხივე ჯვარი დაანახვა, გენერალმა თავად აუღო “ჩესტი” და გაატარა თურმე.


კირილეს მეუღლე  პოლინა ჩავლეშვილი და შვილი შალვა მახარაძე, სოფელი ნაღობილევი.


შვილი შალვა კირილეს ძე მახარაძე, ს. ნაღობილევი, 19124-2003. უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე. თბილისის საქალაქო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე


წყარო შვილის შვილი ირაკლი შალვას ძე მახარაძე დაიბადა 04 მარტი 1961 წელს წარმომავლობა სოფელი ნაღობილევი ოზურგეთი გურია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.09.2021
ბოლო რედაქტირება 12.12.2022
სულ რედაქტირებულია 2




მეუფე დავითი (ირაკლი რომანის ძე მახარაძე დ.1960) აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დაბ. თბილისი წარმ. სოფ. სამება, ჩოხატაური

1 0


ნიკოლოზ (ხუტა) ღენტორის ძე მახარაძე 1932-2008წწ მიტროპოლიტი დაბ. ქუთაისი

2 0

მიტროპოლიტი ვარლაამი (ვარლამ მელიტონის ძე მახარაძე) 1873-1943წწ მარგვეთის ეპისკოპოსი დაბ. თბილისი

2 0

მახარაძე

1 0

კინდღის ბრძოლა ზურაბ მახარაძე – 01/06/1993 გადარჩენილი არტილერისტი

1 0


ზურაბ მახარაძე 1965-85წწ გარდ. ავღანეთი დაბ. სოფ. მახალაკიძეები შუახევი. დარძლ. სოფ. ნასაკირალი, ოზურგეთი

2 0

გიორგი მახარაძე 1957-1993წწ. გარდ. სოფ. ბესლახუბა ოჩამჩირე დაბ. სოფ. ბესლახუბა ოჩამჩირე აფხაზეთი.

2 0


ტარიელ მახარაძე 1971-1993წწ 02/07/93წწ გარდ. ტამიში აფხაზეთი დაბ. სოფ. ნასაკირალი ოზურგეთი

2 0

ფრიდონ ავთანდილის ძე მახარაძე 1974-93წწ დაკარგ. 21 წლის აფხაზეთში დაბ. სოფ. მახალაკიძეები შუახევი აჭარა

2 0


ოზურგეთი (მახარაძე) 860 დოკუმენტი 1941-45

1 0


ფილიპე მახარაძე 1868-1941) რევკომის ლიდერი სოფ.გონებისკარი ოზურგეთი გურია

1 0


გერასიმე მახარაძე 1881-1937წწ დამფ. კრების წევრი დაბ. სოფ. გომი ოზურგეთი

2 0

ავთო მახარაძე 1943წ მსახიობი. დაბ. ბათუმი,აჭარა.

1 0


გუგული მახარაძე 1925წ მოცეკვავე, მსახიობი. წარმ. გურია. დაბ. თბილისი.

1 0


კოტე მახარაძე 1926-2002წწ მსახიობი. წარმ. გურია. დაბ. თბილისი

1 0


მაკა მახარაძე 1950წ. მოცეკვავე, მსახიობი, პედაგოგი წარმ. გურია. დაბ. თბილისი

1 0


კოკი მახარაძე 1929-1992წწ. მხატვარი, ოჩამჩირე, აფხაზეთი.

1 0


ნინო მახარაძე დ.1992წ მსოფლიო პრიზიორი მკლავჭიდი დაბ. სოფ. ძამაგულა ხულო

4 0

0 0 1


ილიკო მახარაძე დახვრტ. 1924წწ არტილერისტი დაბ. ოზურგეთი გურია

2 0