სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსები
გერასიმე მახარაძე  1881-1937წწ დამფ. კრების წევრი დაბ. სოფ. გომი ოზურგეთი გერასიმე მახარაძე  1881-1937წწ დამფ. კრების წევრი დაბ. სოფ. გომი ოზურგეთი
ბმულის კოპირება

საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსები

გვარი მახარაძე სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

372       ბეჭდვა

გერასიმე მახარაძე 1881-1937წწ დამფ. კრების წევრი დაბ. სოფ. გომი ოზურგეთი

გერასიმე მახარაძე (დ. 25 აპრილი, 1881, გომი — გ. 14 სექტემბერი, 1937) — ქართველი პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დამფუძნებელი კრების წევრი.

გერასიმე მახარაძე იყო მედავითნეს შვილი. 1888-95 წლებში სწავლობდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში.[1].სასწავლებლის დასრულების შემდეგ რეკომენდაცია გაეწია ჩაებარებინა ქუთაისის სასულიერო სემინარიაში. სემინარიიდან ექვსი თვით დაითხოვეს თვითგანათლების წრის ორგანიზებისთვის მაგრამ შემდეგ აღადგინეს. მესამე კურსიდან წელიწადნახევრით გარიცხეს ღვთისმსახურების წესების დარღვევის გამო, მაგრამ სხვა სემინარიელთა მოთხოვნით აღადგინეს. 1901 წელს, სემინარიის დასრულების შემდეგ, სახელმწიფოს ხარჯით გაგზავნეს სასულიერო აკადემიაში, მაგრამ აკადემიაზე უარი თქვა და ჩააბარა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. იქ ჩაერთო სტუდენტურ მოძრაობებში, დაიწყო მარქსიზმის შესწავლა და გახდა სტუდენტურ მოძრაობა „რადიკალების სალაროს“ წევრი. მონაწილეობდა დემონსტრაციაში, რის გამოც 1902 წელს დააპატიმრეს სამი თვით, უნივერსიტეტიდან გარიცხეს და გააძევეს დედაქალაქიდან. ჩააბარა იურიევის უნივერსიტეტში, გახდა „გაერთიანებული სათვისტომოებისა და ორგანიზაციების საკავშირო საბჭოს“ წევრი, სადაც წარმოადგენდა ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს. 1904 წლის თებერვალში მონაწილეობდა დემონსტრაციაში, რის გამოც კვლავ დააპატიმრეს 7 თვით და შემდეგ გადაასახლეს კავკასიაში პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ.


1904 წლის სექტემბერში დასახლდა ბაქოში და ჩაება „გერმან-ის“ ფსევდონიმით ჩაება სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბაქოს კომიტეტის საქმიანობაში, შემდეგ კი 1905 წლის დასაწყისში გურიის გლეხობაში ეწეოდა სოციალ-დემოკრატიულ პროპაგანდას. იქვე მონაწილეობდა 1905 წლის აჯანყებასა და გურიის რესპუბლიკის გამოცხადებაში. 1905 წლის ბოლოს დაპატიმრების შიშით გადავიდა არალეგალურ მდგომარეობაში. 1906 წლის დასაწყისში იმავე ფსევდონიმით მუშაობდა რსდმპ თბილისის ორგანიზაციაში, თანამშრომლობდა ქართულ არალეგალურ სოციალ-დემოკრატიულ გაზეთებთან. 1907 წლის 6 თებერვალს იქნა არჩეული მეორე მოწვევის რუსეთის იმპერიის სახელმწიფო დუმაში ქუთაისის გუბერნიიდან. შედიოდა სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაში, იყო საფინანსო კომისიის წევრი.[2]მახარაძე დუმაში იტყვით არ გამოსულა. 1907 წლის 2 მარტს პოლიცია შეიჭრა მახარაძის პეტერბურგის ბინაში პარტიის სხდომის მიმდინარეობის დროს, რის გამოც დეპუტატებმა სალტიკოვმა და კირიენკომ სტოლიპინს საჩივრით მიმართეს.[3]იმავე წელს მონაწილეობდა რსდმპ V ყრილობაში ლონდონში დეპუტატ ბელოუსოვთან ერთად. ისინი მოხსენიებულნი არიან სხდომების ოქმებში, თუმცა არ არიან ნახსენები დელეგატებისა და კენჭისყრების სიებში. მეორე მოწვევის დუმამ იმოქმედა მხოლოდ 103 დღე. დუმა დაითხოვეს 1907 წლის 3 ივნისს და დააპატიმრეს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის 65-ვე წარმომადგენელი, მათ შორის იყო თბილისის და ქუთაისის გუბერნიებიდან, ასევე ბათუმის ოლქიდან არჩეული რვა დეპუტატი, რომელთა რიცხვში შედიოდა გერასიმე მახარაძეც. ყველა დაპატიმრებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. მახარაძე 4 დეკემბერს გაასამართლეს და მიუსაჯეს ოთხი წელი კატორღა. ავადმყოფობის გამო სასჯელი შეუცვალეს 6 წელი ციხით. სასჯელს იხდიდა ნიკოლაევის ხერსონის საგუბერნიო ციხეში 1908-1910 წლებში. დაავადდა მწვავე ფსიქიკური გაფანტულობით და 1911-1913 წლებში იმყოფებოდა ვილეისკის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. 1913 წელს მახარაძის მშობლებმა ითხოვეს მისი შეწყალება, მაგრამ თანხმობა ვერ მიიღეს. იქ დაკავებული იყო სოფლის მეურნეობით. ორწელიწადნახევრის განმავლობაში იყო გადასახლებულთა საზოგადოების თავმჯდომარე. 1913 წელს, სასჯელის მოხდის შემდეგ გადაასახლეს ციმბირში, ბიისკის გუბერნიის კანის მარის სოფელ ტასეევოში. 1916 წელს მიემხრო ციმერვალდის მოძრაობას. 1917 წელს არალეგალურად გაემგზავრა ირკუტსკში, იქ მოუსწრო 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ.


რევოლუციის შემდეგ, მარტში, სხვა გადასახლებულებთან ერთად ჩავიდა პეტერბურგში და მაისამდე მუშაობდა პეტერბურგის აღმასკომში, 1917 წლის მაისში გაემართა თბილისში და გახდა მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოების თავმჯდომარის ამხანაგი. აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1917 წლის დეკემბერში იყო წითელი გვარდიის, შემდგომში სახალხო გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელი, არჩეული იყო გვარდიის გენშტაბის წევრად. 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის დროს იყო საქართველოს პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების წევრი, საგარეო საქმეთა და შრომის კომისიების წევრი. 1919 წლიდან დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ. 1918 წლის 21 ივლისს სამების მონასტერში ივანე ლორთქიფანიძესთან, ალექსანდრე დგებუაძესთან და ჯუღელთან ერთად მონაწილეობდა ქართველი მთიელების შერიგებაში.[4]1919 წლის გაზაფხულზე ურუშაძესთან ერთად მონაწილეობდა მოლაპარაკებებში ბაქოელ ბოლშევიკებთან ერთიანი ანტიდენიკინური ფრონტის ჩამოყალიბების შესახებ. 1919 წლის 27 ივლისს დაინიშნა საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლად სომხეთში. 1920 წლის 9-10 აპრილს სომხეთში საქართველოს ელჩის რანგში მონაწილეობდა თბილისში გამართულ ამიერკავკასიის სამშვიდობო კონფერენციაში.[5]1920 წლის 7 მაისიდან იყო საქართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენელი რსფსრში. 1920 წლის 9 დეკემბერს ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოს მოქალაქეობის ოპტაციის შესახებ.[6] 1921 წლის იანვარში შეხვდა სტალინს.


საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ჩამოსცილდა პოლიტიკურ საქმიანობას. 1921 წლის 14 ივნისს დააპატიმრეს, მაგრამ გაათავისუფლეს, რადგან ბრალი არ დაუმტკიცდა. 1921 წლის აგვისტოდან 1922 წლის აპრილამდე მუშაობდა მრეწველობის კომისარიატში. 1921 წლის დეკემბერში მოსკოვში იყო სახელმწიფო გამომცემლობის ცენტრალური სარედაქციო კოლეგიის წევრი. 1922 წლის იანვარში დაბრუნდა საქართველოში.[7] 1922 წლის აპრილიდან 1923 წლის ივნისამდე მუშაობდა „ცეკავშირის“ ეკონომისტად. 1923 წლის ივნისიდან 1925 წლის აგვისტომდე მუშაობდა ექსპერტად მანგანუმის საზოგადოება „ჩემოში“. 1925 წლის ოქტომბრიდან 1929 წლის თებერვლამდე ხელმძღვანელობდა სხვადასხვა განყოფილებებს სახალხო მეურნეობის უმაღლეს საბჭოში. 1929 წლის თებერვლიდან 1931 წლამდე ხელმძღვანელობდა არტელ „მელანგუმას“. 1931 წელს, მას შემდეგ, რაც გაერთიანდა ყოფილ პოლიტკატორღელთა არტელები ერთ საწარმოო კომბინატში, დაიკავა ამ კომბინატის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტი. რევიზიის შემდეგ გადააყენეს თანამდებობიდან.


1937 წლის 4 მარტს პენსიაზე გასული მახარაძე დააპატიმრეს. 13 ივნისს მიაცემინეს აღიარებითი ჩვენება. შეყვანილ იქნა დასახვრეტთა 26 ივნისის სიაში, რომელსაც ხელს აწერენ სტალინი, ვოროშილოვი, კაგანოვიჩი და მიქოიანი.[8]მეორედ მოხვდა დასახვრეტთა სიაში 10 აგვისტოს. ამჯერად სიას ხელს აწერდნენ სტალინი, მოლოტოვი და კაგანოვიჩი.[9] 13 სექტემბერს გაასამართლეს მენშევიკობის ბრალდებით და დახვრიტეს.




წყარო ირაკლი შალვას ძე მახარაძე დაიბადა 04 მარტი 1961 წელს წარმომავლობა სოფელი ნაღობილევი ოზურგეთი გურია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.09.2021
ბოლო რედაქტირება 28.09.2021
სულ რედაქტირებულია 1





150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


ეგნატე გაბლიანი (1881-1937). სვანეთის ამაგდარი ზარდლაში, მესტია, სვანეთი.გაბლიანი და სვანეთი სგან

19 0